მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524321.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ უფრო დავაკონკრეტებთ, ეს კანონი მხოლოდ ისეთ გენებს (ალელთა წყვილებს) შეეხება, რომლებიც სხვადასხვა ქრომოსომებში (არაჰომოლოგიურ ქრომოსომებში) არიან ლოკალიზებული.
Strictly speaking, this law applies only to genes (allele pairs) located on different chromosomes-that is, on chromosomes that are not homologous.
524322.
ბიოლოგია | თავი XIV
გენები, რომლებიც ერთსა და იმავე ქრომოსომაში ერთმანეთთან ახლოს არიან ლოკალიზებული, მიდრეკილნი არიან მემკვიდრეობით ერთად გადაეცნენ მომავალ თაობებს. მათი მემკვიდრულობის სურათი გაცილებით რთულია, ვიდრე ამას ითვალისწინებდა დამოუკიდებლად განაწილების კანონი.
Genes located near each other on the same chromosome tend to be inherited together and have more complex inheritance patterns than predicted by the law of independent assortment.
524323.
ბიოლოგია | თავი XIV
მე-15 თავში ჩვენ განვიხილავთ მემკვიდრულობის ასეთ შემთხვევებს.
We will describe such inheritance patterns in Chapter 15.
524324.
ბიოლოგია | თავი XIV
გარეგნულად გამოხატული ყველა ის ნიშან-თვისება, რომელსაც მენდელი ბარდაში სწავლობდა, კონტროლირდებოდა არაჰომოლოგიურ ქრომოსომებში განთავსებული გენებით. ამგვარად, შემთხვევითი ფაქტორი დიდად დაეხმარა მენდელს ბარდას მაგალითზე მიღებული პოლიჰიბრიდული შეჯვარების შედეგების ინტერპრეტაციაში.
All the pea characters studied by Mendel were controlled by genes on different chromosomes; this fortuitous situation greatly simplified interpretation of his multi-character pea crosses.
524325.
ბიოლოგია | თავი XIV
ყველა შემთხვევა, რომელსაც წინამდებარე თავის მომდევნო ნაწილში განვიხილავთ, სხვადასხვა ქრომოსომებში ლოკალიზებული გენების მემკვიდრეობას შეეხება.
All the examples we consider in the rest of this chapter involve genes located on different chromosomes.
524326.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელისეულ მემკვიდრულობას ალბათობის კანონები განაგებენ.
The laws of probability govern Mendelian inheritance.
524327.
ბიოლოგია | თავი XIV
მენდელის დათიშვის და დამოუკიდებლად განაწილების კანონები შესაბამისობაშია ალბათობის იმავე კანონებთან, რომლებსაც აგდებული მონეტის, კამათლის თუ დასტიდან ამოღებული ბანქოს შემთხვევები ექვემდებარება.
Mendel's laws of segregation and independent assortment reflect the same rules of probability that apply to tossing coins, rolling dice, and drawing cards from a deck.
524328.
ბიოლოგია | თავი XIV
ალბათობათა მნიშვნელობები 0-დან 1-მდე ინტერვალში მერყეობს.
The probability scale ranges from 0 to 1.
524329.
ბიოლოგია | თავი XIV
ალბათობის მნიშვნელობა ისეთი შემთხვევისთვის, რომელიც აუცილებლად მოხდება, 1-ის ტოლია, ხოლო ისეთი შემთხვევის ალბათობა, რომელიც დანამდვილებით არ მოხდება – 0-ია.
An event that is certain to occur has a probability of 1, while an event that is certain not to occur has a probability of 0.
524330.
ბიოლოგია | თავი XIV
თუ ისეთ მონეტას ავიღებთ, რომლის როგორც შუბლის, ისე ზურგის მხარე ერთნაირია, იმის ალბათობა, რომ აგდებისას მონეტა ისე დაეცემა, რომ შუბლი გამოჩნდეს, 1-ის ტოლი იქნება, ხოლო იმის ალბათობა, რომ ზურგი გამოჩნდეს – 0-ის ტოლი.
With a coin that has heads on both sides, the probability of tossing heads is 1, and the probability of tossing tails is 0.
524331.
ბიოლოგია | თავი XIV
ჩვეულებრივი მონეტის შემთხვევაში როგორც შუბლის, ისე ზურგის გამოჩენის ალბათობა ½1/2-ის ტოლია.
With a normal coin, the chance of tossing heads is 1/2, and the chance of tossing tails is 2.
524332.
ბიოლოგია | თავი XIV
ბანქოს შემთხვევაში, სადაც კომპლექტი 52 ფურცელს მოიცავს, ალბათობა იმისა, რომ დასტიდან ამოვიღებთ ყვავის ტუზს, 1/52-ის ტოლია.
The probability of drawing the ace of spades from a 52-card deck is 1/52.
524333.
ბიოლოგია | თავი XIV
ნებისმიერი შემთხვევისთვის ყველა შესაძლო შედეგის ალბათობები იკრიბება, მაგრამ მათი ჯამი არასოდეს აღემატება 1-ს.
The probabilities of all possible outcomes for an event must add up to 1.
524334.
ბიოლოგია | თავი XIV
ბანქოს შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ ამოვიღებთ ნებისმიერ კარტს გარდა ყვავის ტუზისა, 51/52-ის ტოლი იქნება.
With a deck of cards, the chance of picking a card other than the ace of spades is 51/52.
524335.
ბიოლოგია | თავი XIV
მონეტათა აგდების მაგალითი ალბათობის არსში გასარკვევად გაცილებით მოსახერხებელია.
Tossing a coin illustrates an important lesson about probability.
524336.
ბიოლოგია | თავი XIV
შედეგზე გავლენას არ ახდენს მონეტის წინა აგდების შედეგები.
The outcome of any particular toss is unaffected by what has happened on previous trials.
524337.
ბიოლოგია | თავი XIV
ნებისმიერ შემთხვევას ჩვენ განვიხილავთ როგორც დამოუკიდებელ მოვლენას.
We refer to phenomena such as coin tosses as independent events.
524338.
ბიოლოგია | თავი XIV
მონეტის ნებისმიერი აგდება, დამოუკიდებლად იმისა, ზედიზედ ერთ მონეტას ავაგდებთ, თუ რამდენიმე მონეტას ერთდროულად, დამოუკიდებელი მოვლენაა.
Each toss of a coin, whether done sequentially with one coin or simultaneously with many, is independent of every other toss.
524339.
ბიოლოგია | თავი XIV
და მსგავსად მონეტის ორი დამოუკიდებლად აგდებისა, ერთი გენის ორი ალელი გამეტებში სხვა გენების ალელებისგან დამოუკიდებლად განაწილდება (დამოუკიდებლად განაწილების კანონი).
And like two separate coin tosses, the alleles of one gene segregate into gametes independently of another gene's alleles (the law of independent assortment).
524340.
ბიოლოგია | თავი XIV
ალბათობების ორი უმთავრესი კანონი დაგვეხმარება განვჭვრიტოთ ამგვარ გამეტათა შერწყმის შედეგები მარტივი მონოჰიბრიდული შეჯვარებისა და უფრო რთული შეჯვარების შემთხვევებში.
Two basic rules of probability can help us predict the outcome of the fusion of such gametes in simple monohybrid crosses and more complicated crosses.