მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524021.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის ყოველ სომატურ უჯრედს (სასქესო უჯრედების გარდა ნებისმიერი სხვა უჯრედს) აქვს 46 ქრომოსომა.
In humans, each somatic cell-any cell other than a gamete has 46 chromosomes.
524022.
ბიოლოგია | თავი XIII
მიტოზის მსვლელობისას ქრომოსომები მკვრივდება. მათი დანახვა სინათლის მიკროსკოპშიც შესაძლებელი ხდება.
During mitosis, the chromosomes become condensed enough to be visible in a light microscope.
524023.
ბიოლოგია | თავი XIII
ქრომოსომები განსხვავდება ზომითა და ცენტრომერების მდებარეობით. ამის გარდა, ქრომოსომური პრეპარატის შეღებვისას ქრომოსომების ზოლების სტრუქტურები სხვადასხვანაირად იღებება. ამიტომ, თუ ქრომოსომების სიმკვრივე შესაფერისია, მათი განსხვავება შესაძლებელია მიკროსკოპის საშუალებითაც.
Because chromosomes differ in size, in the positions of their centromeres, and in the pattern of colored bands produced by certain stains, they can be distinguished from one another by microscopic examination when sufficiently condensed.
524024.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის უჯრედის 46 ქრომოსომა მიტოზის მსვლელობისას გადაიღეს. მიღებული მიკროფოტოების დაწვრილებითი ანალიზი აჩვენებს, რომ ადამიანს ყოველი ტიპის ორ-ორი ქრომოსომა აქვს.
Careful examination of a micrograph of the 46 human chromosomes from a single cell in mitosis reveals that there are two chromosomes of each type.
524025.
ბიოლოგია | თავი XIII
ეს ნათლად ჩანს, თუ ქრომოსომების სურათებს, ყველაზე გრძელი ქრომოსომებით დაწყებული, წყვილ წყვილად დავაწყობთ.
This becomes clear when images of the chromosomes are arranged in pairs, starting with the longest chromosomes.
524026.
ბიოლოგია | თავი XIII
ქრომოსომების მთლიან გამოსახულებას კარიოტიპი ეწოდება.
The resulting ordered display is called a karyotype.
524027.
ბიოლოგია | თავი XIII
ორ წყვილ ქრომოსომას, რომლებსაც ერთნაირი სიგრძე, ცენტრომერების ერთნაირი მდებარეობა და შეღებვის მსგავსი უნარი ახასიათებს, ჰომოლოგიური ქრომოსომები ან ჰომოლოგები ეწოდება.
The two chromosomes composing a pair have the same length, centromere position, and staining pattern: These are called homologous chromosomes, or homologues.
524028.
ბიოლოგია | თავი XIII
თითოეული წყვილის ორივე ქრომოსომა იმ გენის მატარებელია, რომელიც ერთსა და იმავე მემკვიდრეობით ნიშნებს აკონტროლებს.
Both chromosomes of each pair carry genes controlling the same inherited characters.
524029.
ბიოლოგია | თავი XIII
მაგალითად, თუ თვალის ფერის გენი კონკრეტული ქრომოსომის განსაკუთრებულ ლოკუსშია განლაგებული, მაშინ ამ ქრომოსომის ჰომოლოგსაც შესაბამის ლოკუსში თვალის ფერის განმსაზღვრელი გენი ექნება.
For example, if a gene for eye color is situated at a particular locus on a certain chromosome, then the homologue of that chromosome will also have a gene specifying eye color at the equivalent locus.
524030.
ბიოლოგია | თავი XIII
ორი განსხვავებული ქრომოსომა, რომლებსაც შესაბამისად X და Y ქრომოსომები ეწოდება, მნიშვნელოვნად განსხვავდება სომატური ქრომოსომებისგან და ჰომოლოგიურობის საერთო სისტემიდან გამონაკლისს ქმნის.
The two distinct chromosomes referred to as X and Y are an important exception to the general pattern of homologous chromosomes in human somatic cells.
524031.
ბიოლოგია | თავი XIII
ქალებს X ქრომოსომების ჰომოლოგიური წყვილი აქვთ, მაგრამ მამაკაცებს წყვილში ერთი X და ერთი Y ქრომოსომა) აქვთ.
Human females have a homologous pair of X chromosomes, but males have one X and one Y chromosome.
524032.
ბიოლოგია | თავი XIII
X და Y ქრომოსომების მხოლოდ მცირე ნაწილია ჰომოლოგიური.
Only small parts of the X and Y are homologous.
524033.
ბიოლოგია | თავი XIII
X ქრომოსომის გენების უმეტესობას პატარა Y ქრომოსომაში ანალოგი არა აქვს, Y ქრომოსომას კი ის გენები აქვს, რომლებიც X-ს აკლია.
Most of the genes carried on the X chromosome do not have counterparts on the tiny Y, and the Y chromosome has genes lacking on the X.
524034.
ბიოლოგია | თავი XIII
X და Y ქრომოსომები ინდივიდის სქესს განსაზღვრავს, ამიტომ მათ სასქესო ქრომოსომები ეწოდება.
Because they determine an individual's sex, the X and Y chromosomes are called sex chromosomes.
524035.
ბიოლოგია | თავი XIII
სხვა ქრომოსომებს კი ავტოსომებს უწოდებენ.
The other chromosomes are called autosomes.
524036.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის თითოეულ სომატურ უჯრედში ჰომოლოგიური წყვილების არსებობა სქესის არსებობის შედეგია.
The occurrence of homologous pairs of chromosomes in each human somatic cell is a consequence of our sexual origins.
524037.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანი თითოეული მშობლის ქრომოსომების ყოველი წყვილიდან შთამომავლობით თითო ქრომოსომას იღებს.
We inherit one chromosome of each pair from each parent.
524038.
ბიოლოგია | თავი XIII
ასე რომ, სომატურ უჯრედებში მყოფი 46 ქრომოსომა ფაქტობრივად 23 ქრომოსომის ორი ნაკრებია (კომპლექტი) – დედის ნაკრები (დედისგან მიღებული) და მამის (მამისაგან მიღებული).
So the 46 chromosomes in our somatic cells are actually two sets of 23 chromosomes-a maternal set (from our mother) and a paternal set (from our father).
524039.
ბიოლოგია | თავი XIII
თითო ნაკრებში ქრომოსომების რაოდენობა n-ით აღვნიშნოთ.
The number of chromosomes in a single set is represented by n.
524040.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის ქრომოსომების დიპლოიდური რაოდენობაა 46. ეს ჩვენი სომატური უჯრედების ქრომოსომების რაოდენობაა.
For humans, the diploid number is 46, the number of chromosomes in our somatic cells.