მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524221.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელმა გადაწყვიტა, შეესწავლა მხოლოდ ისეთი ნიშნები, რომლებიც სრულად „ვლინდებოდა“ ან „ვერ ვლინდებოდა“ შთამომავლობაში და არ შეერჩია ისეთი ნიშან-თვისებები, რომლებიც თაობებში „სხვადასხვა ხარისხით“ ვლინდებოდა.
Mendel chose to track only those characters that varied in an "either-or" manner rather than a "more-or-less" manner.
524222.
ბიოლოგია | თავი XIV
ასე მაგალითად, საკვლევი მცენარეები იკეთებდნენ მხოლოდ მეწამულ ან თეთრ ყვავილებს. ამ ნიშნის შუალედური გამოვლენა გამორიცხული იყო.
For example, his plants had either purple flowers or white flowers; there was nothing intermediate between these two varieties.
524223.
ბიოლოგია | თავი XIV
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მენდელი დასაკვირვებლად ისეთი ნიშნებს შეარჩევდა, რომლებიც გამუდმებით ვარირებდა ინდივიდებს შორის (მაგალითად, თესლის წონა), იგი ვერ დაადგენდა მემკვიდრულობის დისკრეტულ ბუნებას (თუ რატომ, ამას მოგვიანებით შეიტყობთ).
Had Mendel focused instead on characters that varied in a continuum among individuals-seed weight, for example he would not have discovered the particulate nature of inheritance (you'll learn why later).
524224.
ბიოლოგია | თავი XIV
ექსპერიმენტების დაწყებამდე მენდელი დარწმუნდა იმაში, რომ ცდისთვის შერჩეული მცენარეები ჭეშმარიტად წმინდა ხაზები იყო.
Mendel also made sure that he started his experiments with varieties that were true-breeding.
524225.
ბიოლოგია | თავი XIV
როდესაც წმინდა ხაზის მცენარეებს თვითდამტვერვით ამრავლებენ, მათი შთამომავლობა ერთგვაროვანია.
When true-breeding plants self-pollinate, all their offspring are of the same variety.
524226.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, მეწამული ყვავილების მქონე მცენარე ჭეშმარიტად წმინდა ხაზისაა, თუ თვითდამტვერვით მიღებული ყველა თესლიდან მხოლოდ მეწამულყვავილიანი მცენარე ვითარდება.
For example, a plant with purple flowers is true-breeding if the seeds produced by self-pollination all give rise to plants that also have purple flowers.
524227.
ბიოლოგია | თავი XIV
განვიხილოთ მენდელის ერთ-ერთი ტიპური ექსპერიმენტი. მენდელი ჯვარედინად მტვერავდა ბარდას ორი კონტრასტული ნიშნის (მაგ. მეწამული და თეთრი ყვავილების) მქონე ჯიშის მცენარეებს.
In a typical breeding experiment, Mendel cross-pollinated two contrasting, true-breeding pea varieties-for example, purple-flowered plants and white-flowered plants.
524228.
ბიოლოგია | თავი XIV
წმინდა ხაზის ფორმების ამგვარ შეწყვილებას, ანუ შეჯვარებას ჰიბრიდიზაციას უწოდებენ.
This mating, or crossing, of two true-breeding varieties is called hybridization.
524229.
ბიოლოგია | თავი XIV
წმინდა ხაზის მშობლიურ ფორმებს P თაობას (მშობლების თაობას) მიაკუთვნებენ, მათი ჰიბრიდული შთამომავლობა კი F1 თაობაა.
The true-breeding parents are referred to as the P generation (parental generation), and their hybrid offspring are the F1 generation.
524230.
ბიოლოგია | თავი XIV
F1 თაობის ჰიბრიდებს თვითდამტვერვით ამრავლებენ და ისინი იძლევიან F2 თაობას (მეორე თაობას).
Allowing these F1 hybrids to self-pollinate produces an F2 generation (second filial generation).
524231.
ბიოლოგია | თავი XIV
ჩვეულებრივ, მენდელი იკვლევდა ნიშან-თვისებების გამოვლენას P მშობლიურ ფორმებში, F1 და F2 თაობაში.
Mendel usually followed traits for at least the P, F1, and F2 generations.
524232.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელი მხოლოდ F1 თაობით რომ შემოფარგლულიყო, იგი ვერ შეძლებდა მემკვიდრულობის ფუნდამენტური სურათის დახატვას.
Had Mendel stopped his experiments with the F1 generation, the basic patterns of inheritance would have eluded him.
524233.
ბიოლოგია | თავი XIV
დათიშვის კანონი.
The Law of Segregation.
524234.
ბიოლოგია | თავი XIV
F1 თაობაში ყველა მცენარეს ჰქონდა ზუსტად ისეთივე მეწამული ყვავილები, როგორც ერთ-ერთი მშობლის ფორმას.
All the F1 offspring had flowers just as purple as the purple-flowered parents.
524235.
ბიოლოგია | თავი XIV
რა დაემართა თეთრყვავილიანი მცენარის ნიშანს?
What happened to the white-flowered plants' genetic contribution to the hybrids?
524236.
ბიოლოგია | თავი XIV
ის რომ დაკარგულიყო, მაშინ F1 თაობის მცენარეები F2 თაობაში მხოლოდ მეწამულყვავილიანი ფორმების წარმოქმნას შეძლებდნენ; მაგრამ როდესაც მენდელმა თვითდამტვერვით გაამრავლა ჰიბრიდული მცენარეები და დათესა მათი თესლი, F2 თაობაში ხელახლა იჩინა თავი თეთრყვავილიანობის ნიშანმა.
If it were lost, then the F1 plants could produce only purple-flowered offspring in the F2 generation. But when Mendel allowed the F, plants to self-pollinate and planted their seeds, the white-flower trait reappeared in the F2 generation.
524237.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელმა დიდძალი ექსპერიმენტული მასალა გაანალიზა; ამასთან, იგი უდიდესი სიზუსტით აღრიცხავდა შედეგებს: F2 თაობის მცენარეთაგან 705-ს ჰქონდა მეწამული, 204-ს კი – თეთრი შეფერილობის ყვავილები.
Mendel used very large sample sizes and kept accurate records of his results: 705 of the F2 plants had purple flowers, and 204 had white flowers.
524238.
ბიოლოგია | თავი XIV
ამ მონაცემების თანახმად, მეწამული და თეთრყვავილიან მცენარეთა თანაფარდობა იყო დაახლოებით 3 : 1.
These data fit a ratio of approximately three purple to one white.
524239.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელი შეუდგა იმის გარკვევას, თუ რატომ მოხდა, რომ თეთრყვავილიანობის მემკვიდრული ფაქტორი ვერ გამოვლინდა F1 თაობის ჰიბრიდებში და რატომ გამოვლინდა მხოლოდ ყვავილის მეწამული შეფერილობის ნიშანი.
Mendel reasoned that the heritable factor for white flowers did not disappear in the F1 plants, but only the purple-flower factor was affecting flower color in these hybrids.
524240.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ მენდელისეულ ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, ყვავილის მეწამული შეფერილობა არის დომინანტური, ხოლო თეთრი შეფერილობა – რეცესიული ნიშან-თვისება.
In Mendel's terminology, purple flower color is a dominant trait and white flower color is a recessive trait.