მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524841.
ბიოლოგია | თავი XV
იმ ქრომოსომის გენების უმეტესობა, რომელიც ბარის სხეულაკს ქმნის, არ ექსპრესირდება.
Most of the genes of the X chromosome that forms the Barr body are not expressed.
524842.
ბიოლოგია | თავი XV
საკვერცხეების უჯრედებში, რომლებიც კვერცხუჯრედს აძლევენ დასაბამს, ბარის სხეულაკის წარმომშობი ქრომოსომები რეაქტივაციას განიცდიან, ანუ ყოველი მდედრობითი გამეტა შეიცავს აქტიურ X ქრომოსომას.
In the ovaries, Barr-body chromosomes are reactivated in the cells that give rise to ova, so every female gamete has an active X.
524843.
ბიოლოგია | თავი XV
ბრიტანელმა გენეტიკოსმა მერი ლაიონმა შეძლო იმის დემონსტრირება, რომ არჩევანი, თუ რომელი წარმომავლობის X ქრომოსომა – მდედრობითი თუ მამრობითი – წარმოშობს ბარის სხეულაკს ცალკეულ ემბრიონულ უჯრედში X ინაქტივაციის დაწყებამდე, შემთხვევითია.
British geneticist Mary Lyon demonstrated that selection of which X chromosome will form the Barr body occurs randomly and independently in each embryonic cell present at the time of X inactivation.
524844.
ბიოლოგია | თავი XV
შედეგად, მდედრი ორგანიზმები მოზაიკურნი არიან, ისინი ორი ტიპის უჯრედებს შეიცავენ: მამისეული და დედისეული წარმომავლობის აქტიური X ქრომოსომით.
As a consequence, females consist of a mosaic of two types of cells: those with the active X derived from the father and those with the active X derived from the mother.
524845.
ბიოლოგია | თავი XV
მას შემდეგ, რაც დასრულდება X ქრომოსომის ინაქტივაცია, ამ უჯრედისგან წარმოშობილ მთელ მიტოზურ თაობას იგივე წარმომავლობის X ექნება ინაქტივირებული.
After an X chromosome is inactivated in a particular cell, all mitotic descendants of that cell have the same inactive X.
524846.
ბიოლოგია | თავი XV
ამრიგად, თუ ქალი ჰეტეროზიგოტულია რომელიმე სქესთან შეჭიდული ნიშნის მიხედვით, მისი უჯრედების თითქმის ნახევარში ექსპრესირდება ერთი ალელი, დანარჩენში კი – ალტერნატიული ალელი.
Thus, if a female is heterozygous for a sex-linked trait, about half her cells will express one allele, while the others will express the alternate allele.
524847.
ბიოლოგია | თავი XV
სურათ 15.11-ზე ჩანს, როგორ აისახება ეს მოზაიციზმი დედალ კატებში კუს ბაკნის მსგავსად შეფერილ ბეწვის საფარველის განვითარებაში.
Figure 15.11 shows how this mosaicism results in the mottled coloration of a tortoiseshell cat.
524848.
ბიოლოგია | თავი XV
ადამიანში მოზაიციზმი ვლინდება საოფლე ჯირკვლების განვითარების განმსაზღვრელი გენის რეცესიული X-შეჭიდული მუტაციის შემთხვევაში, რაც ხელს უშლის ყველა ჯირკვლის განვითარებას.
In humans, mosaicism can be observed in a recessive X-linked mutation that prevents the development of sweat glands.
524849.
ბიოლოგია | თავი XV
ამ ნიშნის მიხედვით ჰეტეროზიგოტი ქალების სხეული „დალაქულია“ – აქ ერთმანეთს ენაცვლება ნორმალური კანის და საოფლე ჯირკვლებს მოკლებული კანის „ლაქები“.
A woman who is heterozygous for this trait has patches of normal skin and patches of skin lacking sweat glands.
524850.
ბიოლოგია | თავი XV
აღმოჩენილია აგრეთვე ე.წ. XIST (X-ინაქტივაციის სპეციფიკური ტრანსკრიპტის) გენი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ბარის სხეულაკის ქრომოსომაში არის აქტიური.
Researchers also have discovered a gene called XIST (for X-inactive specific transcript) that is active only on the Barr-body chromosome.
524851.
ბიოლოგია | თავი XV
ამ გენიდან პროდუცირებული რნმ-ის მრავლობითი ასლები მიმაგრებულია იმ X ქრომოსომასთან, სადაც ისინი პროდუცირდნენ და ბოლოს მთლიანად ფარავენ მას.
Multiple copies of the RNA molecule produced from this gene apparently attach to the X chromosome on which they are made, eventually almost covering it.
524852.
ბიოლოგია | თავი XV
სავარაუდოდ, რნმ-ისა და ქრომოსომის ურთიერთქმედება ინიცირებს X ქრომოსომის ინაქტივაციას.
Interaction of this RNA with the chromosome seems to initiate X inactivation.
524853.
ბიოლოგია | თავი XV
სქესთან შეჭიდული ნიშნები მენდელის მიერ გამოვლენილი მემკვიდრეობის სურათიდან გადახრის ერთადერთი გამონაკლისი როდია; არც ახალი ალელების წარმომშობი გენური მუტაციები იწვევს ფენოტიპზე მოქმედ გენომურ ცვლილებებს.
Sex-linked traits are not the only notable deviation from the inheritance patterns observed by Mendel, and the gene mutations that generate new alleles are not the only kind of changes to the genome that can affect phenotype.
524854.
ბიოლოგია | თავი XV
ფიზიკური და ქიმიური დარღვევები, მეიოზური ცვლილებების გარდა, შეიძლება სხვადასხვაგვარად აზიანებდეს ქრომოსომებს, ცვლიდეს მათ სტრუქტურას ან რაოდენობას უჯრედში.
Physical and chemical disturbances, as well as errors during meiosis, can damage chromosomes in major ways or alter their number in a cell.
524855.
ბიოლოგია | თავი XV
მასშტაბური ხასიათის ქრომოსომური ცვლილებები ხშირად ხდება სპონტანურ აბორტის მიზეზი, გენეტიკური დარღვევით დაბადებულ ბავშვებში კი ძალზე ხშირია განვითარების მანკები.
Large-scale chromosomal alterations often lead to spontaneous abortion (miscarriage) of a fetus, and individuals born with these types of genetic defects commonly exhibit various developmental disorders.
524856.
ბიოლოგია | თავი XV
ამგვარი გენეტიკური ცვლილებები გაცილებით უფრო ფართოდ არის გავრცელებული მცენარეებში ცხოველურ ორგანიზმებთან შედარებით.
In plants, such genetic defects may be tolerated to a greater extent than in animals.
524857.
ბიოლოგია | თავი XV
ქრომოსომათა რაოდენობრივი ცვლილებები.
Abnormal Chromosome Number.
524858.
ბიოლოგია | თავი XV
ნორმაში მეიოზური თითისტარი თანაბრად, უშეცდომოდ ანაწილებს ქრომოსომებს შვილეულ უჯრედებში.
Ideally, the meiotic spindle distributes chromosomes to daughter cells without error.
524859.
ბიოლოგია | თავი XV
მაგრამ ზოგჯერ ხდება დარღვევა, ე.წ. განურიდებლობა. ამ დროს წყვილად წარმოდგენილი ჰომოლოგიური ქრომოსომები I მეიოზის დროს არათანაბრად ნაწილდებიან უჯრედებში ან II მეიოზის დროს ყველა შვილეული ქრომატიდი არ სცილდება ერთმანეთს.
But there is an occasional mishap, called a nondisjunction, in which the members of a pair of homologous chromosomes do not move apart properly during meiosis I or sister chromatids fail to separate during meiosis II.
524860.
ბიოლოგია | თავი XV
ასეთ შემთხვევაში ერთი გამეტა იღებს ორ ერთნაირ ქრომოსომას, მეორე გამეტა კი ასლის გარეშე რჩება.
In these cases, one gamete receives two of the same type of chromosome and another gamete receives no copy.