მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524901.
ბიოლოგია | თავი XV
მიუხედავად იმისა, რომ ანევპლოიდური ზიგოტების რიცხვი შესაძლოა საკმაოდ მაღალი იყოს ადამიანში, ქრომოსომურ ცვლილებათა უმეტესობა იმდენად მძიმეა, რომ ჩანასახი ვერ ვითარდება და სპონტანურად აბორტირდება დაბადებამდე დიდი ხნით ადრე.
Although the frequency of aneuploid zygotes may be quite high in humans, most of these chromosomal alterations are so disastrous to development that the embryos are spontaneously aborted long before birth.
524902.
ბიოლოგია | თავი XV
მაგრამ ზოგიერთი ანევპლოიდია სხვებთან შედარებით ნაკლებსაზიანოა გენეტიკური ბალანსის ცვლილების თვალსაზრისით. ასეთ შემთხვევაში, ნაყოფი სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებს დაბადებამდე და მერეც.
However, some types of aneuploidy appear to upset the genetic balance less than others, with the result that individuals with certain aneuploid conditions can survive to birth and beyond.
524903.
ბიოლოგია | თავი XV
ასეთ ინდივიდებს აქვთ სიმპტომების ჯგუფი – სინდრომი – რომელიც ამ ტიპის ანევპლოიდიისთვის არის დამახასიათებელი.
These individuals have a set of symptoms - a syndrome - characteristic of the type of aneuploidy.
524904.
ბიოლოგია | თავი XV
ანევპლოიდიით გამოწვეული გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირება შესაძლებელია დაბადებამდე, ნაყოფის გამოკვლევის საფუძველზე.
Genetic disorders caused by aneuploidy can be diagnosed before birth by fetal testing.
524905.
ბიოლოგია | თავი XV
დაუნის სინდრომი ანევპლოიდიის ერთ-ერთი ფორმა, დაუნის სინდრომი ამერიკის შეერთებულ შტატებში გვხვდება დაახლოებით 700 ბავშვიდან ერთში.
One aneuploid condition, Down syndrome, affects approximately one out of every 700 children born in the United States.
524906.
ბიოლოგია | თავი XV
ჩვეულებრივ, დაუნის სინდრომი ზედმეტი 21-ე ქრომოსომის არსებობით გამოიწვევა, როდესაც სხეულის ყველა უჯრედი მთლიანობაში 47 ქრომოსომას შეიცავს.
Down syndrome is usually the result of an extra chromosome 21, so that each body cell has a total of 47 chromosomes.
524907.
ბიოლოგია | თავი XV
რადგან უჯრედები ტრისომიულია 21-ე ქრომოსომის მიხედვით, დაუნის სინდრომს ხშირად 21-ე ქრომოსომის ტრისომიას უწოდებენ.
Because the cells are trisomic for chromosome 21, Down syndrome is often called trisomy 21.
524908.
ბიოლოგია | თავი XV
სინდრომს აქვს დამახასიათებელი სახის გამომეტყველება; ავადმყოფები ტანდაბალნი არიან, აქვთ გულის მანკები, მიდრეკილნი არიან რესპირატორული ინფექციებისადმი, აღენიშნებათ გონებრივი ჩამორჩენილობა.
Down syndrome includes characteristic facial features, short stature, heart defects, susceptibility to respiratory infection, and mental retardation.
524909.
ბიოლოგია | თავი XV
ამასთანავე, დაუნის სინდრომის მქონე ინდივიდებს აქვთ ლეიკემიისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების მიმართ წინასწარგანწყობა.
Furthermore, individuals with Down syndrome are prone to developing leukemia and Alzheimer's disease.
524910.
ბიოლოგია | თავი XV
მიუხედავად იმისა, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ, ნორმალურზე დაბალია, ზოგიერთი მათგანი აღწევს შუახნის და მეტ ასაკს.
Although people with Down syndrome, on average, have a life shorter than normal, some live to middle age or beyond.
524911.
ბიოლოგია | თავი XV
მათი უმეტესობა სქესობრივად სუსტად განვითარებული და უნაყოფოა.
Most are sexually underdeveloped and sterile.
524912.
ბიოლოგია | თავი XV
დაუნის სინდრომის სიხშირე დედის ასაკთან ერთად მატულობს.
The frequency of Down syndrome increases with the age of the mother.
524913.
ბიოლოგია | თავი XV
თუ 30 წლამდე ასაკის დედებისთვის სინდრომიანი ბავშვის ყოლის რისკი 0.04%-ია, ეს რისკი 1,25%-მდე იზრდება 30 წლის ზემოთ და კიდევ უფრო მომატებულია მაღალ ასაკში.
While the disorder occurs in just 0.04% of children born to women under age 30, the risk climbs to 1.25% for mothers in their early 30s and is even higher for older mothers.
524914.
ბიოლოგია | თავი XV
შედარებით მაღალი რისკ-ფაქტორის არსებობის გამო, 35 წელზე მაღალი ასაკის ორსულ ქალებს სთავაზობენ ნაყოფის შემოწმებას 21-ე ქრომოსომის ტრისომიაზე.
Because of this relatively high risk, pregnant women over 35 are candidates for fetal testing to check for trisomy 21 in the embryo.
524915.
ბიოლოგია | თავი XV
ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება იმის ახსნა, თუ რატომ კორელირებს დაუნის სინდრომის სიხშირე დედის ასაკთან.
The correlation of Down syndrome with maternal age has not yet been explained.
524916.
ბიოლოგია | თავი XV
უმრავლეს შემთხვევაში სინდრომი გამოწვეულია განურიდებლობით I მეიოზში და ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, აღინიშნება ასაკზე დამოკიდებული დარღვევა მეიოზის საკონტროლო-გამშვებ მექანიზმში, რაც აფერხებს ანაფაზის დაწყებას, სანამ ყველა კინეტოქორი არ მიემაგრება დაყოფის თითისტარის (მსგავსად M ფაზის საკონტროლო-გამშვები მექანიზმისა, რომელიც მიტოზურ ციკლში მოქმედებს).
Most cases result from nondisjunction during meiosis I, and some research points to an age-dependent abnormality in a meiosis checkpoint that normally delays anaphase until all the kinetochores are attached to the spindle (like the M phase checkpoint of the mitotic cell cycle; see Chapter 12).
524917.
ბიოლოგია | თავი XV
ზოგიერთი სხვა ქრომოსომის ტრისომიის შემთხვევათა სიხშირეებიც იზრდება დედის ასაკთან ერთად, თუმცა სხვა ავტოსომური ტრისომიების შემთხვევაში ახალშობილები არასიცოცხლისუნარიანები არიან და მალევე იღუპებიან.
Trisomies of some other chromosomes also increase in incidence with maternal age, although infants with these autosomal trisomies rarely survive for long.
524918.
ბიოლოგია | თავი XV
სასქესო ქრომოსომების ანევპლოიდია.
Aneuploidy of Sex Chromosomes.
524919.
ბიოლოგია | თავი XV
სასქესო ქრომოსომების განურიდებლობა იწვევს სხვადასხვა ტიპის ანევპლოიდურ დარღვევებს.
Nondisjunction of sex chromosomes produces a variety of aneuploid conditions.
524920.
ბიოლოგია | თავი XV
უმეტეს შემთხვევაში, გენეტიკური ბალანსი ამ დროს ნაკლებად ირღვევა აუტოსომურ ანევპლოიდიასთან შედარებით.
Most of these conditions appear to upset genetic balance less than aneuploid conditions involving autosomes.