მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524261.
ბიოლოგია | თავი XIV
მეოთხე და უკანასკნელი, დღესდღეობით დათიშვის კანონის სახელით ცნობილი კონცეფციის თანახმად, მემკვიდრული ნიშნის განმსაზღვრელი ორი ალელი განცალკევდება (ითიშება) გამეტის ფორმირების პროცესში და სხვადასხვა გამეტაში განთავსდება.
The fourth and final part of Mendel's model, now known as the law of segregation, states that the two alleles for a heritable character separate (segregate) during gamete formation and end up in different gametes.
524262.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, კვერცხუჯრედი და სპერმა ორგანიზმის სომატურ უჯრედებში არსებული ორი ალელიდან მხოლოდ ერთს მიიღებს.
Thus, an egg or a sperm gets only one of the two alleles that are present in the somatic cells of the organism.
524263.
ბიოლოგია | თავი XIV
ქრომოსომურ ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, ალელების დათიშვა შეესაბამება მეიოზში ჰომოლოგიური ქრომოსომების განაწილებას გამეტებში.
In terms of chromosomes, this segregation corresponds to the distribution of homologous chromosomes to different gametes in meiosis.
524264.
ბიოლოგია | თავი XIV
შენიშნეთ, რომ თუ ორგანიზმს გარკვეული ნიშნის მიხედვით აქვს იდენტური ალელები, ანუ თუ იგი ჭეშმარიტად წმინდა ხაზია მოცემული ნიშნის მიმართ, მაშინ ყველა გამეტას ერთნაირი ალელი ექნება.
Note that if an organism has identical alleles for a particular character that is, the organism is true-breeding for that character-then that allele is present in all gametes.
524265.
ბიოლოგია | თავი XIV
როდესაც ორგანიზმს აქვს განსხვავებული ალელები, როგორც ეს გვხვდება F1 ჰიბრიდებში, მაშინ გამეტების 50% მიიღებს დომინანტურ, 50% კი – რეცესიულ ალელს.
But if different alleles are present, as in the F1 hybrids, then 50% of the gametes receive the domi nant allele and 50% receive the recessive allele.
524266.
ბიოლოგია | თავი XIV
ისმის კითხვა: ხსნის თუ არა მენდელისეული დათიშვის მოდელი მის მიერ წარმოებული მრავალრიცხოვანი შეჯვარებების დროს F2 თაობაში მიღებულ თანაფარდობას – 3 : 1?
Does Mendel's segregation model account for the 3:1 ratio he observed in the F2 generation of his numerous crosses?
524267.
ბიოლოგია | თავი XIV
მოდელის მიხედვით, F1 ინდივიდებში ყვავილის შეფერილობის განმსაზღვრელი ალელები გამეტებში ისე განაწილდება, რომ გამეტათა ნახევარს მეწამული, მეორე ნახევარს კი – თეთრყვავილიანობის ალელი ექნება.
For the flower-color character, the model predicts that the two different alleles present in an F, individual will segregate into gametes such that half the gametes will have the purple-flower allele and half will have the white-flower allele.
524268.
ბიოლოგია | თავი XIV
თვითდამტვერვის პროცესში გამეტები შემთხვევით ერთდებიან.
During self-pollination, gametes of each class unite randomly.
524269.
ბიოლოგია | თავი XIV
ყვავილის მეწამული შეფერილობის ალელის შემცველი კვერცხუჯრედი განაყოფიერებისას თანაბარი ალბათობით შეიძლება შეხვდეს როგორც ერთი, ისე მეორე ნიშნის ალელის მატარებელ სპერმას.
An egg with a purple-flower allele has an equal chance of being fertilized by a sperm with a purple-flower allele or one with a white-flower allele.
524270.
ბიოლოგია | თავი XIV
იგივე ითქმის თეთრყვავილიანობის ალელის შემცველ კვერცხუჯრედზეც. აქედან გამომდინარე, არსებობს სპერმისა და კვერცხუჯრედის შერწყმის ოთხი შესაძლო კომბინაცია.
Since the same is true for an egg with a white-flower allele, there are a total of four equally likely combinations of sperm and egg.
524271.
ბიოლოგია | თავი XIV
სურათ 14.5-ზე გამოსახულ პენეტის ცხრილში წარმოდგენილია მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია ცნობილი გენეტიკური სტრუქტურის მშობელთა შეჯვარების შედეგად მიღებულ შთამომავლებში წინასწარ განისაზღვროს მათი ალელური სტრუქტურა.
Figure 14.5 illustrates these combinations using a Punnett square, a handy diagrammatic device for predicting the allele composition of offspring from a cross between individuals of known genetic makeup.
524272.
ბიოლოგია | თავი XIV
ყურადღება მიაქციეთ იმ დეტალს, რომ დომინანტური ნიშნის აღნიშვნისთვის გამოყენებულია ასომთავრული, რეცესიული ნიშნისთვის კი – პატარა ასოები.
Notice that we use a capital letter to symbolize a dominant allele and a lowercase letter for a recessive allele.
524273.
ბიოლოგია | თავი XIV
როგორი იქნება ჰიბრიდების F2 თაობაში გარეგნული ნიშან-თვისებები?
What will be the physical appearance of these F2 offspring?
524274.
ბიოლოგია | თავი XIV
მცენარეთა ერთმა მეოთხედმა მემკვიდრეობით მიიღო ორი მეწამული ფერის განმსაზღვრელი ალელი და, ცხადია, მათ მეწამული შეფერილობა ექნება.
One-fourth of the plants have inherited two purple-flower alleles; clearly, these plants will have purple flowers.
524275.
ბიოლოგია | თავი XIV
F2 თაობის ნახევარმა მემკვიდრეობით მიიღო ერთი მეწამული, ხოლო მეორე – თეთრი ფერის განმსაზღვრელი ალელი; მათი ყვავილებიც მეწამული ფერის, ანუ დომინანტური ნიშნისა იქნება.
One-half of the F2 offspring have inherited one purple-flower allele and one white-flower allele; these plants will also have purple flowers, the dominant trait.
524276.
ბიოლოგია | თავი XIV
და ბოლოს, F2 თაობის მცენარეთა ერთმა მეოთხედმა მემკვიდრეობით მიიღო ორი თეთრყვავილიანობის განმსაზღვრელი ალელი და მათში მოქმედებს რეცესიული ალელი.
Finally, one-fourth of the F2 plants have inherited two white-flower alleles and will, in fact, express the recessive trait.
524277.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, მენდელისეული მოდელი ხსნის ავტორის მიერ F2 თაობაში მიღებულ ნიშან-თვისებათა თანაფარდობას – 3 : 1.
Thus, Mendel's model accounts for the 3:1 ratio of traits that he observed in the F2 generation.
524278.
ბიოლოგია | თავი XIV
გენეტიკური ლექსიკონი.
Genetic Vocabulary.
524279.
ბიოლოგია | თავი XIV
იმ ორგანიზმს, რომელიც ფლობს კონკრეტული ნიშნის მაკონტროლებელი გენის ალელთა ერთნაირ წყვილს, ჰომოზიგოტურს უწოდებენ.
An organism having a pair of identical alleles for a character is said to be homozygous for the gene controlling that character.
524280.
ბიოლოგია | თავი XIV
ამის მაგალითია მეწამულყვავილებიანი წმინდა ხაზის ბარდა.
A pea plant that is true-breeding for purple flowers is an example.