მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524241.
ბიოლოგია | თავი XIV
მემკვიდრულობის მსგავსი სურათი ნახა მენდელმა კიდევ ექვს სხვა ნიშანზე დაკვირვებისას. თითოეული მათგანი წარმოდგენილი იყო ორი განსხვავებული ვარიანტით.
Mendel observed the same pattern of inheritance in six other characters, each represented by two different traits.
524242.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, ბარდის მშობლიური მცენარეები იკეთებდნენ გლუვ ან დანაოჭებულ თესლს.
For example, the parental pea seeds either had a smooth, round shape or were wrinkled.
524243.
ბიოლოგია | თავი XIV
ახლა კი თვალი მივადევნოთ, თუ როგორ მივიდა მენდელი საკუთარ ექსპერიმენტულ შედეგებზე დაყრდნობით დათიშვის კანონის აღმოჩენამდე.
Now let's see how Mendel deduced the law of segregation from his experimental results.
524244.
ბიოლოგია | თავი XIV
ჩვენს მსჯელობაში გამოვიყენებთ თანამედროვე ტერმინებს იმ ტერმინოლოგიის სანაცვლოდ, რომელთაც იყენებდა მენდელი (მაგალითად, ჩვენ მენდელისეული „მემკვიდრული ფაქტორის“ ნაცვლად ვიხმართ ტერმინს „გენი”).
In our discussion, we will use modern terms instead of some of the terms used by Mendel (for example, we'll use "gene" instead of Mendel's "heritable factor").
524245.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელის მოდელი.
Mendel's Model.
524246.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელმა მიღებული შედეგის ასახსნელად წამოაყენა ჰიპოთეზა, ანუ მოდელი და განმარტა 3 : 1 დათიშვა F2 თაობაში. ბარდაზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში იგი ყოველთვის იღებდა დათიშვას მსგავსი თანაფარდობით.
Mendel developed a hypothesis, or model, to explain the 3:1 inheritance pattern that he consistently observed among the F2 offspring in his pea experiments.
524247.
ბიოლოგია | თავი XIV
აქ ჩვენ აღვწერთ აღნიშნული მოდელის შემადგენელ ოთხ კონცეფციას, რომელთაგან მეოთხე დათიშვის კანონს წარმოადგენს.
We describe four related concepts making up this model, the fourth of which is the law of segregation.
524248.
ბიოლოგია | თავი XIV
პირველი, მემკვიდრული ნიშან-თვისებების ცვალებადობა გენების ალტერნატიული ფორმების არსებობით აიხსნება.
First, alternative versions of genes account for variations in inherited characters.
524249.
ბიოლოგია | თავი XIV
გენის ასეთ ალტერნატიულ სახესხვაობებს ალელებს უწოდებენ.
These alternative versions of a gene are now called alleles.
524250.
ბიოლოგია | თავი XIV
დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ეს კონცეფცია დავუკავშიროთ ქრომოსომებს და დნმ-ს.
Today, we can relate this concept to chromosomes and DNA.
524251.
ბიოლოგია | თავი XIV
როგორც ამას მე-13 თავში აღვნიშნავდით, ცალკეულ გენს განსაზღვრული ლოკუსი უკავია უკავია კონკრეტულ ქრომოსომაში.
As noted in Chapter 13, each gene resides at a specific locus on a specific chromosome.
524252.
ბიოლოგია | თავი XIV
დნმ შეიძლება ვარირებდეს ამ ლოკუსში – ჰქონდეს ნუკლეოტიდების განსხვავებული თანამიმდევრობები და აქედან გამომდინარე, ატარებდეს სხვადასხვა ინფორმაციას.
The DNA at that locus, however, can vary somewhat in its sequence of nucleotides and hence in its information content.
524253.
ბიოლოგია | თავი XIV
მეწამულყვავილიანობის და თეთრყვავილიანობის ალელები დნმ-ის ორი სახესხვაობაა, რომლებიც შეიძლება იყოს მცენარე ბარდის ქრომოსომებში, ყვავილის ფერის განმსაზღვრელ ლოკუსში.
The purple-flower allele and the white-flower allele are two DNA variations possible at the flower-color locus on one of a pea plant's chromosomes.
524254.
ბიოლოგია | თავი XIV
მეორე, ყოველი ორგანიზმი მემკვიდრულად იღებს ორ ალელს კონკრეტული დამახასიათებელი ნიშნისთვის, თითო-თითოს ცალკეული მშობლისგან.
Second, for each character, an organism inherits two alleles, one from each parent.
524255.
ბიოლოგია | თავი XIV
აუცილებელია აღინიშნოს, რომ მენდელი ისე მივიდა აღნიშნულ დასკვნამდე, რომ არაფერი იცოდა ქრომოსომების როლის შესახებ.
Remarkably, Mendel made this deduction without knowing about the role of chromosomes.
524256.
ბიოლოგია | თავი XIV
მე-13 თავის შინაარსიდან გავიხსენოთ, რომ დიპლოიდური ორგანიზმის თითოეულ სომატურ უჯრედს აქვს ორივე მშობლისგან მიღებულ ქრომოსომათა ორი ნაკრები.
Recall from Chapter 13 that each somatic cell in a diploid organism has two sets of chromosomes, one set inherited from each parent.
524257.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, გენეტიკური ლოკუსი დიპლოიდურ უჯრედში ორ ცალად არის წარმოდგენილი.
Thus, a genetic locus is actually represented twice in a diploid cell.
524258.
ბიოლოგია | თავი XIV
გარკვეულ ლოკუსში მდებარე ორი ალელი შესაძლოა ერთმანეთის იდენტური იყოს, როგორც ეს არის მენდელისეული მშობლიური ფორმების ჭეშმარიტად წმინდა ხაზებში.
The two alleles at a particular locus may be identical, as in the true-breeding plants of Mendel's P generation.
524259.
ბიოლოგია | თავი XIV
მესამე, თუ ერთ და იმავე ლოკუსის ორი ალელი განსხვავდება ერთმანეთისგან, მათგან ერთი, დომინანტური ალელი, განსაზღვრავს ორგანიზმის გარეგნულ ნიშნებს, ხოლო მეორე, რეცესიული ალელი, ვერ ახდენს რამდენადმე გამოხატულ გავლენას ორგანიზმის გარეგნულ იერსახეზე.
Third, if the two alleles at a locus differ, then one, the dominant allele, determines the organism's appearance; the other, the recessive allele, has no noticeable effect on the organism's appearance.
524260.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, მენდელის ცდებში F1 თაობის მცენარეები მეწამულ ყვავილებს იკეთებდნენ, ვინაიდან ამ ნიშნის განმსაზღვრელი ალელი დომინანტურია, ხოლო თეთრი ყვავილების განმსაზღვრელი ალელი – რეცესიული.
Thus, Mendel's F1 plants had purple flowers because the allele for that trait is dominant and the allele for white flowers is recessive.