მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524081.
ბიოლოგია | თავი XIII
ჰაპლოიდური გამეტოფიტი მიტოზით იყოფა და გამეტებს გვაძლევს.
The haploid gametophyte makes gametes by mitosis.
524082.
ბიოლოგია | თავი XIII
ჰაპლოიდური გამეტები ერთმანეთს ერწყმის, რის შედეგად ვიღებთ დიპლოიდურ ზიგოტას, რომლისგანაც სპოროფიტების შემდეგი თაობა ვითარდება.
Fertilization among the haploid gametes results in a diploid zygote, which develops into the next sporophyte generation.
524083.
ბიოლოგია | თავი XIII
სასიცოცხლო ციკლის ამ ტიპის შემთხვევაში საკუთარ შთამომავლობას - გამეტოფიტს, სპოროფიტული თაობა გვაძლევს. გამეტოფიტის თაობა კი თავის მხრივ, სპოროფიტულ თაობას იძლევა.
Therefore, in this type of life cycle, the sporophyte generation produces a gametophyte as its offspring, and the gametophyte generation produces the next sporophyte generation.
524084.
ბიოლოგია | თავი XIII
სასიცოცხლო ციკლის მესამე ტიპი სოკოების უმეტესობაში და ზოგიერთ უმარტივესში, მათ შორის ზოგ წყალმცენარეში, გვხვდება.
A third type of life cycle occurs in most fungi and some protists, including some algae.
524085.
ბიოლოგია | თავი XIII
გამეტების შერწყმისა და ზიგოტის წარმოქმნის შემდეგ მეიოზი დიპლოიდური შთამომავლობის განვითარების გარეშე მიმდინარეობს.
After gametes fuse and form a diploid zygote, meiosis occurs without a diploid offspring developing.
524086.
ბიოლოგია | თავი XIII
ამ სახეობების ერთადერთი დიპლოიდური სტადია ერთუჯრედიანი ზიგოტაა.
The only diploid stage in these species is the single-celled zygote.
524087.
ბიოლოგია | თავი XIII
მიაქციეთ ყურადღება, რომ ჰაპლოიდურ და დიპლოიდურ უჯრედებს მიტოზით გაყოფა შეუძლია, რაც დამოკიდებულია სასიცოცხლო ციკლის ტიპზე. თუმცა მეიოზი მხოლოდ დიპლოიდურ უჯრედებში მიმდინარეობს.
Note that either haploid or diploid cells can divide by mitosis, depending on the type of life cycle. Only diploid cells, however, can undergo meiosis.
524088.
ბიოლოგია | თავი XIII
სქესობრივი სასიცოცხლო ციკლების სამი ტიპი იმით განსხვავდება, რომ მეიოზი და განაყოფიერება ციკლის სხვადასხვა დროს ხდება. მიუხედავად ამისა, ამ პროცესის შედეგი ყველასთვის საერთოა: თითოეულ ციკლს ყოველი ქრომოსომის განახევრებითა და გაორმაგებით შთამომავლობის გენეტიკური ცვალებადობაში თავისი წვლილი შეაქვს.
Though the three types of sexual life cycles differ in the timing of meiosis and fertilization, they share a fundamental result: Each cycle of chromosome halving and doubling contributes to genetic variation among offspring.
524089.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზის შემდგომი შესწავლა ამ ცვალებადობის წყაროებს გამოავლენს.
A closer look at meiosis will reveal the sources of this variation.
524090.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზი ქრომოსომების ნაკრებების რიცხვს დიპლოიდურიდან ჰაპლოიდურამდე ამცირებს.
Meiosis reduces the number of chromosome sets from diploid to haploid.
524091.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზის მრავალი საფეხური მიტოზის შესაბამისი საფეხურების მსგავსია.
Many of the steps of meiosis closely resemble corresponding steps in mitosis.
524092.
ბიოლოგია | თავი XIII
მიტოზის მსგავსად მეიოზსაც წინ უსწრებს ქრომოსომების გაორმაგება.
Meiosis, like mitosis, is preceded by the replication of chromosomes.
524093.
ბიოლოგია | თავი XIII
თუმცა ერთადერთი გაორმაგების შემდეგ უჯრედი თანმიმდევრულად ორჯერ იყოფა. ეს I მეიოზური და II მეიოზური დაყოფაა.
However, this single replication is followed by two consecutive cell divisions, called meiosis I and meiosis II.
524094.
ბიოლოგია | თავი XIII
ამ ორი დაყოფის შედეგად ოთხ შვილეულ უჯრედს ვიღებთ (მიტოზის შედეგად კი მხოლოდ ორს), რომელთაგან თითოეულის ქრომოსომების რაოდენობა მშობელი უჯრედისგან განახევრებულია.
These divisions result in four daughter cells (rather than the two daughter cells of mitosis), each with only half as many chromosomes as the parent cell.
524095.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზის სტადიები.
The Stages of Meiosis.
524096.
ბიოლოგია | თავი XIII
13.7 სურათზე გამოსახულია მეიოზის პროცესი. ჩანს, რომ დიპლოიდურ უჯრედში ქრომოსომის ერთი ჰომოლოგიური წყვილის ორივე წევრი იდენტურია (კოპირებულია). შემდგომში ეს ასლები ოთხ ჰაპლოიდურ შვილეულ უჯრედში ნაწილდება.
The overview of meiosis in Figure 13.7 shows how both members of a single homologous pair of chromosomes in a diploid cell are replicated and the copies then sorted into four haploid daughter cells.
524097.
ბიოლოგია | თავი XIII
გაიხსენეთ, რომ ტყუპი ქრომატიდები ერთი ქრომოსომის ორი ასლია, რომელიც მიმაგრებულია ცენტრომერზე; ერთად ისინი ერთ გაორმაგებულ ქრომოსომას ქმნიან მაგრამ ჰომოლოგიური წყვილის ორი ქრომოსომა ინდივიდუალური ქრომოსომებია, რომლებიც ორგანიზმმა სხვადასხვა მშობლისგან მემკვიდრეობით მიიღო; როგორც წესი, ისინი ერთმანეთს არ უკავშირდება.
Recall that sister chromatids are two copies of one chromosome, attached at the centromere; together they make up one duplicated chromosome. In contrast, the two chromosomes of a homologous pair are individual chromosomes that were inherited from different parents; they are not usually connected to each other.
524098.
ბიოლოგია | თავი XIII
მიკროსკოპში ჰომოლოგები ერთნაირად გამოიყურება, მაგრამ ლოკუსებში შეიძლება შესაბამისი გენების სხვადასხვა ვერსია ჰქონდეს (მაგ: ერთ ქრომოსომაზე ჭორფლის გენი, ჰომოლოგიური ქრომოსომის იგივე ლოკუსში კი ჭორფლის არარსებობის გენი).
Homologues appear alike in the microscope, but they may have different versions of genes at corresponding loci (for example, a gene for freckles on one chromosome and a gene for the absence of freckles at the same locus on the homologue).
524099.
ბიოლოგია | თავი XIII
13.8 სურათზე დეტალურად ნაჩვენებია ცხოველური უჯრედის ორი მეიოზური გაყოფის სტადიები, რომლის ქრომოსომების დიპლოიდური რიცხვი 6-ია.
Figure 13.8, on the next two pages, describes in detail the stages of the two divisions of meiosis for an animal cell whose diploid number is 6.
524100.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზის შედეგად ქრომოსომების საერთო რაოდენობა ნახევრდება. ეს ძალიან სპეციფიკური პროცესია, რომლის შედეგად თითოეული შვილეული უჯრედიდან ერთი ნაკრების ელიმინაცია ხდება და წყვილების რაოდენობა ორიდან ერთამდე მცირდება.
Meiosis halves the total number of chromosomes in a very specific way, reducing the number of sets from two to one, with each daughter cell receiving one set of chromosomes.