მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524121.
ბიოლოგია | თავი XIII
შემდგომ თავებში წაიკითხავთ, რომ გენეტიკური განსხვავებების მთავარი წყაროა მუტაცია.
As you will learn in later chapters, mutations are the original source of genetic diversity.
524122.
ბიოლოგია | თავი XIII
ორგანიზმის დნმ-ში მიმდინარე ცვლილებები გენების სხვადასხვა ვერსიას ქმნიან.
These changes in an organism's DNA create different versions of genes.
524123.
ბიოლოგია | თავი XIII
სხვადასხვა ვერსიების წარმოქმნისთანავე, ეს ვერსიები სქესობრივი გამრავლების მსვლელობისას გადაადგილება და ცვალებადობას გვაძლევს, რომელიც სახეობის, უნიკალური ნიშან-თვისებების კომბინაციის მქონე, ყოველ წევრზე აისახება.
Once these differences arise, reshuffling of the versions during sexual reproduction produces the variation that results in each member of a species having its own unique combination of traits.
524124.
ბიოლოგია | თავი XIII
შთამომავლობის გენეტიკური ცვალებადობის წყარო.
Origins of Genetic Variation Among Offspring.
524125.
ბიოლოგია | თავი XIII
სქესობრივი გამრავლების მქონე სახეობების ყოველ თაობაში მეიოზისა და განაყოფიერების მსვლელობისას მიმდინარეობს ცვლილებები, რომლებზეც პასუხისმგებელია ქრომოსომების ქცევა.
In species that reproduce sexually, the behavior of chromosomes during meiosis and fertilization is responsible for most of the variation that arises each generation.
524126.
ბიოლოგია | თავი XIII
განვიხილოთ სამი პროცესი, რომლებიც სქესობრივი გამრავლების შედეგად მიღებულ გენეტიკურ ცვალებადობაში მონაწილეობს. ეს პროცესებია: ქრომოსომების დამოუკიდებელი გადაწყობა, კროსინგოვერი და განაყოფიერების შემთხვევითობა.
Let's examine three mechanisms that contribute to the genetic variation arising from sexual reproduction: independent assortment of chromosomes, crossing over, and random fertilization.
524127.
ბიოლოგია | თავი XIII
ქრომოსომების დამოუკიდებელი გადაწყობა.
Independent Assortment of Chromosomes.
524128.
ბიოლოგია | თავი XIII
სქესობრივი გამრავლების ერთ-ერთი თვისება, რომელიც გენეტიკურ ცვალებადობას განაპირობებს, I მეიოზური გაყოფის მეტაფაზაში ქრომოსომების ჰომოლოგიური წყვილების შემთხვევითი ორიენტაციაა.
One aspect of sexual reproduction that generates genetic variation is the random orientation of homologous pairs of chromosomes at metaphase of meiosis I.
524129.
ბიოლოგია | თავი XIII
ჰომოლოგიური წყვილები ერთი დედისეული და ერთი მამისეული ქრომოსომისგან შედგება. I მეტაფაზაში ისინი მეტაფაზურ ფირფიტაზე ლაგდება.
At metaphase I, the homologous pairs, each consisting of one maternal and one paternal chromosome, are situated on the metaphase plate.
524130.
ბიოლოგია | თავი XIII
შენიშნეთ, რომ ტერმინები დედისეული და მამისეული იმ ინდივიდის დედას და მამას ეხება, რომლის უჯრედები მეიოზს გადის.
Note that the terms maternal and paternal refer, respectively, to the mother and father of the individual whose cells are undergoing meiosis.
524131.
ბიოლოგია | თავი XIII
ყოველი ქრომოსომა, მამისეულ ან დედისეულ ჰომოლოგთან ერთად, შეიძლება პოლუსთან რომელიმე მხრით უფრო ახლოს განლაგდეს – მისი ორიენტაცია ისეთივე შემთხვევითია, როგორც ხურდა ფულის აგდების შემდეგ მისი ავერსით ან რევერსით დავარდნის ალბათობა.
Each pair may orient with either its maternal or paternal homologue closer to a given pole - its orientation is as random as the flip of a coin.
524132.
ბიოლოგია | თავი XIII
50%-იანი ალბათობით I მეიოზური გაყოფის შედეგად შვილეული უჯრედი შესაბამისი ჰომოლოგიური წყვილიდან დედის ქრომოსომას მიიღებს, 50%-იანი ალბათობით კი მამის ქრომოსომას.
There is a 50% chance that a particular daughter cell of meiosis I will get the maternal chromosome of a certain homologous pair and a 50% chance that it will receive the paternal chromosome.
524133.
ბიოლოგია | თავი XIII
I მეტაფაზაში ქრომოსომების თითოეული ჰომოლოგიური წყვილი განლაგებულია სხვა წყვილებისგან დამოუკიდებლად, ამიტომ ყოველი წყვილის I მეიოზური გაყოფის შედეგად დედისეული და მამისეული ჰომოლოგები შვილეულ უჯრედში სხვა წყვილებისგან დამოუკიდებლად ნაწილდება.
Because each homologous pair of chromosomes is positioned independently of the other pairs at metaphase I, the first meiotic division results in each pair sorting its maternal and paternal homologues into daughter cells independently of every other pair.
524134.
ბიოლოგია | თავი XIII
ამ პროცესს დამოუკიდებელი განაწილება ეწოდება.
This is called independent assortment.
524135.
ბიოლოგია | თავი XIII
ყოველი შვილეული უჯრედი იღებს დედისეული და მამისეული ქრომოსომების ყველა შესაძლებელი კომბინაციიდან ერთ-ერთს.
Each daughter cell represents one outcome of all possible combinations of maternal and paternal chromosomes.
524136.
ბიოლოგია | თავი XIII
გაითვალისწინთ, რომ სურათზე ნაჩვენები შვილეული უჯრედების ოთხი კომბინაციიდან ერთი დიპლოიდური უჯრედის მეიოზის შედეგს მხოლოდ ორი წარმოადგენს, ვინაიდან I მეტაფაზაში ერთ მშობლიურ უჯრედს ქრომოსომების შესაძლო ერთი ან მეორე განლაგებიდან შეიძლება რომელიმე მათგანი, და არა ორივე ჰქონდეს.
Note that only two of the four combinations of daughter cells shown in the figure would result from meiosis of a single diploid cell, because a single parent cell would have one or the other possible chromosomal arrangement at metaphase I, but not both.
524137.
ბიოლოგია | თავი XIII
ამრიგად, დიდი რაოდენობის დიპლოიდური უჯრედების მეიოზის შედეგად მიღებული შვილეული უჯრედების პოპულაციაში ოთხივე ტიპი დაახლოებით თანაბარია რაოდენობით იქნება.
However, the population of daughter cells resulting from meiosis of a large number of diploid cells contains all four types in approximately equal numbers.
524138.
ბიოლოგია | თავი XIII
თუ n=3, შვილეულ უჯრედებში ქრომოსომების რვა კომბინაცია იქნება.
In the case of n = 3, eight combinations of chromosomes are possible for daughter cells.
524139.
ბიოლოგია | თავი XIII
ზოგადად, მეიოზში ქრომოსომების დამოუკიდებელი განაწილებისას კომბინაციების შესაძლო რაოდენობაა 2n, სადაც n ორგანიზმის ქრომოსომების ჰაპლოიდური რაოდენობაა.
More generally, the number of possible combinations when chromosomes sort independently during meiosis is 2", where n is the haploid number of the organism.
524140.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის ქრომოსომების ჰაპლოიდური რაოდენობაა n=23.
In the case of humans, the haploid number (n) in the formula is 23.