მოიძებნა 669199 ჩანაწერი
518341.
ბიოლოგია | თავი XI
მიღება.
Reception.
518342.
ბიოლოგია | თავი XI
მიღება არის სამიზნე უჯრედის მიერ უჯრედგარე სივრციდან მომავალი სასიგნალო მოლეკულის აღქმა.
Reception is the target cell's detection of a signal molecule coming from outside the cell.
518343.
ბიოლოგია | თავი XI
ქიმიური სიგნალი „ვლინდება“ მაშინ, როდესაც ის უკავშირდება უჯრედის ზედაპირზე, ან უჯრედის შიგნით არსებულ რეცეპტორულ ცილას.
A chemical signal is "detected" when it binds to a receptor protein located at the cell's surface or inside the cell.
518344.
ბიოლოგია | თავი XI
ტრანსდუქცია.
Transduction.
518345.
ბიოლოგია | თავი XI
სასიგნალო მოლეკულის დაკავშირება ტრანსდუქციის პროცესის ინიციირებით, რეცეპტორულ ცილას გარკვეულწილად ცვლის.
The binding of the signal molecule changes the receptor protein in some way, initiating the process of transduction.
518346.
ბიოლოგია | თავი XI
ტრანსდუქციის საფეხური სიგნალს გარდაქმნის ისეთ ფორმაში, რომელსაც შეუძლია გამოავლინოს სპეციფიკური უჯრედული პასუხი.
The transduction stage converts the signal to a form that can bring about a specific cellular response.
518347.
ბიოლოგია | თავი XI
სატერლენდის სისტემაში, ეპინეფრინის დაკავშირება ღვიძლის უჯრედების პლაზმური მემბრანის რეცეპტორულ ცილასთან, იწვევს გლიკოგენფოსფორილაზას გააქტიურებას.
In Sutherland's system, the binding of epinephrine to a receptor protein in a liver cell's plasma membrane leads to activation of glycogen phosphoryblase.
518348.
ბიოლოგია | თავი XI
ზოგჯერ ტრანსდუქცია მიმდინარეობს ერთ საფეხურად, მაგრამ უფრო ხშირად საჭიროებს ცვლილებათა თანამიმდევრობას სხვადასხვა მოლეკულების სერიებში – სიგნალის ტრანსდუქციის გზა.
Transduction sometimes occurs in a single step but more often requires a sequence of changes in a series of different molecules-a signal transduction pathway.
518349.
ბიოლოგია | თავი XI
ხშირად ამ გზაში მოლეკულებს უწოდებენ გადამცემ მოლეკულებს.
The molecules in the pathway are often called relay molecules.
518350.
ბიოლოგია | თავი XI
პასუხი.
Response.
518351.
ბიოლოგია | თავი XI
უჯრედის სიგნალის გადაცემის მესამე საფეხურზე, გარდაქმნილი სიგნალი საბოლოოდ იწვევს სპეციფიკურ უჯრედულ პასუხს.
In the third stage of cell signaling, the transduced signal finally triggers a specific cellular response.
518352.
ბიოლოგია | თავი XI
პასუხი შესაძლოა იყოს თითქმის ნებისმიერი უჯრედული აქტივობა – როგორიცაა ფერმენტით კატალიზი (მაგალითად, გლიკოგენფოსფორილაზა), ციტოჩონჩხის გადაწყობა, ან კიდევ სპეციფიკური გენების გააქტიურება ბირთვში.
The response may be almost any imaginable cellular activity-such as catalysis by an enzyme (for example, glycogen phosphorylase), rearrangement of the cytoskeleton, or activation of specific genes in the nucleus.
518353.
ბიოლოგია | თავი XI
Uუჯრედის სასიგნალო გზები იმას უზრუნველყოფს, რომ ზემოჩამოთვლილის მსგავსი კრიტიკული აქტივობა მიმდინარეობდეს შესაფერის უჯრედებში, შესაფერის დროსა და ორგანიზმის სხვა უჯრედებთან ზუსტ კოორდინაციაში.
The cell-signaling process helps ensure that crucial activities like these occur in the right cells, at the right time, and in proper coordination with the other cells of the organism.
518354.
ბიოლოგია | თავი XI
ჩვენ ახლა უფრო დეტალურად განვიხილავთ უჯრედის სასიგნალო გზების მექანიზმებს.
We'll now explore the mechanisms of cell signaling in more detail.
518355.
ბიოლოგია | თავი XI
როდესაც ჩვენ ვინმესთან ვსაუბრობთ, სხვამ, გვერდზე მყოფმა შეიძლება გაიგონოს ჩვენი მონათხრობი, რაც ზოგჯერ სავალალო შედეგებით მთავრდება.
When we speak to someone, others nearby may hear our message, sometimes with unfortunate consequences.
518356.
ბიოლოგია | თავი XI
თუმცა, უჯრედებს შორის ამ ტიპის შეცდომები იშვიათად ხდება.
However, errors of this kind rarely occur among cells.
518357.
ბიოლოგია | თავი XI
ა საფუვრის უჯრედებიდან წამოსული სიგნალები „ესმით“ მხოლოდ მათ მომავალ მეწყვილე ა-უჯრედებს.
The signals emitted by an a yeast cell are "heard" only by its prospective mates, a cells.
518358.
ბიოლოგია | თავი XI
მსგავსადვე, მიუხედავად იმისა რომ ეპინეფინი მრავალი სახის უჯრედზე მოქმედებს, როცა ის სისხლში ცირკულირებს, მხოლოდ გარკვეული სამიზნე უჯრედები აღიქვამენ მას და რეაგირებენ მის მოქმედებაზე.
Similarly, although epinephrine encounters many types of cells as it circulates in the blood, only certain target cells detect and react to the hormone.
518359.
ბიოლოგია | თავი XI
სამიზნე უჯრედის ზედაპირზე, ან კიდევ მის შიგნით არსებული რეცეპტორული ცილა საშუალებას აძლევს უჯრედს, „მოისმინოს“ სიგნალი და პასუხი გასცეს მას.
A receptor protein on or in the target cell allows the cell to "hear" the signal and respond to it.
518360.
ბიოლოგია | თავი XI
სასიგნალო მოლეკულა ფორმის მიხედვით კომპლემენტარულია რეცეპტორის სპეციფიკური საიტისა და გასაღებისა და კლიტის მსგავსად ემაგრება, ან კიდევ სუბსტრატისა და ფერმენტის კატალიზური საიტისა.
The signal molecule is complementary in shape to a specific site on the receptor and attaches there, like a key The in a lock or a substrate in the catalytic site of an enzyme.