მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524941.
ბიოლოგია | თავი XV
ზოგიერთი გენეტიკური დაავადება ქრომოსომების რიცხვის ან სტრუქტურის ცვლილებით არის გამოწვეული.
Some inheritance patterns are exceptions to the standard chromosome theory.
524942.
ბიოლოგია | თავი XV
წინა პარაგრაფში თქვენ გაეცანით ქრომოსომური მემკვიდრეობის ნორმალური სურათიდან გადახრის შემთხვევებს.
In the previous section, you learned about abnormal deviations from the usual patterns of chromosomal inheritance.
524943.
ბიოლოგია | თავი XV
ამ თავს დავასრულებთ გენეტიკის მენდელისეული კანონზომიერებებიდან გადახრის ორი ნორმალური გამონაკლისის განხილვით: ერთი შეეხება ბირთვულ, მეორე კი – ბირთვის გარეთ არსებულ გენებს.
We conclude this chapter by describing two normal exceptions to Mendelian genetics, one involving genes located in the nucleus and the other involving genes located outside of the nucleus.
524944.
ბიოლოგია | თავი XV
გენომური იმპრინტინგი.
Genomic Imprinting.
524945.
ბიოლოგია | თავი XV
როდესაც მენდელისეულ გენეტიკას და მემკვიდრეობის ქრომოსომურ საფუძველს ვიხილავდით, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ნებისმიერ ალელს, დამოუკიდებლად იმისა – დედისეული თუ მამისეული წარმოშობისა იყო, უნდა ჰქონოდა ერთი და იგივე ეფექტი.
Throughout our discussions of Mendelian genetics and the chromosomal basis of inheritance, we have assumed that a specific allele will have the same effect regardless of whether it was inherited from the mother or the father.
524946.
ბიოლოგია | თავი XV
ეს ფორმულირება უმეტეს შემთხვევებში მართებულია.
This is probably a safe assumption most of the time.
524947.
ბიოლოგია | თავი XV
მაგალითად, როდესაც მენდელი ერთმანეთთან აჯვარებდა მეწამულ და თეთრყვავილიან მცენარეებს, იგი ერთ და იმავე შედეგს იღებდა მიუხედავად იმისა, თუ რომელი მშობლიური ფორმიდან ჰქონდა აღებული კვერცხუჯრედი ან მტვრის მარცვალი.
For example, when Mendel crossed purple-flowered pea plants with white-flowered pea plants, he observed the same results regardless of whether the purple-flowered parent supplied the ova or the pollen.
524948.
ბიოლოგია | თავი XV
უკანასკნელ წლებში გენეტიკოსებმა გამოავლინეს ძუძუმწოვრებში ორი-სამი ათეული ნიშანი, რომელთა ექსპრესიაზე გავლენას ახდენს მშობლის ფაქტორი (თუ რომელი მშობლისგან მოდის აღნიშნული ნიშანი).
In recent years, however, geneticists have identified two to three dozen traits in mammals that depend on which parent passed along the alleles for those traits.
524949.
ბიოლოგია | თავი XV
ასეთ ფენოტიპურ ცვალებადობას, რომელიც დამოკიდებულია ალელის წარმომავლობაზე (ანუ იმაზე, დედისეული თუ მამისეული წარმოშობისაა ალელი), გენომურ იმპრინტინგს უწოდებენ.
Such variation in phenotype depending on whether an allele is inherited from the male or female parent is called genomic imprinting.
524950.
ბიოლოგია | თავი XV
შენიშნეთ, რომ აქ საუბარი არ არის სქესთან შეჭიდულობაზე, უფრო მეტიც, იმპრინტირებული გენების უმეტესობა ავტოსომებში მდებარეობს.
Note that the issue here is not sex linkage, most imprinted genes are on autosomes.
524951.
ბიოლოგია | თავი XV
გენომური იმპრინტინგი გამეტათა ფორმირების პერიოდში ხდება და გარკვეულ გენებში იწვევს ერთ-ერთი ალელის „გაჩუმებას”.
Genomic imprinting occurs during the formation of gametes and results in the silencing of one allele of certain genes.
524952.
ბიოლოგია | თავი XV
რადგან ეს გენები განსხვავებულად არიან იმპრინტირებული (აქვთ განსხვავებული „ანაბეჭდი”) სპერმატოზოიდსა და კვერცხუჯრედში, ზიგოტაში ექსპრესირდება იმპრინტირებული გენის მხოლოდ ერთი ალელი – დედისეული ან მამისეული.
Because these genes are imprinted differently in sperm and ova, a zygote expresses only one allele of an imprinted gene, either the allele inherited from the female parent or the allele inherited from the male parent.
524953.
ბიოლოგია | თავი XV
განვითარების პროცესში „ანაბეჭდები“ გადაეცემა სხეულის ყველა უჯრედს ისე, რომ მოცემული გენის ერთი და იგივე ალელი (დედისგან ან მამისგან მიღებული) ექსპრესირდება ორგანიზმის ყველა უჯრედში.
The imprints are transmitted to all the body cells during development, so the same allele of a given gene - either the maternally inherited allele or the paternally inherited allele - is expressed in all cells of that organism.
524954.
ბიოლოგია | თავი XV
ყოველ მომდევნო თაობაში ძველი „ანაბეჭდები წაიშლება“ გამეტათა წინამორბედ უჯრედებში და განვითარების პროცესში მყოფი გამეტის ქრომოსომები ხელახლა იმპრინტირდებიან ინდივიდის სქესზე დამოკიდებულებით.
In each generation, the old imprints are "erased" in gamete-producing cells, and the chromosomes of the developing gametes are newly imprinted according to the sex of the individual.
524955.
ბიოლოგია | თავი XV
მოცემულ სახეობაში იმპრინტირებული გენები ყოველთვის ერთ და იმავე მიმართულებით იმპრინტირდებიან.
In a given species, the imprinted genes are always imprinted in the same way.
524956.
ბიოლოგია | თავი XV
მაგალითად, გენი, რომელიც იმპრინტირებულია დედისეული ალელის ექსპრესიისთვის, ყოველთვის დედისეულ ალელს ექსპრესირებს და ასე გადადის თაობიდან თაობაში.
For instance, a gene imprinted for maternal allele expression is always imprinted for maternal allele expression, generation after generation.
524957.
ბიოლოგია | თავი XV
განვიხილოთ მაგალითი: ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი 2-ის გენი ერთ-ერთი იმპრინტირებული გენია, რომლის იდენტიფიკაციაც მოახდინეს.
Consider, for example, the gene for insulin-like growth factor 2, one of the first imprinted genes to be identified.
524958.
ბიოლოგია | თავი XV
მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ფაქტორი საჭიროა ნორმალური პრენატალური განვითარებისთვის, აქ ექსპრესირდება მხოლოდ მამისგან მიღებული ალელი.
Although this growth factor is required for normal prenatal growth, only the paternal allele is expressed.
524959.
ბიოლოგია | თავი XV
ჰეტეროზიგოტი (ერთი ნორმალური და ერთი მუტანტური ალელის მატარებელი) შთამომავლები ფენოტიპურად განირჩეოდნენ ერთმანეთისგან, რაც დამოკიდებული იყო იმაზე, დედისეული თუ მამისეული წარმოშობის იყო მუტანტური ალელი.
The phenotypes of heterozygous offspring (one normal allele and one mutant) differed, depending on whether the mutant allele came from the mother or the father.
524960.
ბიოლოგია | თავი XV
მაინც როგორ განვსაზღვროთ ზუსტად გენომური იმპრინტი (“ანაბეჭდი”)?
What exactly is a genomic imprint?