მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524861.
ბიოლოგია | თავი XV
დანარჩენი ქრომოსომები, ჩვეულებრივ, ნორმალურად ნაწილდებიან.
The other chromosomes are usually distributed normally.
524862.
ბიოლოგია | თავი XV
თუკი მიღებული აბერანტული გამეტიდან რომელიმე განაყოფიერებისას ნორმალურ გამეტას შეერწყმება, ნაყოფს ზემოაღნიშნული ქრომოსომის შეცვლილი რაოდენობა ექნება. ამგვარ დარღვევას ანევპლოიდია ეწოდება.
If either of the aberrant gametes unites with a normal one at fertilization, the offspring will have an abnormal number of a particular chromosome, a condition known as aneuploidy.
524863.
ბიოლოგია | თავი XV
თუკი ქრომოსომა განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში სამ ცალად არის წარმოდგენილი (ისე, რომ მთლიანობაში უჯრედს აქვს 2n + 1 ქრომოსომა), ასეთ ანევპლოიდურ უჯრედზე ამბობენ, რომ ის არის მოცემული ქრომოსომის მიხედვით ტრისომიული.
If a chromosome is present in triplicate in the fertilized egg (so that the cell has a total of 2n + 1 chromosomes), the aneuploid cell is said to be trisomic for that chromosome.
524864.
ბიოლოგია | თავი XV
თუკი ქრომოსომა დაკარგულია, მაშინ ანევპლოიდურ უჯრედს უწოდებენ ამ ქრომოსომის მიხედვით მონოსომიურს.
If a chromosome is missing, the aneuploid cell is monosomic for that chromosome.
524865.
ბიოლოგია | თავი XV
აღნიშნული დარღვევა შემდეგ მიტოზურად გადაეცემა ჩანასახის ყველა უჯრედს.
Mitosis will subsequently transmit the anomaly to all embryonic cells.
524866.
ბიოლოგია | თავი XV
თუკი ორგანიზმი გადარჩება, ჩვეულებრივ, მას ექნება სიმპტომთა მთელი სერია, განპირობებული იმ გენების არასათანადო დოზით, რომლებიც ზედმეტ ან დაკარგულ ქრომოსომას უკავშირდება.
If the organism survives, it usually has a set of symptoms caused by the abnormal dose of the genes associated with the extra or missing chromosome.
524867.
ბიოლოგია | თავი XV
განურიდებლობა მიტოზის მსვლელობის დროსაც შეიძლება მოხდეს.
Nondisjunction can also occur during mitosis.
524868.
ბიოლოგია | თავი XV
თუ ასეთი დარღვევა ემბრიონული განვითარების ადრეულ სტადიაზე მოხდება, ანევპლოიდური დარღვევა მიტოზის გზით გადაეცემა უჯრედების დიდ რიცხვს, რასაც სავარაუდოდ, ორგანიზმისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.
If such an error takes place early in embryonic development, then the aneuploid condition is passed along by mitosis to a large number of cells and is likely to have a substantial effect on the organism.
524869.
ბიოლოგია | თავი XV
ზოგიერთ ორგანიზმს აქვს ორზე მეტი სრული ქრომოსომური ნაკრები.
Some organisms have more than two complete chromosome sets.
524870.
ბიოლოგია | თავი XV
ასეთი ქრომოსომური ცვლილების ზოგადი სახელწოდებაა პოლიპლოიდია. მასში გამოყოფენ სპეციფიკურ ტერმინებს - ტრიპლოიდიას და ტეტრაპლოიდიას, რაც, შესაბამისად, სამმაგი და ოთხმაგი ქრომოსომური ნაკრების აღმნიშვნელია.
The general term for this chromosomal alteration is polyploidy, with the specific terms triploidy and tetraploidy indicating three or four chromosomal sets, respectively.
524871.
ბიოლოგია | თავი XV
ერთ-ერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ტრიპლოიდური უჯრედი წარმოშვას, არის ყველა ქრომოსომის განურიდებლობის შედეგად წარმოქმნილი ანომალიური დიპლოიდური კვერცხუჯრედის განაყოფიერება.
One way a triploid cell may be produced is by the fertilization of an abnormal diploid egg produced by nondisjunction of all its chromosomes.
524872.
ბიოლოგია | თავი XV
ტეტრაპლოიდიის გამოწვევის მაგალითია 2n ქრომოსომური ნაკრების შემცველი კვერცხუჯრედის განუყოფლობა მას შემდეგ, რაც მასში ქრომოსომები რეპლიცირდება.
An example of an accident that would result in tetraploidy is the failure of a 2n zygote to divide after replicating its chromosomes.
524873.
ბიოლოგია | თავი XV
ამგვარი უჯრედის შემდგომი ნორმალური მიტოზური დაყოფები განაპირობებს 4n ემბრიონის განვითარებას.
Subsequent normal mitotic divisions would then produce a 4n embryo.
524874.
ბიოლოგია | თავი XV
პოლიპლოიდია ფართოდ არის გავრცელებული მცენარეთა სამეფოში.
Polyploidy is fairly common in the plant kingdom.
524875.
ბიოლოგია | თავი XV
24-ე თავში ნახავთ, რომ პოლიპლოიდური ორგანიზმების სპონტანურად წარმოშობა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მცენარეთა ევოლუციაში.
As we will see in Chapter 24, the spontaneous origin of polyploid individuals plays an important role in the evolution of plants.
524876.
ბიოლოგია | თავი XV
ცხოველთა სამეფოში პოლიპლოიდური სახეობების არსებობა იშვიათობაა და, რამდენადაც ცნობილია, გვხვდება თევზებსა და ამფიბიებში.
In the animal kingdom, polyploid species are much less common, although they are known to occur among the fishes and amphibians.
524877.
ბიოლოგია | თავი XV
ჩილეში მეცნიერებმა პირველად შეძლეს პოლიპლოიდური ძუძუმწოვარა ცხოველის, ერთ-ერთი მღრღნელის იდენტიფიცირება, რომლის უჯრედებიც ტეტრაპლოიდური აღმოჩნდა.
Researchers in Chile were the first to identify a polyploid mammal, a rodent whose cells are tetraploid.
524878.
ბიოლოგია | თავი XV
უფრო დეტალურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ახლომონათესავე სახეობებს შორისაც არის ტეტრაპლოიდიის შემთხვევები.
Additional research has found that a closely related species also appears to be tetraploid.
524879.
ბიოლოგია | თავი XV
ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ტეტრაპლოდები გარეგნულად უფრო ნორმალურად გამოიყურებიან, ვიდრე ანევპლოიდიები.
In general, polyploids are more nearly normal in appearance than aneuploids.
524880.
ბიოლოგია | თავი XV
სრულიად აშკარაა, რომ ერთი ზედმეტი (ან ნაკლული) ქრომოსომა იწვევს გენეტიკური ბალანსის უფრო მნიშვნელოვან დარღვევას, ვიდრე დამატებითი მთლიანი ქრომოსომური ნაკრების არსებობა.
One extra (or missing) chromosome apparently disrupts genetic balance more than does an entire extra set of chromosomes.