მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524061.
ბიოლოგია | თავი XIII
სქესობრივი გამრავლების მქონე ორგანიზმებში ქრომოსომების რიცხვის მუდმივი ზრდა ჰიპოთეზური სიტუაციაა, რომელიც მეიოზის პროცესის გამო არ ხორციელდება.
This hypothetical situation of constantly increasing chromosome number in sexually reproducing organisms is avoided through the process of meiosis.
524062.
ბიოლოგია | თავი XIII
უჯრედების მეიოზური გაყოფის შედეგად ქრომოსომების რაოდენობა გამეტებში ნახევრდება, რაც განაყოფიერების დროს მომხდარ გაორმაგებას აბათილებს.
This type of cell division reduces the number of sets of chromosomes from two to one in the gametes, compensating for the doubling that occurs at fertilization.
524063.
ბიოლოგია | თავი XIII
ცხოველებში მეიოზი მხოლოდ საკვერცხეებში ან სათესლეებში მიმდინარეობს.
In animals, meiosis occurs only in the ovaries or testes.
524064.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზის შედეგად ადამიანის თითოეული სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი ჰაპლოიდურია.
As a result, each human sperm and ovum is haploid.
524065.
ბიოლოგია | თავი XIII
განაყოფიერება, ქრომოსომების ჰაპლოიდური ნაკრების გაერთიანების შედეგად, დიპლოიდურ რაოდენობას აღადგენს. ასეთი სასიცოცხლო ციკლი თაობიდან თაობამდე მეორდება.
Fertilization restores the diploid condition by combining two haploid sets of chromosomes, and the human life cycle is repeated, generation after generation.
524066.
ბიოლოგია | თავი XIII
სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის წარმოქმნაზე მეტ ინფორმაციას 46-ე თავში შეიტყობთ.
You will learn more about the production of sperm and ova in Chapter 46.
524067.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის სასიცოცხლო ციკლის საფეხურები დამახასიათებელია ბევრი ცხოველისთვის.
The steps of the human life cycle are typical of many animals.
524068.
ბიოლოგია | თავი XIII
მართლაც, განაყოფიერებისა და მეიოზის პროცესები სქესობრივი გამრავლების უნიკალური თვისებაა.
Indeed, the processes of fertilization and meiosis are the unique trademarks of sexual reproduction.
524069.
ბიოლოგია | თავი XIII
განაყოფიერება და მეიოზი სქესობრივ სასიცოცხლო ციკლებში მონაცვლეობს და ქრომოსომების რიცხვზე ურთიერთგავლენას აბათილებს. ამ პროცესის გამო სახეობის ქრომოსომების რაოდენობა მუდმივი რჩება.
Fertilization and meiosis alternate in sexual life cycles, offsetting each other's effects on the chromosome number and thus perpetuating a species' chromosome count.
524070.
ბიოლოგია | თავი XIII
სქესობრივი სასიცოცხლო ციკლების მრავალფეროვნება.
The Variety of Sexual Life Cycles.
524071.
ბიოლოგია | თავი XIII
მიუხედავად იმისა, რომ მეიოზისა და განაყოფიერების მონაცვლეობა სქესობრივი გამრავლების მქონე ორგანიზმებისთვის საერთო ნიშანია, ეს პროცესები სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა მომენტში ხდება, რაც დამოკიდებულია ცხოველის სახეობაზე.
Although the alternation of meiosis and fertilization is common to all organisms that reproduce sexually, the timing of these two events in the life cycle varies, depending on the species.
524072.
ბიოლოგია | თავი XIII
ამ თვისების მიხედვით სასიცოცხლო ციკლები შეიძლება სამ ძირითად ტიპად დავაჯგუფოთ.
These variations can be grouped into three main types of life cycles.
524073.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანსა და ცხოველების უმეტესობას ახასიათებს სასიცოცხლო ციკლი, რომელშიც გამეტები მხოლოდ ჰაპლოიდური უჯრედებია.
In the type of life cycle that occurs in humans and most other animals, gametes are the only haploid cells.
524074.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზი გამეტების ფორმირებით მიმდინარეობს, რომლებიც განაყოფიერებამდე აღარ იყოფა.
Meiosis occurs during the production of gametes, which undergo no further cell division prior to fertilization.
524075.
ბიოლოგია | თავი XIII
დიპლოიდური ზიგოტა მიტოზით იყოფა და მრავალუჯრედიან დიპლოიდურ ორგანიზმად ვითარდება.
The diploid zygote divides by mitosis, producing a multicellular organism that is diploid.
524076.
ბიოლოგია | თავი XIII
მცენარეებისა და წყალმცენარეების ზოგიერთი სახეობა სასიცოცხლო ციკლის მეორე ტიპის მაგალითია, რომელსაც თაობათა მონაცვლეობა ეწოდება.
Plants and some species of algae exhibit a second type of life cycle called alternation of generations.
524077.
ბიოლოგია | თავი XIII
სასიცოცხლო ციკლის ამ ტიპში გვაქვს როგორც დიპლოიდური, ასევე ჰაპლოიდური მრავალუჯრედიანი სტადიები.
This type of life cycle includes both diploid and haploid multicellular stages.
524078.
ბიოლოგია | თავი XIII
მრავალუჯრედიან დიპლოიდურ სტადიას სპოროფიტი ეწოდება.
The multicellular diploid stage is called the sporophyte.
524079.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზის შედეგად სპოროფიტში ჰაპლოიდური უჯრედები - სპორები წარმოიქმნება.
Meiosis in the sporophyte produces haploid cells called spores.
524080.
ბიოლოგია | თავი XIII
სპორა მიტოზით იყოფა. ვიღებთ მრავალუჯრედიან ჰაპლოიდურ სტადიას, რომელსაც გამეტოფიტი ეწოდება.
A spore divides mitotically to generate a multicellular haploid stage called the gametophyte.