მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524141.
ბიოლოგია | თავი XIII
ამრიგად, გამეტებში დედისეული და მამისეული ქრომოსომების შესაძლებელი კომბინაციების რაოდენობა n= 223 რაც დაახლოებით 8 მილიონია.
Thus, the number of possible combinations of maternal and paternal chromosomes in the resulting gametes is 223, or about 8 million.
524142.
ბიოლოგია | თავი XIII
ყოველი გამეტა, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში თქვენს ორგანიზმში წარმოიქმნება, დედისგან და მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ქრომოსომების 8 მილიონი შესაძლებელი კომბინაციიდან ერთ-ერთს შეიცავს.
Each gamete that you produce in your lifetime contains one of roughly 8 million possible combinations of chromosomes inherited from your mother and father.
524143.
ბიოლოგია | თავი XIII
კროსინგოვერი.
Crossing Over.
524144.
ბიოლოგია | თავი XIII
ამიტომ თითოეული ჩვენგანი სიცოცხლის განმავლობაში ქმნის გამეტების კოლექციას, რომლებშიც ქრომოსომების კომბინაციები აბსოლუტურად განსხვავდება მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული ქრომოსომების კომბინაციებისგან.
As a consequence of the independent assortment of chromosomes during meiosis, each of us produces a collection of gametes differing greatly in their combinations of the chromosomes we inherited from our two parents.
524145.
ბიოლოგია | თავი XIII
13.10 სურათზე ნაჩვენებია, რომ გამეტას ყოველი ინდივიდუალური ქრომოსომა წარმოშობით ან მხოლოდ დედისეულია ან მამისეული.
Figure 13.10 suggests that each individual chromosome in a gamete is exclusively maternal or paternal in origin.
524146.
ბიოლოგია | თავი XIII
მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, ვინაიდან კროსინგოვერის შედეგად ვიღებთ რეკომბინანტულ ქრომოსომებს ანუ ინდივიდუალურ ქრომოსომებს, რომლებიც ორივე მშობლისგან მიღებულ გენებს (დნმ) შეიცავს.
In fact, this is not the case, because crossing over produces recombinant chromosomes, individual chromosomes that carry genes (DNA) derived from two different parents.
524147.
ბიოლოგია | თავი XIII
კროსინგოვერი I პროფაზის დასაწყისში მიმდინარეობს, როცა ჰომოლოგიური ქრომოსომები სიგრძეში ერთმანეთის გასწვრივ ლაგდება.
Crossing over begins very early in prophase I, as homologous chromosomes pair loosely along their lengths.
524148.
ბიოლოგია | თავი XIII
ყოველი ჰომოლოგის თითო გენი მეორე ჰომოლოგის შესაბამისი გენის პირდაპირ ხვდება.
Each gene on one homologue is aligned precisely with the corresponding gene on the other homologue.
524149.
ბიოლოგია | თავი XIII
კროსინგოვერის ერთი მოვლენისას ორი არატყუპი ქრომატიდის დნმ-ის მოლეკულები (ჰომოლოგიური წყვილის ერთი დედისეული და ერთი მამისეული ქრომატიდის დნმ) ერთსა და იმავე ადგილას წყდება და შემდეგ მათი დნმ-ის მონაკვეთები ერთმანეთს უკავშირდება.
In a single crossover event, the DNA molecules of two non-sister chromatids - one maternal and one paternal chromatid of a homologous pair-are broken at the same place and then rejoined to each other's DNA.
524150.
ბიოლოგია | თავი XIII
გაწყვეტის ადგილიდან ქრომატიდის ბოლომდე, ყოველი ტყუპი ქრომატიდის სეგმენტი სხვა ქრომატიდის დარჩენილ ნაწილს უერთდება.
That is, the segment of each sister chromatid from the break point to the end is joined to the rest of the other chromatid.
524151.
ბიოლოგია | თავი XIII
ამის შედეგად ორი ჰომოლოგიური სეგმენტი ადგილს იცვლის ან კროსინგოვერს გადის. ამიტომ დედისეული და მამისეული გენების ახალი კომბინაციის მქონე ქრომოსომებს ვიღებთ.
In effect, two homologous segments trade places, or cross over, producing chromosomes with new combinations of maternal and paternal genes.
524152.
ბიოლოგია | თავი XIII
ადამიანის ყოველ ქრომოსომურ წყვილში საშუალოდ ერთიდან სამამდე კროსინგოვერი ხდება, რაც დამოკიდებულია ქრომოსომების ზომასა და მათი ცენტრომერების ადგილმდებარეობაზე.
In humans, an average of one to three crossover events occur per chromosome pair, depending on the size of the chromosomes and the position of their centromeres.
524153.
ბიოლოგია | თავი XIII
უახლესმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთ სახეობაში კროსინგოვერი აუცილებელია სინაფსისთვის და I მეიოზში ქრომოსომების სწორი განლაგებისთვის.
Recent research indicates that, in some species, crossing over may be essential for synapsis and the proper assortment of chromosomes in meiosis I.
524154.
ბიოლოგია | თავი XIII
თუმცა კროსინგოვერსა და სინაფსს შორის კავშირი ჯერ ნაკლებად შესწავლილია და როგორც ჩანს, ცვალებადია სახეობების მიხედვით.
However, the exact relationship between crossing over and synapsis is not yet fully understood and seems to vary among species.
524155.
ბიოლოგია | თავი XIII
II მეტაფაზაში ერთი ან მეტი რეკომბინანტი ქრომატიდის შემცველი ქრომოსომები სხვა ქრომოსომების მიმართ შეიძლება ორი ალტერნატიული მიმართულებით იყოს ორიენტირებული, ვინაიდან მათი ტყუპი ქრომატიდები იდენტური ტყუპები აღარ არიან.
At metaphase II, chromosomes that contain one or more recombinant chromatids can be oriented in two alternative, nonequivalent ways with respect to other chromosomes, because their sister chromatids are no longer identical twins.
524156.
ბიოლოგია | თავი XIII
II მეიოზის მსვლელობისას არაიდენტური ტყუპი ქრომატიდების დამოუკიდებელი განლაგება მნიშვნელოვნად ზრდის მეიოზის შედეგად მიღებული შვილეული უჯრედების გენეტიკური ტიპების რაოდენობას.
The independent assortment of these nonidentical sister chromatids during meiosis II increases even more the number of genetic types of daughter cells that can result from meiosis.
524157.
ბიოლოგია | თავი XIII
კროსინგოვერის შესახებ უფრო მეტს მე-15-ე თავში შეიტყობთ.
You will learn more about crossing over in Chapter 15.
524158.
ბიოლოგია | თავი XIII
ამჯერად მთავარია, რომ კროსინგოვერი, სქესობრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ორი მშობლიდან მემკვიდრეობით მიღებული დნმ-ის ერთ ქრომოსომაში კომბინაციის საშუალებით, გენეტიკური ცვალებადობის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
The important point for now is that crossing over, by combining DNA inherited from two parents into a single chromosome, is an important source of genetic variation in sexual life cycles.
524159.
ბიოლოგია | თავი XIII
განაყოფიერების შემთხვევითობა.
Random Fertilization.
524160.
ბიოლოგია | თავი XIII
მეიოზის მსვლელობისას წარმოქმნილ გენეტიკურ ცვალებადობას განაყოფიერების შემთხვევითობაც ემატება.
The random nature of fertilization adds to the genetic variation arising from meiosis.