მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524881.
ბიოლოგია | თავი XV
ქრომოსომის სტრუქტურის ცვლილებები.
Alterations of Chromosome Structure.
524882.
ბიოლოგია | თავი XV
ქრომოსომის გაწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ქრომოსომის სტრუქტურის ოთხი ტიპის ცვლილება. ეს ცვლილებები სურათ 15.14-ზეა წარმოდგენილი.
Breakage of a chromosome can lead to four types of changes in chromosome structure, depicted in Figure 15.14.
524883.
ბიოლოგია | თავი XV
იმ შემთხვევაში, თუკი იკარგება ცენტრომერას მოკლებული ქრომოსომური ფრაგმენტი, ამას დელეციას უწოდებენ.
A deletion occurs when a chromosomal fragment lacking a centromere is lost.
524884.
ბიოლოგია | თავი XV
დაზიანებული ქრომოსომა კარგავს გარკვეულ გენებს.
The affected chromosome is then missing certain genes.
524885.
ბიოლოგია | თავი XV
ზოგჯერ, თუკი დელეციას მოსდევს მეიოზი, „დელეცირებული“ ფრაგმენტი მიემაგრება შვილეულ ქრომატიდას და იწვევს დუპლიკაციას.
In some cases, if meiosis is in progress, such a "deleted" fragment may become attached as an extra segment to a sister chromatid, producing a duplication.
524886.
ბიოლოგია | თავი XV
ამის საპირისპიროდ, მოწყვეტილი ფრაგმენტი შეიძლება ჰომოლოგიური ქრომოსომის არაშვილეულ ქრომატიდს მიემაგროს.
Alternatively, a detached fragment could attach to a non-sister chromatid of a homologous chromosome.
524887.
ბიოლოგია | თავი XV
ასეთ დროს „დუპლიცირებული“ სეგმენტები შეიძლება არაიდენტურნი აღმოჩნდნენ, რადგან დასაშვებია, რომ ჰომოლოგები ატარებდნენ გარკვეული გენების განსხვავებულ ალელებს.
In that case, though, the "duplicated" segments might not be identical because the homologues could carry different alleles of certain genes.
524888.
ბიოლოგია | თავი XV
შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მოწყვეტილი ფრაგმენტი ისევ საწყის ქრომოსომას მიემაგროს, ოღონდ შებრუნებული სახით და გამოიწვიოს ინვერსია.
A chromosomal fragment may also reattach to the original chromosome but in the reverse orientation, producing an inversion.
524889.
ბიოლოგია | თავი XV
ქრომოსომის გაწყვეტის მეოთხე შესაძლო შედეგი იქნება ფრაგმენტის არაჰომოლოგიურ ქრომოსომასთან შეერთება. ამ დარღვევას ტრანსლოკაციას უწოდებენ.
A fourth possible result of chromosomal breakage is for the fragment to join a nonhomologous chromosome, a rearrangement called a translocation.
524890.
ბიოლოგია | თავი XV
დელეციები და დუპლიკაციები უმთავრესად მეიოზის მსვლელობისას ხდება.
Deletions and duplications are especially likely to occur during meiosis.
524891.
ბიოლოგია | თავი XV
არაშვილეული ქრომატიდები ზოგჯერ წყდება კროსინგოვერის დროს და „არასათანადო“ წერტილებში ერთდება ისე, რომ ერთ მათგანს აკლდება, მეორეს კი – ემატება გენები.
In crossing over, non-sister chromatids sometimes break and rejoin at "incorrect" places, so that one partner gives up more genes than it receives.
524892.
ბიოლოგია | თავი XV
ამგვარი არარეციპროკული კროსინგოვერის შედეგად ერთი ქრომოსომა დელეცირებული, მეორე კი – დუპლიცირებული აღმოჩნდება.
The products of such a nonreciprocal crossover are one chromosome with a deletion and one chromosome with a duplication.
524893.
ბიოლოგია | თავი XV
დიპლოიდი ჩანასახი, რომელიც ჰომოზიგოტურია დიდი ზომის ფრაგმენტის დელეციის მიხედვით (ან ვაჟებში, ერთადერთ X ქრომოსომას აქვს დიდი ზომის დელეცირებული ფრაგმენტი), ჩვეულებრივ, კარგავს ძირითადი გენების ნაწილს. ასეთი დარღვევა, როგორც წესი, ლეტალურია.
A diploid embryo that is homozygous for a large deletion (or has a single X chromosome with a large deletion, in a male) is usually missing a number of essential genes, a condition that is ordinarily lethal.
524894.
ბიოლოგია | თავი XV
მძიმე შედეგები მოსდევს დუპლიკაციურ და ტრანსლოკაციურ დარღვევებსაც.
Duplications and translocations also tend to have harmful effects.
524895.
ბიოლოგია | თავი XV
რეციპროკული ტრანსლოკაციების (სადაც არაჰომოლოგიური ქრომოსომები ადგილებს უცვლიან ერთმანეთს) და ინვერსიების შემთხვევაში გენების ბალანსი არ ირღვევა – ყველა გენი სახეზეა მისთვის დამახასიათებელი დოზით.
In reciprocal translocations, in which segments are exchanged between nonhomologous chromosomes, and in inversions, the balance of genes is not abnormal-all genes are present in their normal doses.
524896.
ბიოლოგია | თავი XV
მიუხედავად ამისა, ტრანსლოკაციებსა და ინვერსიებს მაინც შეუძლია იმოქმედოს ფენოტიპზე, რადგან გენის ექსპრესია გარკვეულწილად დამოკიდებულია მეზობლად მდებარე გენებზე.
Nevertheless, translocations and inversions can alter phenotype because a gene's expression can be influenced by its location among neighboring genes.
524897.
ბიოლოგია | თავი XV
ქრომოსომური ცვლილებებით გამოწვეული დარღვევები ადამიანში.
Human Disorders Due to Chromosomal Alterations.
524898.
ბიოლოგია | თავი XV
ქრომოსომათა რაოდენობრივ-სტრუქტურული ცვლილებები ადამიანის მრავალ სერიოზულ დაავადებას უკავშირდება.
Alterations of chromosome number and structure are associated with a number of serious human disorders.
524899.
ბიოლოგია | თავი XV
განურიდებლობას მეიოზის მსვლელობისას შედეგად მოსდევს ანევპლოიდური გამეტების ფორმირება.
Nondisjunction in meiosis results in aneuploid gametes.
524900.
ბიოლოგია | თავი XV
თუკი განაყოფიერებისას ანევპლოიდური გამეტა შეერწყმება ნორმალურ გამეტას, წარმოიქმნება ანევპლოიდური ზიგოტა.
If an aneuploid gamete combines with a normal haploid gamete during fertilization, the result is an aneuploid zygote.