მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524101.
ბიოლოგია | თავი XIII
სანამ შემდეგ ნაწილზე გადახვალთ, კარგად დააკვირდით 13.8 სურათს.
Study Figure 13.8 thoroughly before going on to the next section.
524102.
ბიოლოგია | თავი XIII
მიტოზისა და მეიოზის შედარება.
A Comparison of Mitosis and Meiosis.
524103.
ბიოლოგია | თავი XIII
ახლა შევაჯამოთ მეიოზსა და მიტოზს შორის არსებული ძირითადი სხვაობა.
Now let's summarize the key differences between meiosis and mitosis.
524104.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზი ქრომოსომების ნაკრების რიცხვს ორიდან (დიპლოიდური) ერთამდე (ჰაპლოიდური) ამცირებს. მიტოზი კი ქრომოსომების ნაკრების რიცხვს ინარჩუნებს (აკონსერვებს).
Meiosis reduces the number of chromosome sets from two (diploid) to one (haploid), whereas mitosis conserves the number of chromosome sets.
524105.
ბიოლოგია | თავი XIII
შესაბამისად, მიტოზის შედეგად წარმოქმნილი შვილეული უჯრედები მშობლების უჯრედების და ერთმანეთის გენეტიკურად იდენტურია. მეიოზის შედეგად კი ვიღებთ უჯრედებს, რომლებიც მშობლის უჯრედებსა და ერთმანეთისგან გენეტიკურად განსხვავდება.
Therefore, mitosis produces daughter cells genetically identical to their parent cell and to each other, whereas meiosis produces cells that differ genetically from their parent cell and from each other.
524106.
ბიოლოგია | თავი XIII
13.9 სურათზე შედარებულია მიტოზი და მეიოზი.
Figure 13.9 compares mitosis and meiosis.
524107.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზისთვის დამახასიათებელია სამი უნიკალური მოვლენა. ყველა ეს მოვლენა I მეიოზური გაყოფისას ვლინდება.
Three events are unique to meiosis, and all three occur during meiosis I.
524108.
ბიოლოგია | თავი XIII
სინაფსი და კროსინგოვერი.
Synapsis and crossing over.
524109.
ბიოლოგია | თავი XIII
I პროფაზის მსვლელობისას გაორმაგებული ჰომოლოგიური ქრომოსომები გვერდი-გვერდ ლაგდება და ერთმანეთს სიგრძეზე ცილოვანი (ელვა შესაკრავის მაგვარი) სტრუქტურის საშუალებით უკავშირდება. წარმოიქმნება სინაპტონემალური კომპლექსი. ამ პროცესს კი სინაფსი ეწოდება.
During prophase I, duplicated homologous chromosomes line up and become physically connected along their lengths by a zipperlike protein structure, the synaptonemal complex; this process is called synapsis.
524110.
ბიოლოგია | თავი XIII
განსხვავებული ქრომატიდების გენეტიკური გადაწყობა - კროსინგოვერი - ასევე I პროფაზის განმავლობაში მიმდინარეობს.
Genetic rearrangement between non-sister chromatids, known as crossing over, also occurs during prophase I.
524111.
ბიოლოგია | თავი XIII
გვიან პროფაზაში სინაპტონემალური კომპლექსი იშლება და ჰომოლოგიური წყვილის ოთხი ქრომატიდის დანახვა სინათლის მიკროსკოპითაც ხდება შესაძლებელი. მიღებულ სტრუქტურას ტეტრადა ეწოდება.
Following disassembly of the synaptonemal complex in late prophase, the four chromatids of a homologous pair are visible in the light microscope as a tetrad.
524112.
ბიოლოგია | თავი XIII
როგორც წესი, თითოეული ტეტრადა X-ის ფორმის მინიმუმ ერთ რეგიონს შეიცავს, რომელსაც ქიაზმას უწოდებენ. ქიაზმა კროსინგოვერის გარეგნული გამოხატულებაა.
Each tetrad normally contains at least one X-shaped region called a chiasma, the physical manifestation of crossing over.
524113.
ბიოლოგია | თავი XIII
მიტოზის განმავლობაში სინაფსი და კროსინგოვერი ჩვეულებრივ არ ხდება.
Synapsis and crossing over normally do not occur during mitosis.
524114.
ბიოლოგია | თავი XIII
ტეტრადები მეტაფაზის ფირფიტაზე.
Tetrads on the metaphase plate.
524115.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზის I მეტაფაზის განმავლობაში დაწყვილებული ჰომოლოგიური ქრომოსომები (ტეტრადები) ძირითადად განლაგებულია მეტაფაზურ ფირფიტაზე. მიტოზის დროს კი ინდივიდუალური გაორმაგებული ქრომოსომები ფირფიტაზე არ არის განლაგებული.
At metaphase I of meiosis, paired homologous chromosomes (tetrads) are positioned on the metaphase plate, rather than individual replicated chromosomes, as in mitosis.
524116.
ბიოლოგია | თავი XIII
ჰომოლოგების დათიშვა.
Separation of homologues.
524117.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზის I ანაფაზაში თითოეული ჰომოლოგიური წყვილის გაორმაგებული ქრომოსომა საწინააღმდეგო პოლუსების მიმართულებით მოძრაობს, მაგრამ ყოველი გაორმაგებული ქრომოსომის ტყუპი ქრომატიდი ერთმანეთთან მიმაგრებული რჩება.
At anaphase I of meiosis, the duplicated chromosomes of each homologous pair move toward opposite poles, but the sister chromatids of each duplicated chromosome remain attached.
524118.
ბიოლოგია | თავი XIII
მიტოზის მსვლელობისას კი ტყუპი ქრომატიდები იყოფა.
In mitosis, sister chromatids separate.
524119.
ბიოლოგია | თავი XIII
ტყუპი ქრომატიდები კი მოგვიანებით, II მეიოზური გაყოფის დროს იყოფა და ჰაპლოიდურ შვილეულ უჯრედებს იძლევა.
The sister chromatids then separate during the second meiotic division, meiosis II, producing haploid daughter cells.
524120.
ბიოლოგია | თავი XIII
II მეიოზისა და მიტოზის მსვლელობისას ტყუპი ქრომატიდების გაყოფის მექანიზმი პრაქტიკულად იდენტურია.
The mechanism for separating sister chromatids is virtually identical in meiosis II and mitosis.