მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524821.
ბიოლოგია | თავი XV
ამის საპირისპიროდ, დედებს სქესთან შეჭიდული ალელები, შეუძლიათ გადასცენ როგორც ვაჟიშვილებს, ისე ქალიშვილებს.
In contrast, mothers can pass sex-linked alleles to both sons and daughters.
524822.
ბიოლოგია | თავი XV
თუ სქესთან შეჭიდულ ნიშანს რეცესიული ალელი განსაზღვრავს, მდედრობითი სქესის ინდივიდში ფენოტიპი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექსპრესირდება, თუ ის ჰომოზიგოტია.
If a sex-linked trait is due to a recessive allele, a female will express the phenotype only if she is a homozygote.
524823.
ბიოლოგია | თავი XV
რადგან მამაკაცებს მხოლოდ ერთი ლოკუსი აქვთ, როდესაც საქმე სქესთან შეჭიდული გენების აღწერას შეეხება, ცნებები ჰომოზიგოტური და ჰეტეროზიგოტული კარგავენ თავიანთ მნიშვნელობას (ამ შემთხვევაში გამოიყენება ტერმინი ჰემიზიგოტური).
Because males have only one locus, the terms homozygous and heterozygous lack meaning for describing their sex-linked genes (the term hemizygous is used in such cases).
524824.
ბიოლოგია | თავი XV
ყოველი ვაჟიშვილი, რომელიც დედისაგან მიიღებს რეცესიულ ალელს, გამოავლენს ნიშანს.
Any male receiving the recessive allele from his mother will express the trait.
524825.
ბიოლოგია | თავი XV
ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მამაკაცებში გაცილებით უფრო ხშირია სქესთან შეჭიდული რეცესიული დაავადებები.
For this reason, far more males than females have sex-linked recessive disorders.
524826.
ბიოლოგია | თავი XV
მიუხედავად იმისა, რომ ქალში ორი მუტანტური ალელის მიღების ალბათობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ვაჟის მიერ გენის ერთმაგი დოზის მიღების ალბათობას, სქესთან შეჭიდული დარღვევების მატარებელი ქალები მაინც არსებობენ.
However, even though the chance of a female inheriting a double dose of the mutant allele is much less than the probability of a male inheriting a single dose, there are females with sex-linked disorders.
524827.
ბიოლოგია | თავი XV
მაგალითად, ფერების სიბრმავე სქესთან შეჭიდული მსუბუქი ხასიათის დარღვევაა.
For instance, color blindness is a mild disorder inherited as a sex-linked trait.
524828.
ბიოლოგია | თავი XV
ფერების სიბრმავე გოგონას იმ შემთხვევაში გამოუვლინდება, თუ მის მამას აქვს ეს დარღვევა, ხოლო დედა კი ამ ნიშნის მატარებელია; მაგრამ, რადგანაც სქესთან შეჭიდული ნიშანი – ფერთა სიბრმავე შედარებით იშვიათია, ასეთი მამაკაცისა და ქალის შეუღლება ნაკლებ სავარაუდოა.
A color-blind daughter may be born to a color-blind father whose mate is a carrier. However, because the sex-linked allele for color blindness is relatively rare, the probability that such a man and woman will mate is low.
524829.
ბიოლოგია | თავი XV
ადამიანებში ცნობილია სქესთან შეჭიდული გაცილებით უფრო მძიმე დარღვევები, ვიდრე ფერთა სიბრმავე.
A number of human sex-linked disorders are much more serious than color blindness.
524830.
ბიოლოგია | თავი XV
ამის მაგალითია დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 3500 მამაკაციდან ერთში გვხვდება.
An example is Duchenne muscular dystrophy, which affects about one out of every 3,500 males born in the United States.
524831.
ბიოლოგია | თავი XV
დაავადება ხასიათდება კუნთების განლევით და კოორდინაციის მოშლით, რაც პროგრესულად მიმდინარეობს და ავადმყოფთა უმეტესობა დაახლოებით 20 წლის ასაკში იღუპება.
The disease is characterized by a progressive weakening of the muscles and loss of coordination. Affected individuals rarely live past their early 20s.
524832.
ბიოლოგია | თავი XV
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაავადებული ინდივიდები ვერ გამოიმუშავებენ ცილა დისტროფინს, რომლის გენი X ქრომოსომის სპეციფიკურ ლოკუსშია ლოკალიზებული.
Researchers have traced the disorder to the absence of a key muscle protein called dystrophin and have mapped the gene for this protein to a specific locus on the X chromosome.
524833.
ბიოლოგია | თავი XV
ჰემოფილია სქესთან შეჭიდული რეცესიული დარღვევაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სისხლის შედედებისთვის აუცილებელი ერთი ან რამდენიმე სახის ცილის უქონლობა.
Hemophilia is a sex-linked recessive disorder defined by the absence of one or more of the proteins required for blood clotting.
524834.
ბიოლოგია | თავი XV
როდესაც ჰემოფილიით დაავადებული ადამიანი იღებს ჭრილობას, სისხლის შეუდედებლობის გამო ეწყება გახანგრძლივებული სისხლდენა.
When a person with hemophilia is injured, bleeding is prolonged because a firm clot is slow to form.
524835.
ბიოლოგია | თავი XV
მართალია, მცირე ნაკაწრი სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს ასეთი პირებისთვის, მაგრამ სისხლდენა სახსრის კუნთებში ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია და ამასთან, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.
Small cuts in the skin are usually not a problem, but bleeding in the muscles or joints can be painful and can lead to serious damage.
524836.
ბიოლოგია | თავი XV
დღესდღეობით ჰემოფილიით დაავადებულების მკურნალობის მიზნით, მათთვის პერიოდულად ინტრავენურად შეჰყავთ სათანადო ცილები.
Today, people with hemophilia are treated as needed with intravenous injections of the missing protein.
524837.
ბიოლოგია | თავი XV
X-ის ინაქტივაცია მდედრობითი სქესის ძუძუმწოვრებში.
X Inactivation in Female Mammals.
524838.
ბიოლოგია | თავი XV
მიუხედავად იმისა, რომ ძუძუმწოვრებში და მათ შორის ადამიანშიც, მდედრობითი სქესის ორგანიზმი მემკვიდრეობით ორ X ქრომოსომას იღებს, ერთი X ემბრიონული განვითარების პერიოდში თითქმის მთლიანად ინაქტივირდება.
Although female mammals, including humans, inherit two X chromosomes, one X chromosome in each cell becomes almost completely inactivated during embryonic development.
524839.
ბიოლოგია | თავი XV
ამის გამო, როგორც მდედრობითი ისე მამრობითი ორგანიზმის ყოველი უჯრედი შეიცავს X ქრომოსომის ლოკუსებში მოთავსებული გენების ეფექტურ დოზას (თითო ასლს).
As a result, the cells of females and males have the same effective dose (one copy) of genes with loci on the X chromosome.
524840.
ბიოლოგია | თავი XV
ინაქტივირებული X კონდენსირდება თითოეულ უჯრედში და წარმოქმნის კომპაქტურ სტრუქტურას, რომელიც ბირთვის გარსის ქვეშ არის მოთავსებული და მას ბარის სხეულაკს უწოდებენ.
The inactive X in each cell of a female condenses into a compact object called a Barr body, which lies along the inside of the nuclear envelope.