მოიძებნა 668045 ჩანაწერი
46621.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
გაუსივდა და მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ დაუწყო შეხორცება.
It swelled up and only began to heal after several days.
46622.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მაგრამ ვინ აცალა შეხორცება!
But nobody would let it heal up.
46623.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
სტაცებდნენ ხელს და ხელახლა აგლეჯდნენ.
They kept getting hold of it and tearing it again.
46624.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ასე რომ გავიდა სასწავლებლიდან.
In fact he had to leave school.
46625.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ერთ მოსწავლეს – კლდიაშვილს – პირით დაჰკრა შუბლზე „ლინეიკა“ და თავთხლე გადაადინა, ძვალიც კი გაუტეხა.
One pupil, Kldiashvili, was struck on the forehead with the ruler and left with a fractured skull: the bone had been broken.
46626.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
გულშემოყრილი ბავშვი შინ წაიღეს.
The boy was taken from the school unconscious.
46627.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ამ გარემოებისათვის ყურადღებაც არავის მიუქცევია.
Nobody seemed to pay any attention to these goings-on.
46628.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ამისთანები რამ უთვალავი იყო.
There were innumerable incidents of this kind.
46629.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ღვთის მადლით, მე ამცილდა ტანჯვა და ერთხელ მეტად არ გავლახულვარ, მაგრამ ეს ერთიც საკმაო იყო, მთელი ჩემი სიცოცხლე მოეტანჯა.
Thank God, I was spared more torment and wasn’t flogged any more, but the one time that I was struck was enough to torment me for the rest of my life.
46630.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
დირექტორმა რომ მიმიყვანა, იმ დღიდან ჩემი მასწავლებელი სულ გულაღრენილი იყო ჩემზე და, თუკი შემთხვევა ექნებოდა, რასაკვირველია, არ დამზოგავდა.
From the day that the headmaster had brought me in, my teacher was disgruntled with me and, if there had been an opportunity, naturally, he would not have spared me.
46631.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ერთხელ რომელიღაც მოსწავლემ ხაჭაპურები მოიტანა კლასში და ლატარიაში ჩააგდო თითო კაპეიკად, ყველამ მოაწერა ხელი.
Once some of the pupils had brought some pizzas to class and we each threw a kopeck into a lottery for them.
46632.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
წამძლია სულმა და მეც მოვაწერე.
I couldn’t resist and subscribed as well.
46633.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
შემოგვესწრო მასწავლებელი და იწყინა: როგორ გაგიბედნიათ ხელის მოწერაო!
The teacher caught us and was annoyed: "How dare you organize a lottery"?
46634.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
აიღო დიდი, უშველებელი „ლინეიკა“ ხელში.
He picked up a gigantic ruler.
46635.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
თითო-თითოდ გაჰყავდა ხელის მომწერლები.
One by one he took those who had subscribed out of the room.
46636.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ჰკითხავდა: "რომელი ხელით მოაწერეო"?
He asked: "Which hand did you subscribe with"?
46637.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
და, პასუხს რომ მიიღებდა, დაჰკრავდა ხოლმე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა.
And when he got the answer, he struck with all the strength he could muster.
46638.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
„კიდევ მოაწერო?“ – ეკითხებოდა დაცინვით.
"Are you going to subscribe again?" - he asked with a laugh.
46639.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მე ყველაზე ბოლოში ვეწერე, რადგანაც ჩემი გვარი წილზეა, და „ჟურნალში“ ანიდან იწყება გვარების წერა.
I was the last to have subscribed, because my surname began with a Ts and the "register" started with an A.
46640.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
იმ დროს საბა ორბელიანის იგავ-არაკები წაკითხული მქონდა და მომაგონდა ოფოფის ხრიკი, თავის გადარჩენა რომ უნდოდა და მელა გააბრიყვა.
I had just read Saba Orbeliani’s parables and fables and I remembered the trick the hoopoe played on the fox to escape his clutches.