მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524201.
ბიოლოგია | თავი XIV
განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია მენდელზე ორმა პროფესორმა.
Two professors were especially influential.
524202.
ბიოლოგია | თავი XIV
ერთ-ერთი იყო ფიზიკოსი კრისტიან დოპლერი, რომელიც შთააგონებდა თავის სტუდენტებს ექსპერიმენტული კვლევის მნიშვნელობას მეცნიერების დაუფლების საქმეში. მანვე შეასწავლა მენდელს მათემატიკის კანონების გამოყენება ბუნებრივი მოვლენების ასახსნელად.
One was the physicist Christian Doppler, who encouraged his students to learn science through experimentation and trained Mendel to use mathematics to help explain natural phenomena.
524203.
ბიოლოგია | თავი XIV
მეორე პიროვნება პროფესორი ფრანც უნგერი გახლდათ, რომელმაც მენდელს მცენარეებში ცვლილებათა გამომწვევი მიზეზების კვლევა-ძიებისადმი ინტერესი გაუღვივა.
The second was a botanist named Franz Unger, who aroused Mendel's interest in the causes of variation in plants.
524204.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელზე ამ ორი პიროვნების ზეგავლენა მის შემდგომ ექსპერიმენტულ საქმიანობაში გამოვლინდა, რომელსაც იგი ბაღის ბარდაზე აწარმოებდა.
These influences came together in Mendel's subsequent experiments with garden peas.
524205.
ბიოლოგია | თავი XIV
საუნივერსიტეტო კურსის მოსმენის შემდეგ მენდელი მასწავლებლად მიავლინეს ერთ-ერთ სკოლაში, სადაც მან მალე სკოლის რამდენიმე პედაგოგს მეცნიერული კვლევების მიმართ ისეთივე ინტერესი გაუღვივა, როგორიც თავად ჰქონდა.
After attending the university, Mendel was assigned to teach at a school where several other teachers shared his enthusiasm for scientific research.
524206.
ბიოლოგია | თავი XIV
უნივერსიტეტის მრავალი პროფესორი და მკვლევარი მენდელთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა მონასტერში და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ბერები მცენარეთა ჯიშების გამოყვანის მიმართ ცხოველურ ინტერესს ავლენდნენ.
What's more, many university professors and researchers lived at the monastery with Mendel. Most important, the monks had a long-standing interest in the breeding of plants.
524207.
ბიოლოგია | თავი XIV
1857 წელს მენდელმა მონასტრის ბაღში დაიწყო ბარდაზე ცდების ჩატარება მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით.
Around 1857, Mendel began breeding garden peas in the abbey garden in order to study inheritance.
524208.
ბიოლოგია | თავი XIV
თავისთავად, ამაში უჩვეულო არაფერი იყო.
In itself, this does not seem extraordinary.
524209.
ბიოლოგია | თავი XIV
უჩვეულო იყო მხოლოდ მემკვიდრულობის საკმაოდ მოძველებული საკითხის მიმართ მენდელის ახლებური მიდგომა.
What was extraordinary was Mendel's fresh approach to very old questions about heredity.
524210.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელმა სამუშაო ობიექტად ბარდა შეარჩია, რადგან არსებობდა მისი მრავალი განსხვავებული ჯიში.
Mendel most likely chose to work with peas because they are available in many varieties.
524211.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, ერთ ფორმას აქვს მეწამული ყვავილები, სხვას – თეთრი.
For example, one variety has purple flowers, while another variety has white flowers.
524212.
ბიოლოგია | თავი XIV
შეფერილობა არის ჯიშთა განმასხვავებელი მემკვიდრული და, ამასთანავე, მახასიათებელი ნიშანი. მას ინდივიდური ცვალებადობა ახასიათებს (მაგალითად, მცენარის ყვავილის შეფერილობა).
A character is a heritable feature, such as flower color, that varies among individuals.
524213.
ბიოლოგია | თავი XIV
ნიშნის ცალკეულ ამა თუ იმ ვარიანტს, როგორიცაა, მაგალითად, ყვავილის მეწამული ან თეთრი შეფერილობა, ნიშან-თვისებას უწოდებენ.
Each variant for a character, such as purple or white color for flowers, is called a trait.
524214.
ბიოლოგია | თავი XIV
ზოგიერთი გენეტიკოსი ცნებებს მახასიათებელი ნიშანი და ნიშან-თვისება სინონიმებად იყენებს, მაგრამ წინამდებარე წიგნში ჩვენ მათ არ გავაიგივებთ.
Some geneticists use the terms character and trait synonymously, but in this book we distinguish between them.
524215.
ბიოლოგია | თავი XIV
საცდელ ობიექტად ბაღის ბარდას გამოყენებას კიდევ ერთი უპირატესობა ჰქონდა - მენდელს შეეძლო, დიდი სიზუსტით განესაზღვრა, თუ რომელი მცენარეები ეჯვარებოდა ერთმანეთს.
Another advantage in using peas was that Mendel could strictly control which plants mated with which.
524216.
ბიოლოგია | თავი XIV
ბარდას გამრავლების ორგანოები მის ყვავილშია და მცენარის თითოეულ ყვავილში მოთავსებულია როგორც მტვრის მარცვლის წარმომქმნელი ორგანო (მტვრიანა), ისე კვერცხუჯრედის წარმომქმნელი ორგანო (ბუტკო).
The reproductive organs of a pea plant are in its flowers, and each pea flower has both pollen-producing organs (stamens) and an egg-bearing organ (carpel).
524217.
ბიოლოგია | თავი XIV
ბუნებაში ბარდა, ჩვეულებრივ, თვითდამტვერვით მრავლდება: მტვრიანადან გადმოფანტული მტვრის მარცვლები იმავე მცენარის ბუტკოზე ხვდება. მტვრის მარცვლის სპერმა ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს.
In nature, pea plants usually self-fertilize: Pollen grains released from the stamens land on the carpel of the same flower, and sperm from the pollen fertilize eggs in the carpel.
524218.
ბიოლოგია | თავი XIV
ჯვარედინი დამტვერვის (სხვადასხვა მცენარეთა შეჯვარების) მიზნით, მენდელმა წინასწარ, მტვრის მარცვლების წარმოქმნამდე მოაცილა მოუმწიფებელი მტვრიანები მცენარეებს და სხვა მცენარიდან აღებული მტვრის მარცვლებით დამტვერა კასტრირებული ყვავილები.
To achieve cross-pollination (fertilization between different plants), Mendel removed the immature stamens of a plant before they produced pollen and then dusted pollen from another plant onto the altered flowers.
524219.
ბიოლოგია | თავი XIV
ყოველი წარმოქმნილი ზიგოტიდან მოგვიანებით განვითარდა მცენარის ჩანასახი, რომელიც ბარდის თესლში იყო მოთავსებული.
Each resulting zygote then developed into a plant embryo encased in a seed (pea).
524220.
ბიოლოგია | თავი XIV
ვინაიდან მენდელმა ზუსტად იცოდა, თუ როდის მიმდინარეობდა თვითდამტვერვა და როდის იყო სრულიად გამორიცხული ჯვარედინი დამტვერვის შესაძლებლობა, მას ყოველთვის შეეძლო ახალწარმოქმნილი ჰიბრიდული თესლის მშობლიური ფორმების იდენტიფიცირება.
Whether ensuring self-pollination or executing artificial cross-pollination, Mendel could always be sure of the parentage of new seeds.