მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524281.
ბიოლოგია | თავი XIV
თეთრყვავილიანი ბარდაც ჰომოზიგოტურია, ოღონდ მას მხოლოდ რეცესიული ალელები აქვს.
Pea plants with white flowers are also homozygous, but for the recessive allele.
524282.
ბიოლოგია | თავი XIV
ორგანიზმს, რომელსაც აქვს ერთი გენის ორი განსხვავებული ალელი, ამ გენის მიხედვით ჰეტეროზიგოტულს უწოდებენ.
An organism that has two different alleles for a gene is said to be heterozygous for that gene.
524283.
ბიოლოგია | თავი XIV
ჰომოზიგოტებისგან განსხვავებით, ჰეტეროზიგოტები არ წარმოადგენენ წმინდა ხაზს, ვინაიდან წარმოქმნიან სხვადასხვა ალელის შემცველ გამეტებს – მაგალითად, P და p ალელის შემცველ გამეტებს სურათ 14.5-ზე გამოსახულ F1 ჰიბრიდებში.
Unlike homozygotes, heterozygotes are not true-breeding because they produce gametes with different alleles-for example, P and p in the F1 hybrids of Figure 14.5.
524284.
ბიოლოგია | თავი XIV
შედეგად, F1 ჰიბრიდები თვითდამტვერვით გამრავლებისას იძლევიან როგორც მეწამულ, ისე თეთრყვავილიან შთამომავლობას.
As a result, those F1 hybrids produce both purple-flowered and white-flowered offspring when they self-pollinate.
524285.
ბიოლოგია | თავი XIV
დომინანტური და რეცესიული ალელების განსხვავებული ურთიერთქმედების გამო ორგანიზმის გარეგნული ნიშნები ყოველთვის არ გამოხატავს მის გენეტიკურ სტრუქტურას.
Because of the different effects of dominant and recessive alleles, an organism's traits do not always reveal its genetic composition.
524286.
ბიოლოგია | თავი XIV
ამრიგად, ჩვენ განვასხვავებთ ორგანიზმის ფენოტიპს, გარეგნულ ნიშან-თვისებებს და გენოტიპს, გენეტიკურ შედგენილობას.
Therefore, we distinguish between an organism's traits, called its phenotype, and its genetic makeup, its genotype.
524287.
ბიოლოგია | თავი XIV
ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, რომ ფენოტიპი შეეხება როგორც ფიზიოლოგიურ ნიშან-თვისებებს, ისე უშუალოდ გარეგნულ (მორფოლოგიურ) ნიშნებს.
Note that phenotype refers to physiological traits as well as traits relating directly to appearance.
524288.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგალითად, ცნობილია ბარდას ისეთი ჯიში, რომელსაც დაკარგული აქვს თვითდამტვერვის უნარი.
For example, there is a pea variety that lacks the normal trait of being able to self-pollinate.
524289.
ბიოლოგია | თავი XIV
ეს ფიზიოლოგიური ცვლილება ფენოტიპური ნიშანია.
This physiological variation is a phenotype.
524290.
ბიოლოგია | თავი XIV
გამაანალიზებელი შეჯვარება.
The Testcross.
524291.
ბიოლოგია | თავი XIV
დავუშვათ, გვაქვს მეწამულყვავილიანი ბარდა.
Suppose we have a pea plant that has purple flowers.
524292.
ბიოლოგია | თავი XIV
ყვავილის შეფერილობის მიხედვით ვერ განვსაზღვრავთ, როგორი გენოტიპისაა ეს მცენარე – ჰომოზიგოტი თუ ჰეტეროზიგოტი, ვინაიდან ერთსა და იმავე შედეგს იძლევა როგორც PP, ისე Pp გენოტიპი.
We cannot tell from its flower color if this plant is homozygous or heterozygous because the genotypes PP and Pp result in the same phenotype.
524293.
ბიოლოგია | თავი XIV
მაგრამ თუ ასეთ მცენარეს თეთრყვავილიან ბარდასთან შევაჯვარებთ, მიღებული შთამომავლობის გარეგნული ნიშნებით შევძლებთ დავადგინოთ მეწამულყვავილიანი მშობლიური ფორმის გენოტიპი.
But if we cross this pea plant with one having white flowers, the appearance of the offspring will reveal the genotype of the purple-flowered parent.
524294.
ბიოლოგია | თავი XIV
ვინაიდან ყვავილის თეთრი შეფერილობა რეცესიული ნიშანია, თეთრყვავილიანი მშობლიური ფორმა იქნება ჰომოზიგოტური.
Because white flowers is a recessive trait, the white-flowered parent must be homozygous.
524295.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ ყველა შთამომავალს ექნება მეწამული ყვავილები, მაშინ ბუნებრივია, რომ მეორე მშობლიური ფორმა ჰომოზიგოტურია დომინანტური ალელის მიხედვით, რადგან PP X pp შეჯვარების შედეგად მიღებულ ყველა შთამომავალს ექნება Pp გენოტიპი.
If all the offspring of the cross have purple flowers, then the other parent must be homozygous for the dominant allele, because a PP X pp cross produces all Pp offspring.
524296.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ შთამომავლობაში გამოვლინდება ორივე ფენოტიპის (მეწამული და თეთრყვავილიანი მცენარეები), მაშინ მეწამულყვავილიანი მშობლიური ფორმა უეჭველად ჰეტეროზიგოტულია.
But if both the purple and the white phenotypes appear among the offspring, then the purple-flowered parent must be heterozygous.
524297.
ბიოლოგია | თავი XIV
PP x pp შეჯვარების შედეგად მიღებულ შთამომავლობაში ფენოტიპური დათიშვა ხდება თანაფარდობით 1 : 1.
The offspring of a Pp X pp cross will have a 1:1 phenotypic ratio.
524298.
ბიოლოგია | თავი XIV
შეჯვარების ისეთ ფორმას, როდესაც ჰომოზიგოტ რეცესიულ ინდივიდს უჯვარებენ უცნობი გენოტიპის დომინანტური ფენოტიპის მფლობელ ორგანიზმს, გამაანალიზებელ შეჯვარებას უწოდებენ.
This breeding of a recessive homozygote with an organism of dominant phenotype but unknown genotype is called a testcross.
524299.
ბიოლოგია | თავი XIV
ეს მეთოდი მენდელის მიერაა შემუშავებული და ამჟამადაც გენეტიკოსთათვის კვლევის მნიშვნელოვან იარაღად რჩება.
It was devised by Mendel and continues to be an important tool of geneticists.
524300.
ბიოლოგია | თავი XIV
დამოუკიდებლად განაწილების კანონი.
The Law of Independent Assortment.