მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524161.
ბიოლოგია | თავი XIII
მაგალითად, ადამიანის თითოეული მდედრობითი და მამრობითი გამეტა, ქრომოსომების დაახლოებით 8 მილიონი კომბინაციიდან ერთ-ერთს შეიცავს, რაც მეიოზის განმავლობაში მიმდინარე დამოუკიდებელი განაწილების შედეგია.
In humans, for instance, each male and female gamete represents one of approximately 8 million possible chromosome combinations due to independent assortment during meiosis.
524162.
ბიოლოგია | თავი XIII
განაყოფიერებისას ერთი მამრობითი გამეტა ერთ მდედრობით გამეტას ერწყმის. ვიღებთ ზიგოტას, რომელიც დაახლოებით 64 ტრილიონი (8 მილიონი X 8 მილიონზე) დიპლოიდური კომბინაციიდან ერთ-ერთის მატარებელია.
The fusion of a single male gamete with a single female gamete during fertilization will produce a zygote with any of about 64 trillion (8 million x 8 million) diploid combinations.
524163.
ბიოლოგია | თავი XIII
თუ 223 X 223 ზუსტად გაამრავლებთ, აღმოჩნდება, რომ ნამრავლი 70 ტრილიონზე მეტ რიცხვს გვაძლევს.
If you calculate 223 x 223 exactly, you will find that the total is actually over 70 trillion.
524164.
ბიოლოგია | თავი XIII
თუ ყოველივე ამას კროსინგოვერის შედეგად მიღებულ ცვალებადობას დავამატებთ, მივიღებთ შესაძლებელი კომბინაციების მართლაც ასტრონომიულ რიცხვს.
Adding in the variation brought about by crossing over, the number of possibilities is truly astronomical.
524165.
ბიოლოგია | თავი XIII
რა გასაკვირია, რომ ძმები და დები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდებიან.
No wonder brothers and sisters can be so different.
524166.
ბიოლოგია | თავი XIII
ყოველი თქვენგანი მართლაც უნიკალური ორგანიზმია.
You really are unique.
524167.
ბიოლოგია | თავი XIII
პოპულაციებში გენეტიკური ცვალებადობის ევოლუციური მნიშვნელობა.
Evolutionary Significance of Genetic Variation Within Populations.
524168.
ბიოლოგია | თავი XIII
ბუნებრივი გადარჩევის შედეგად ის გენეტიკური ცვალებადობა გროვდება, რომელსაც გარემო უპირატესობას ანიჭებს.
This natural selection results in the accumulation of those genetic variations favored by the environment.
524169.
ბიოლოგია | თავი XIII
გარემოს პირობების შეცვლის შემთხვევაში პოპულაცია მაშინ გადარჩება, თუ ყოველი თაობის რამდენიმე წევრი ახალ პირობებთან ეფექტურ შეგუებას შეძლებს.
As the environment changes, the population may survive if, in each generation, at least some of its members can cope effectively with the new conditions.
524170.
ბიოლოგია | თავი XIII
სხვა გენეტიკურ შემადგენლობას, ხომ უკეთესი შედეგი შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე ადრე გავრცელებულ გენოტიპს.
Different genetic variations may work better than those that previously prevailed.
524171.
ბიოლოგია | თავი XIII
ამ თავში განვიხილეთ სქესობრივი გამრავლების კავშირი პოპულაციის გენეტიკურ ცვალებადობასთან, რომელიც მუტაციების შედეგად ჩნდება.
In this chapter, we have seen how sexual reproduction contributes to the genetic variation present in a population, which ultimately results from mutations.
524172.
ბიოლოგია | თავი XIII
დარვინი მიხვდა, რომ ევოლუცია მიმდინარეობს მემკვიდრეობითი ცვალებადობის გამო; მაგრამ მან ვერ ახსნა შთამომავლისა და მშობლის მხოლოდ მსგავსებისა და არა იდენტურობის მოვლენა.
Although Darwin realized that heritable variation is what makes evolution possible, he could not explain why offspring resemble but are not identical to their parents.
524173.
ბიოლოგია | თავი XIII
საინტერესოა, რომ დარვინის თანამედროვემ, გრეგორ მენდელმა, დარვინის სიცოცხლეშივე მემკვიდრეობითობის თეორია გამოაქვეყნა, სადაც ახსნილია გენეტიკური ცვალებადობის მექანიზმი; მაგრამ 1900 წლამდე მის აღმოჩენებს ბიოლოგებზე გავლენა არ ჰქონდა.
Ironically, Gregor Mendel, a contemporary of Darwin, published a theory of inheritance that helps explain genetic variation, but his discoveries had no impact on biologists until 1900.
524174.
ბიოლოგია | თავი XIII
შემდეგ თავში გაეცნობით, თუ როგორ აღმოაჩინა მენდელმა ძირითადი კანონები, რომელთა დახმარებით კონკრეტული ნიშან-თვისებების მემკვიდრეობითობა იხსნება.
In the next chapter, you will learn how Mendel discovered the basic rules governing the inheritance of specific traits.
524175.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელი და მისი შეხედულება გენებზე.
Mendel and the Gene Idea.
524176.
ბიოლოგია | თავი XIV
ყავისფერი, ცისფერი, მწვანე თუ ნაცრისფერი თვალები; შავი, ყავისფერი, ქერა თუ წითური თმა – ეს ადამიანში მემკვიდრულ ვარიაციათა მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რომლებსაც პოპულაციის ცალკეულ წარმომადგენელში ვხვდებით.
Eyes of brown, blue, green, or gray; hair of black, brown, blond, or red-these are just a few examples of heritable variations that we may observe among individuals in a population.
524177.
ბიოლოგია | თავი XIV
რომელი გენეტიკური კანონებით აიხსნება მშობლებიდან შთამომავლებზე ამგვარი ნიშან-თვისებების გადაცემა?
What genetic principles account for the transmission of such traits from parents to offspring?
524178.
ბიოლოგია | თავი XIV
მემკვიდრულობის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა არის ნიშან-თვისებათა „შერწყმული მემკვიდრეობის“ ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით, შთამომავლებში ხდება ორივე მშობლიდან მიღებული გენეტიკური მასალის ისეთივე აღრევა, როგორც ეს ლურჯი და ყვითელი საღებავის ურთიერთშეზავების გზით ახალი – მწვანე ფერის მიღებისას.
One possible explanation of heredity is a "blending" hypothesis, the idea that genetic material contributed by the two parents mixes in a manner analogous to the way blue and yellow paints blend to make green.
524179.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ ჰიპოთეზის თანახმად, თავისუფალი შეჯვარებისას მრავალი თაობის მანძილზე, ინდივიდთა ერთობლიობამ შესაძლოა დასაბამი მისცეს ერთგვაროვან პოპულაციას.
This hypothesis predicts that over many generations, a freely mating population will give rise to a uniform population of individuals.
524180.
ბიოლოგია | თავი XIV
ცოცხალ ორგანიზმებზე ჩვენი ყოველდღიური დაკვირვება, ისევე როგორც ცხოველებისა და მცენარეების ახალი ჯიშების გამოყვანის მიზნით წარმოებულ ექსპერიმენტთა შედეგები, ეწინააღმდეგება ამ ჰიპოთეზას.
Our everyday observations and the results of breeding experiments with animals and plants contradict such a prediction.