მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518001.
ბიოლოგია | თავი X
სინათლე ენერგიის ფორმაა, რომელიც ელექტრომაგნიტური ენერგიის სახელწოდებით არის ცნობილი. მას ხშირად ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასაც უწოდებენ.
Light is a form of energy known as electromagnetic energy, also called electromagnetic radiation.
518002.
ბიოლოგია | თავი X
ელექტრომაგნიტური ენერგია რიტმული ტალღების სახით ვრცელდება, იმ ტალღების ანალოგიურად, რომლებიც გუბეში კენჭის ჩავარდნის შემდეგ წარმოიქმნება.
Electromagnetic energy travels in rhythmic waves analogous to those created by dropping a pebble into a pond.
518003.
ბიოლოგია | თავი X
თუმცა, ელექტრომაგნიტური ტალღები უფრო ელექტრული და მაგნიტური ველის დარღვევაა ვიდრე მატერიალური გარემოსი, მაგალითად, წყლის.
Electromagnetic waves, however, are disturbances of electrical and magnetic fields rather than disturbances of a material medium such as water.
518004.
ბიოლოგია | თავი X
ელექტრომაგნიტური ტალღების პიკებს შორის მანძილს ტალღის სიგრძე ეწოდება.
The distance between the crests of electromagnetic waves is called the wavelength.
518005.
ბიოლოგია | თავი X
ტალღების სიგრძე ერთ ნანომეტრზე ნაკლები სიდიდიდან (გამა სხივებისთვის) ერთ კილომეტრზე მეტს (რადიო ტალღებისთვის) შეადგენს.
Wavelengths range from less than a nanometer (for gamma rays) to more than a kilometer (for radio waves).
518006.
ბიოლოგია | თავი X
გამოსხივების მთელი დიაპაზონი ცნობილია როგორც ელექტრომაგნიტური სპექტრი.
This entire range of radiation is known as the electromagnetic spectrum.
518007.
ბიოლოგია | თავი X
სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი დაახლოებით 380 ნმ-დან 750 ნმ-მდე ტალღების სიგრძის ვიწრო ზოლია.
The segment most important to life is the narrow band from about 380 nm to 750 nm in wavelength.
518008.
ბიოლოგია | თავი X
ეს გამოსხივება ცნობილია როგორც ხილული სინათლე, რადგანაც მას ადამიანის თვალი სხვადასხვა ფერის სახით აღიქვამს.
This radiation is known as visible light because it is detected as various colors by the human eye.
518009.
ბიოლოგია | თავი X
სინათლის ბევრი თვისება სინათლის, როგორც ტალღების მოდელის საშუალებით აიხსნება, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში, სინათლე ისე იქცევა, თითქოს იგი დისკრეტული ნაწილაკებისგან, ფოტონებისგან შედგებოდეს.
The model of light as waves explains many of light's properties, but in certain respects light behaves as though it consists of discrete particles, called photons.
518010.
ბიოლოგია | თავი X
ფოტონები მატერიალური ობიექტები არ არის, მაგრამ ისინი მათ მსგავსად იქცევიან, იმ მხრივ, რომ თითოეულ მათგანს ენერგიის ფიქსირებული რაოდენობა აქვს.
Photons are not tangible objects, but they act like objects in that each of them has a fixed quantity of energy.
518011.
ბიოლოგია | თავი X
ენერგიის რაოდენობა სინათლის ტალღის სიგრძესთან უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია; რაც უფრო მოკლეა ტალღის სიგრძე, მით მეტია ამ სინათლის თითოეული ფოტონის ენერგია.
The amount of energy is inversely related to the wavelength of the light; the shorter the wavelength, the greater the energy of each photon of that light.
518012.
ბიოლოგია | თავი X
ამრიგად, იისფერი სინათლის ფოტონს თითქმის ორჯერ უფრო მეტი ენერგია აქვს ვიდრე წითელი სინათლისას.
Thus, a photon of violet light packs nearly twice as much energy as a photon of red light.
518013.
ბიოლოგია | თავი X
მიუხედავად იმისა, რომ მზე ელექტრომაგნიტური ენერგიის სრულ სპექტრს გამოასხივებს, ატმოსფერო სელექციური ფანჯრის მსგავსად მოქმედებს: საშუალებას აძლევს ხილულ სინათლეს, გაიაროს მასში მაშინ, როცა სხვა გამოსხივების მნიშვნელოვან ნაწილს, აირეკლავს.
Although the sun radiates the full spectrum of electromagnetic energy, the atmosphere acts like a selective window, allowing visible light to pass through while screening out a substantial fraction of other radiation.
518014.
ბიოლოგია | თავი X
სპექტრის ნაწილი, რომლის დანახვაც ჩვენ შეგვიძლია – ხილული სინათლე – არის აგრეთვე გამოსხივება, რომელიც ფოტოსინთეზს აღძრავს.
The part of the spectrum we can see-visible light-is also the radiation that drives photosynthesis.
518015.
ბიოლოგია | თავი X
ფოტოსინთეზის პიგმენტები: სინათლის რეცეპტორები.
Photosynthetic Pigments: The Light Receptors.
518016.
ბიოლოგია | თავი X
როდესაც სინათლე მატერიას ხვდება, ის შეიძლება აირეკლოს, გატარდეს ან შთაინთქას.
When light meets matter, it may be reflected, transmitted, or absorbed.
518017.
ბიოლოგია | თავი X
ნივთიერებები, რომლებიც შთანთქავს ხილულ სინათლეს, პიგმენტების სახელწოდებითაა ცნობილი.
Substances that absorb visible light are known as pigments.
518018.
ბიოლოგია | თავი X
სხვადასხვა პიგმენტი სხვადასხვა ტალღის სიგრძის მქონე სინათლის შთანთქმას ახდენს, ხოლო ტალღები რომლებიც აბსორბირდება, ქრება.
Different pigments absorb light of different wavelengths, and the wavelengths that are absorbed disappear.
518019.
ბიოლოგია | თავი X
თუ პიგმენტს თეთრი სინათლით აშუქებენ, ფერი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ის ფერია, რომელსაც ყველაზე მეტად აირეკლავს ან ატარებს პიგმენტი.
If a pigment is illuminated with white light, the color we see is the color most reflected or transmitted by the pigment.
518020.
ბიოლოგია | თავი X
თუ პიგმენტი შთანთქავს ყველა სიგრძის ტალღას, ის შავად მოჩანს.
If a pigment absorbs all wavelengths, it appears black.