მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524921.
ბიოლოგია | თავი XV
ამის მიზეზი შესაძლოა იყოს გენების მცირერიცხოვნება Y ქრომოსომაში და ერთი X ქრომოსომის ინაქტივაცია (ბარის სხეულაკების ფორმირება) სომატურ უჯრედებში.
This may be because the Y chromosome carries relatively few genes and because extra copies of the X chromosome become inactivated as Barr bodies in somatic cells.
524922.
ბიოლოგია | თავი XV
ზედმეტი X ქრომოსომის შემცველობის სიხშირე მამაკაცებში არის დაახლოებით 1 : 2000 ახალშობილ ვაჟზე.
An extra X chromosome in a male occurs approximately once in every 2,000 live births.
524923.
ბიოლოგია | თავი XV
ადამიანებს, რომელთაც აქვთ ეს დარღვევა (მას კლაინფელტერის სინდრომს უწოდებენ), აქვთ მამაკაცის სასქესო ორგანოები, მაგრამ სათესლე ჯირკვლები მცირე ზომისაა და ისინი უნაყოფონი არიან.
People with this disorder, called Klinefelter syndrome, have male sex organs, but the testes are abnormally small and the man is sterile.
524924.
ბიოლოგია | თავი XV
მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი X ქრომოსომა ინაქტივირდება, სინდრომისთვის დამახასიათებელია მკერდის გადიდება და ქალის სხეულის სხვა ნიშნების განვითარება.
Even though the extra X is inactivated, some breast enlargement and other female body characteristics are common.
524925.
ბიოლოგია | თავი XV
ინტელექტი, ჩვეულებრივ, ნორმალურია.
The affected individual is usually of normal intelligence.
524926.
ბიოლოგია | თავი XV
მამაკაცები ზედმეტი Y ქრომოსომით (XYY) არ ავლენენ რამე სპეციფიკურ ნიშან-თვისებებს, თუმცა შედარებით ტანმაღალნი არიან.
Males with an extra Y chromosome (XYY) do not exhibit any well-defined syndrome, but they tend to be somewhat taller than average.
524927.
ბიოლოგია | თავი XV
X-ტრისომიის მქონე ქალები (XXX), რაც ახალშობილ გოგონებში 1:1000 სიხშირით გვხვდება, ჯანმრთელნი არიან და არ განირჩევიან XX ქალებისგან, თუ არ ჩაუტარდებათ კარიოტიპირება.
Females with trisomy X (XXX), which occurs once in approximately 1,000 live births, are healthy and cannot be distinguished from XX females except by karyotype.
524928.
ბიოლოგია | თავი XV
X მონოსომია, რასაც ტერნერის სინდრომს უწოდებენ, გვხვდება 1 : 5000 ახალშობილის სიხშირით და სიცოცხლისუნარიანი მონოსომიის ერთადერთი ცნობილი გამონაკლისია ადამიანებში.
Monosomy X, called Turner syndrome, occurs about once in every 5,000 births and is the only known viable monosomy in humans.
524929.
ბიოლოგია | თავი XV
მიუხედავად იმისა, რომ X0 ინდივიდები ფენოტიპურად ქალები არიან, ისინი უნაყოფონი არიან, რადგან მათი სასქესო ორგანოები მოუმწიფებელია.
Although these X0 individuals are phenotypically female, they are sterile because their sex organs do not mature.
524930.
ბიოლოგია | თავი XV
ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენებით ტერნერის სინდრომის მქონე გოგონებში ხელს უწყობს მეორადი სასქესო ნიშნების ჩამოყალიბებას.
When provided with estrogen replacement therapy, girls with Turner syndrome do develop secondary sex characteristics.
524931.
ბიოლოგია | თავი XV
უმეტესობას აქვს ნორმალური ინტელექტი.
Most have normal intelligence.
524932.
ბიოლოგია | თავი XV
ქრომოსომური ცვლილებებით გამოწვეული დარღვევები.
Disorders Caused by Structurally Altered Chromosomes.
524933.
ბიოლოგია | თავი XV
მრავალი ქრომოსომური დელეცია, ჰეტეროზიგოტულ მდგომარეობაშიც კი, სერიოზულ დარღვევებს იწვევს ადამიანში.
Many deletions in human chromosomes, even in a heterozygous state, cause severe problems.
524934.
ბიოლოგია | თავი XV
ერთ-ერთი ასეთი დარღვევა არის კრი დუ ჩეტის („კატის კნავილის“) სახელით ცნობილი სინდრომი, რომელიც გამოწვეულია მე-5 ქრომოსომის სპეციფიკური ფრაგმენტის დელეციით.
One such syndrome, known as cri du chat ("cry of the cat"), results from a specific deletion in chromosome 5.
524935.
ბიოლოგია | თავი XV
ამ დარღვევის მატარებელი ბავშვი გონებრივად ჩამორჩენილია, აქვს მცირე ზომის ქალა სახის დამახასიათებელი ნიშნებით, ხოლო მისი ტირილი კატის კნავილს მოგვაგონებს.
A child born with this deletion is mentally retarded, has a small head with unusual facial features, and has a cry that sounds like the mewing of a distressed cat.
524936.
ბიოლოგია | თავი XV
ასეთი ინდივიდები, ჩვეულებრივ, დაბადებისთანავე ან ჩვილობის ასაკშივე იღუპებიან.
Such individuals usually die in infancy or early childhood.
524937.
ბიოლოგია | თავი XV
ქრომოსომის სტრუქტურული დარღვევის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც ადამიანის დაავადებებს უკავშირდება, არის ტრანსლოკაცია – ერთი ქრომოსომის ფრაგმენტის გადასვლა სხვა, არაჰომოლოგიურ ქრომოსომაზე.
Another type of chromosomal structural alteration associated with human disorders is translocation, the attachment of a fragment from one chromosome to another, nonhomologous chromosome.
524938.
ბიოლოგია | თავი XV
ქრომოსომური ტრანსლოკაციები ხშირია სიმსივნეების, მათ შორის, ქრონიკული მიელოგენური ლეიკემიის შემთხვევაში.
Chromosomal translocations have been implicated in certain cancers, including chronic myelogenous leukemia.
524939.
ბიოლოგია | თავი XV
ლეიკემია ავთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ლეიკოციტების წინამორბედ უჯრედებს მოიცავს და ავადმყოფის სიმსივნურ უჯრედებში ვლინდება რეციპროკული ტრანსლოკაციის სახით; კერძოდ, აღინიშნება 22-ე ქრომოსომის დიდი მონაკვეთის და მე-9 ქრომოსომის კიდური მცირე ფრაგმენტის ურთიერთგაცვლა. შედეგად, მიიღება ძლიერ დამოკლებული, ადვილად ამოსაცნობი 22-ე ქრომოსომა, რომელსაც ფილადელფიურ ქრომოსომას უწოდებენ.
Leukemia is a cancer affecting the cells that give rise to white blood cells, and in the cancerous cells of CML patients, a reciprocal translocation has occurred. In these cells, the exchange of a large portion of chromosome 22 with a small fragment from a tip of chromosome 9 produces a much shortened, easily recognized chromosome 22, called the Philadelphia chromosome.
524940.
ბიოლოგია | თავი XV
მე-19 თავში ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება მონაკვეთების ამგვარმა ურთიერთგაცვლამ გამოიწვიოს სიმსივნის განვითარება.
We will discuss how such an exchange might cause cancer in Chapter 19.