მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518301.
ბიოლოგია | თავი XI
ასეთი სახით სიგნალის გადაცემა, რომელსაც უჯრედ-უჯრედულ შეცნობას უწოდებენ, მნიშვნელოვანია ისეთი პროცესებისთვის, როგორიცაა ემბრიონული განვითარება და იმუნური პასუხი.
This sort of signaling, called cell-cell recognition, is important in such processes as embryonic development and the immune response.
518302.
ბიოლოგია | თავი XI
მრავალ სხვა შემთხვევაში, შუამავალი მოლეკულები გამოიყოფიან სასიგნალო უჯრედებიდან.
In many other cases, messenger molecules are secreted by the signaling cell.
518303.
ბიოლოგია | თავი XI
ზოგი მათგანი მხოლოდ მცირე მანძილზე მოგზაურობს, როგორებიცაა ადგილობრივი რეგულატორების მოქმედება მეზობელ უჯრედებზე.
Some of these travel only short distances; such local regulators influence cells in the vicinity.
518304.
ბიოლოგია | თავი XI
ცხოველური ლოკალური რეგულატორების ერთი კლასი - ზრდის ფაქტორები, წარმოადგენს ნაერთებს, რომლებიც ახლომახლო არსებულ სამიზნე უჯრედებს ზრდისა და გამრავლების სტიმულს აძლევენ.
One class of local regulators in animals, growth factors, are compounds that stimulate nearby target cells to grow and multiply.
518305.
ბიოლოგია | თავი XI
ერთდროულად მრავალ უჯრედს შეუძლია მიიღოს და პასუხი გასცეს ახლომახლო მყოფი ერთი მოლეკულის მიერ პროდუცირებულ ზრდის ფაქტორის მოლეკულებს.
Numerous cells can simultaneously receive and respond to the molecules of growth factor produced by a single cell in their vicinity.
518306.
ბიოლოგია | თავი XI
ცხოველებში, ამ ტიპის ადგილობრივი სიგნალის გადაცემას უწოდებენ სიგნალის პარაკრინულ გადაცემას.
This type of local signaling in animals is called paracrine signaling.
518307.
ბიოლოგია | თავი XI
სიგნალის ლოკალური გადაცემის მეორე, უფრო სპეციალიზებულ ტიპს, რომელსაც სინაფსურ გადაცემას უწოდებენ, ადგილი აქვს ცხოველთა ნერვულ სისტემაში.
Another, more specialized type of local signaling called synaptic signaling occurs in the animal nervous system.
518308.
ბიოლოგია | თავი XI
ნერვული უჯრედის გასწვრივ ელექტრული სიგნალი იწვევს ქიმიური სიგნალის, ნეიროტრანსმიტერული მოლეკულის ფორმით სეკრეციას.
An electrical signal along a nerve cell triggers the secretion of a chemical signal in the form of neurotransmitter molecules.
518309.
ბიოლოგია | თავი XI
იგი დიფუზიას განიცდის სინაფსში, პატარა სივრცეში, რომელიც არსებობს ნერვულ უჯრედსა და მის სამიზნე უჯრედს (ხშირად მეორე ნერვული უჯრედი) შორის.
between These diffuse across the synapse, the narrow space the nerve cell and its target cell (often another nerve cell).
518310.
ბიოლოგია | თავი XI
ნეიროტრანსმიტერი იწვევს სამიზნე უჯრედის სტიმულაციას.
The neurotransmitter stimulates the target cell.
518311.
ბიოლოგია | თავი XI
მცენარეებში სიგნალის ადგილობრივი გადაცემა კარგად არ არის შესწავლილი.
Local signaling in plants is not as well understood.
518312.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედის კედლის არსებობის გამო, მცენარეებმა უნდა გამოიყენონ ცხოველებში არსებული ლოკალურად მოქმედი მექანიზმებისგან განსხვავებული მექანიზმები.
Because of their cell walls, plants must use mechanisms somewhat different from those operating locally in animals.
518313.
ბიოლოგია | თავი XI
როგორც ცხოველები, ისე მცენარეები სიგნალების გრძელ მანძილზე გადაცემისათვის იყენებენ ქიმიურ ნაერთებს, რომელთაც ჰორმონებს უწოდებენ.
Both animals and plants use chemicals called hormones for long-distance signaling.
518314.
ბიოლოგია | თავი XI
ცხოველებში ჰორმონულ სასიგნალო გზაში, რომელსაც ასევე უწოდებენ ენდოკრინულ სასიგნალო გზას, სპეციალური უჯრედები ჰორმონის მოლეკულებს გამოყოფენ სისხლძარღვებში, რომელთა საშუალებითაც ისინი მოგზაურობენ სხეულის სხვადასხვა ნაწილში არსებული სამიზნე უჯრედებისკენ.
In hormonal signaling in animals, also known as endocrine signaling, specialized cells release hormone molecules into vessels of the circulatory system, by which they travel to target cells in other parts of the body.
518315.
ბიოლოგია | თავი XI
მცენარეთა ჰორმონები (ხშირად უწოდებენ ზრდის რეგულატორებს) ზოგჯერ მოგზაურობენ ძარღვებში, მაგრამ უფრო ხშირად თავიანთ სამიზნეებს აღწევენ უჯრედების გავლით მოძრაობით, ან კიდევ ჰაერში დიფუზიით, როგორც აირი.
Plant hormones (often called growth regulators) sometimes travel in vessels but more often reach their targets by moving through cells or by diffusion through the air as a gas.
518316.
ბიოლოგია | თავი XI
ჰორმონებს ახასიათებს მრავალფეროვნება მოლეკულის ზომისა და ტიპის მიხედვით, როგორც ეს ხდება ადგილობრივ რეგულატორებში.
Hormones vary widely in molecular size and type, as do local regulators.
518317.
ბიოლოგია | თავი XI
მაგალითისთვის მცენარეული ჰორმონი - ეთილენი, აირი, რომელიც აჩქარებს ხილის დამწიფებასა და ხელს უწყობს ზრდის რეგულაციას, არის მხოლოდ 6 ატომისგან შემდგარი ნახშირწყალბადი, რომელსაც შეუძლია უჯრედის კედელში გასვლა.
For instance, the plant hormone ethylene, a gas that promotes fruit ripening and helps regulate growth, is a hydrocarbon of only six atoms that can pass through cell walls.
518318.
ბიოლოგია | თავი XI
ამის საპირისპიროდ, ძუძუმწოვართა ჰორმონი - ინსულინი, რომელიც არეგულირებს შაქრის კონცენტრაციას სისხლში, არის ათასობით ატომისგან შემდგარი ცილა.
In contrast, the mammalian hormone insulin, which regulates sugar levels in the blood, is a protein with thousands of atoms.
518319.
ბიოლოგია | თავი XI
ნერვული სისტემის მეშვეობით სიგნალის გადაცემა ასევე შეიძლება იქნას მიჩნეული სიგნალის დისტანციური გადაცემის ტიპად.
The transmission of a signal through the nervous system can also be considered an example of long-distance signaling.
518320.
ბიოლოგია | თავი XI
ელექტრული სიგნალი მოგზაურობს ნერვული უჯრედის სიგრძეზე და შემდეგ გარდაიქმნება ისევ ქიმიურ სიგნალად, რომელიც გადაკვეთს სინაფსს მეორე ნერვული უჯრედისკენ, სადაც იგი კვლავ ელექტრულ სიგნალად გარდაიქმნება.
An electrical signal travels the length of a nerve cell and is then converted back to a chemical signal that crosses the synapse to another nerve cell. Here it is converted back into an electrical signal.