მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524181.
ბიოლოგია | თავი XIV
ნიშან-თვისებათა „შერწყმული მემკვიდრეობის“ ჰიპოთეზა ვერც მემკვიდრულობის სხვა შემთხვევებს ხსნის, მაგალითად, ნიშნების განმეორებით გამოვლენას რამდენიმე თაობის გამოტოვების შემდეგ.
The blending hypothesis also fails to explain other phenomena of inheritance, such as traits reappearing after skipping a generation.
524182.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ შეხედულების ალტერნატივაა ნიშან-თვისებათა „დისკრეტული მემკვიდრეობის“ ჰიპოთეზა – იდეა გენის შესახებ, რომლის მიხედვით, მშობლები შთამომავლებს გადასცემენ დისკრეტულ მემკვიდრულ ერთეულებს, გენებს, რომლებიც შთამომავლობაში ინდივიდუალობას ინარჩუნებენ.
An alternative to the blending model is a "particulate" hypothesis of inheritance: the gene idea. According to this model, parents pass on discrete heritable units-genes-that retain their separate identities in offspring.
524183.
ბიოლოგია | თავი XIV
ორგანიზმის გენების კომპლექტი ბანქოს ფურცლების დასტას, ან მარმარილოს ნატეხების გროვას უფრო ჰგავს, ვიდრე საღებავით სავსე ჭურჭელს.
An organism's collection of genes is more like a deck of cards or a bucket of marbles than a pail of paint.
524184.
ბიოლოგია | თავი XIV
ბანქოს ფურცლების ან მარმარილოს ნატეხების მსგავსად, გენების გადაჯგუფება და თაობიდან თაობაში გადაცემა შეუზავებლად ხდება.
Like cards and marbles, genes can be sorted and passed along, generation after generation, in undiluted form.
524185.
ბიოლოგია | თავი XIV
თანამედროვე გენეტიკის ისტორია ერთ-ერთი მონასტრის ბაღიდან იწყება, სადაც ბერმა გრეგორ მენდელმა ექსპერიმენტულად დაასაბუთა მემკვიდრულობის „დისკრეტულობის“ მექანიზმის მართებულობა.
Modern genetics had its genesis in an abbey garden, where a monk named Gregor Mendel documented a particulate mechanism of inheritance.
524186.
ბიოლოგია | თავი XIV
სურათ 14.1-ზე გამოსახულია მენდელი ექსპერიმენტში გამოყენებულ მცენარეზე – ბაღის ბარდაზე მუშაობის პროცესში.
The painting in Figure 14.1 depicts Mendel working with his experimental organism, garden peas.
524187.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელის მემკვიდრულობის თეორიამ გაუსწრო დროს – ათწლეულები გავიდა მისი ჩამოყალიბებიდან ქრომოსომათა ქცევაზე მიკროსკოპული დაკვირვების დაწყებამდე და მემკვიდრულობაში ქრომოსომების უპირატესი როლის აღიარებამდე.
Mendel developed his theory of inheritance several decades before the behavior of chromosomes was observed in the microscope and their significance understood.
524188.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ თავში ჩვენ დროებით გადავუხვევთ ქრომოსომის თემას, რათა თვალი მივადევნოთ გზას, რომელიც მენდელმა განვლო საკუთარი თეორიის შემუშავებამდე.
So in this chapter, we digress from the study of chromosomes to recount how Mendel arrived at his theory.
524189.
ბიოლოგია | თავი XIV
ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როგორ ხდება ნიშნების მემკვიდრული გადაცემის პროგნოზირება; განვიხილავთ მემკვიდრულობის შედარებით რთულ შემთხვევებსაც, ვიდრე ამას მენდელი სწავლობდა ბაღის ბარდაში.
We will also explore how to predict the inheritance of certain characteristics and consider inheritance patterns more complex than those Mendel observed in garden peas.
524190.
ბიოლოგია | თავი XIV
და ბოლოს, გავეცნობით, თუ როგორ იყენებენ ამჟამად მენდელისეულ მოდელს ადამიანის მუტაციების მიმართ, მათ შორის ისეთი მემკვიდრული დარღვევის შემთხვევაში, როგორიცაა ნამგლისებრუჯრედიანი დაავადება.
Finally, we will see how the Mendelian model applies to the inheritance of human variations, including hereditary disorders such as sickle-cell disease.
524191.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელმა მემკვიდრულობის ორი კანონი მეცნიერული კვლევის მეთოდის საფუძველზე შეიმუშავა.
Mendel used the scientific approach to identify two laws of inheritance.
524192.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელი ერთმანეთს უჯვარებდა მცენარე ბაღის ბარდას განსხვავებულ ფორმებს და კარგად დაგეგმილი ექსპერიმენტის საფუძველზე მივიდა მემკვიდრულობის ძირითადი პრინციპების აღმოჩენამდე.
Mendel discovered the basic principles of heredity by breeding garden peas in carefully planned experiments.
524193.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ თვალს მივადევნებთ მის საქმიანობას, ჩვენც ნათლად დავინახავთ მეცნიერული კვლევის პროცესის იმ ძირითად ელემენტებს, რაზეც 1-ელ თავში ვსაუბრობდით.
As we retrace his work, the key elements of the scientific process that were introduced in Chapter 1 will be evident.
524194.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელის მიერ ექსპერიმენტული რაოდენობრივი კვლევის მეთოდის გამოყენება.
Mendel's Experimental, Quantitative Approach.
524195.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელი აღიზარდა მშობლების კუთვნილ პატარა ფერმაში ავსტრიის ერთ-ერთ მხარეში, რომელიც ამჟამად ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა.
Mendel grew up on his parents' small farm in a region of Austria that is now part of the Czech Republic.
524196.
ბიოლოგია | თავი XIV
სკოლაში სწავლის პერიოდში საბაზისო განათლების მიღებასთან ერთად, მენდელი თანატოლებთან ერთად პრაქტიკულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასაც ეუფლებოდა.
At school in this agricultural area, Mendel and the other children received agricultural training along with basic education.
524197.
ბიოლოგია | თავი XIV
მოგვიანებით, უმაღლეს სკოლაში, შემდეგ კი ოლმიუცის ფილოსოფიურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, მენდელს ფინანსური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების გადალახვა მოუწია.
Later, Mendel overcame financial hardship and illness to excel in high school and at the Olmutz Philosophical Institute.
524198.
ბიოლოგია | თავი XIV
1843 წელს, 21 წლის მენდელი ავგუსტინელთა მონასტერში ბერად აღიკვეცა.
In 1843, at the age of 21, Mendel entered an Augustinian monastery.
524199.
ბიოლოგია | თავი XIV
მისი მცდელობა – გამხდარიყო მასწავლებელი, კრახით დასრულდა. გამოცდაზე წარუმატებლობის შემდეგ მენდელმა თავისუფალ მსმენელად გააგრძელა სწავლა ვენის უნივერსიტეტში, სადაც მან ორი წელი დაყო.
After failing an examination to become a teacher, he went to the University of Vienna, where he studied from 1851 to 1853.
524200.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ პერიოდმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მენდელის მეცნიერად ჩამოყალიბებაში.
These were very important years for Mendel's development as a scientist.