მოიძებნა 668045 ჩანაწერი
46841.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
– ფეხზე რომ ვიდექი, ვერ მოვახერხე.
– When I was standing up, I couldn’t manage it.
46842.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ეს რამდენი ხანია – სულ დაჩოქილი ვსწავლობ და პასუხსაც ისე ვაძლევ.
I’ve been doing lessons and answering questions for so long on my knees.
46843.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
აი, თუ არ ვიცი! – მოჰყვა ზეპირად – რომ ავდგე, დამებნევა!
Listen, do you think I don’t know? – and he recited it by heart – but when I got up, it all went hazy.
46844.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მასწავლებელმა მოგვატანა თვალი და მოგვაყურა.
The teacher turned and looked at us: he was listening.
46845.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
რას ჩურჩულებთო? – მე გავედი და მოვახსენე ყოველიფერი.
What are you whispering? - I came out and explained everything to him.
46846.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
გამოიყვანა გაბაშვილი, დააჩოქა და ისე ჰკითხა.
He called Gabashvili out too, made him kneel and asked him the lesson.
46847.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
კარგად მიუგო, რამდენჯერმე გაიმეორა ეს ამბავი და ისე გაუკვირდა, რომ წამოდგა ზეზე, კვლავ თავი დაანება და გასწია კანცელარიისაკენ.
Gabashvili answered well: this sequence was repeated several times. Troyé was so amazed that he stood up, abandoned the class and took the boy off to the headmaster’s office.
46848.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
იქ რა ჩაიდინა, ვინ იცის?
Nobody knows what he did there.
46849.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მაგრამ იმ დღიდან კი გაბაშვილი დაჩოქილი არ გვინახავს.
Whatever it was, from that day on we never saw Gabashvili kneeling again.
46850.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ერთხელ, სწავლა რომ გათავდა და შეგვასვენეს, მე, რადგანაც დილას არა მეჭამა რა, შევირბინე შინ.
One day, when classes had stopped and we were given a rest, I ran home, because I hadn’t had anything to eat that morning.
46851.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ვიგდე ახალუხის ჯიბეში ცხელი მჭადის კოკორი და მივაშურე ისე კლასს: არ დამაგვიანდეს-მეთქი.
I stuffed a lump of hot maize bread into my shirt pocket and rushed back to class again: I was anxious not to be late.
46852.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ტროეს გაკვეთილი იწყებოდა.
Troyé’s lesson was starting.
46853.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ფეხად შეესწრო ჩემთვის და ხუთი მოწაფე კიდეც გამოეხმო და გაემწკრივებინა.
He had just got there before me: he already had called out and lined up five pupils.
46854.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
შევყავ თავი თუ არა, მომაყვირა: – შენ, აქ მობრძანდი და დადექ ამათთანო!
The moment I appeared, he shouted at me: - You come here too, please, and stand with them.
46855.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მივედი და გავჩერდი.
I went and stood there.
46856.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ცხელი მჭადი მომედვა ბარძაყზე და მეცხუნა.
The hot bread was sticking into my chest and burning me.
46857.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მე შმაშური დავიწყე, ხელი მოვუსვი, ასე რომ ავტოკდი.
I started fidgeting, put my hand inside and jerked.
46858.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
მასწავლებელმა შემნიშნა და მკითხა: რა გემართებაო?
The teacher noticed me and asked me: What’s wrong with you?
46859.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
დაფარვა აღარ შეიძლებოდა...
I could no longer conceal it...
46860.
ჩემი თავგადასავალი | ნაწილი I, თავი II
ამოაყოფინეს ჯიბიდან მჭადს თავი...
I was forced to take the maize bread out of my pocket...