მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524961.
ბიოლოგია | თავი XV
როგორც ირკვევა, ბევრ შემთხვევაში ის მეთილის ჯგუფებისგან შედგება, რომელიც ციტოზინს ემატება ერთ-ერთ ალელში.
In many cases, it seems to consist of methyl groups that are added to cytosine nucleotides of one of the alleles.
524962.
ბიოლოგია | თავი XV
ასეთმა მეთილირებამ შესაძლოა უშუალოდ ალელის „გაჩუმება“ გამოიწვიოს. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც განამტკიცებს, რომ ძლიერ მეთილირებული გენები, როგორც წესი, არააქტიურია.
Such methylation may directly silence the allele, an effect consistent with evidence that heavily methylated genes are usually inactive.
524963.
ბიოლოგია | თავი XV
მიუხედავად ამისა, ზოგიერთი გენის მეთილირებას ალელის ექსპრესიის აქტივაციაც შეუძლია.
However, for a few genes, methylation has been shown to activate expression of the allele.
524964.
ბიოლოგია | თავი XV
ასე ხდება ზემოთ განხილულ Igf2-ის შემთხვევაშიც – მამისეულ ქრომოსომაში დნმ-ის გარკვეული თანამიმდევრობების მეთილირება იწვევს მამისეული Igf2 ალელის ექსპრესიას.
This is the case for the Igf2 gene: Methylation of a certain DNA sequence on the paternal chromosome leads to expression of the paternal Igf2 allele.
524965.
ბიოლოგია | თავი XV
როგორც ფიქრობენ, გენომური იმპრინტინგი ძუძუმწოვართა გენომში გენების ძალზე მცირერიცხოვან ჯგუფს უნდა მოიცავდეს, მაგრამ დღესდღეობით ცნობილი იმპრინტირებული გენების უმეტესობა არსებით როლს ასრულებს ჩანასახის განვითარებაში.
Genomic imprinting is thought to affect only a small fraction of the genes in mammalian genomes, but most of the known imprinted genes are critical for embryonic development.
524966.
ბიოლოგია | თავი XV
როგორც თაგვზე ჩატარებული ექსპერიმენტებიდან ირკვევა, ის ცხოველები, რომლებიც ზოგიერთი ქრომოსომის ორივე ასლს ერთი მშობლისგან იღებენ, მალე, ნაყოფის სტადიაზევე იღუპებიან. მნიშვნელობა არა აქვს, დედისეული თუ მამისეულია ეს ქრომოსომები.
In experiments with mice, for example, embryos engineered to inherit both copies of certain chromosomes from the same parent inevitably die before birth, whether that parent is male or female.
524967.
ბიოლოგია | თავი XV
აქედან ჩანს, რომ ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა, ჩანასახის უჯრედებს აუცილებლად ჰქონდეთ გარკვეული გენების ერთადერთი აქტიური ასლი – არც „ნული“ და არც „ორი”.
Normal development apparently requires that embryonic cells have exactly one active copy-not zero, not two of certain genes.
524968.
ბიოლოგია | თავი XV
უჯრედულ ორგანელთა გენების მემკვიდრულობა.
Inheritance of Organelle Genes.
524969.
ბიოლოგია | თავი XV
წინამდებარე თავში ჩვენი ყურადღება ძირითადად მემკვიდრულობის ქრომოსომური საფუძვლის განხილვაზე იყო ფოკუსირებული; მაგრამ გვსურს, ერთი მნიშვნელოვანი შესწორებით დავასრულოთ წინამდებარე თავი: ევკარიოტული უჯრედის ყველა გენი მხოლოდ ქრომოსომებში ან მხოლოდ ბირთვში არ არის ლოკალიზებული, ზოგიერთი მათგანი ციტოპლაზმურ ორგანელებშია მოთავსებული. ასეთ გენებს ხშირად ბირთვის გარეთ არსებულ გენებს უწოდებენ.
Although our focus in this chapter has been on the chromosomal basis of inheritance, we end with an important amendment: Not all of a eukaryotic cell's genes are located on nuclear chromosomes, or even in the nucleus. Some genes are located in organelles in the cytoplasm; these genes are sometimes called extranuclear genes.
524970.
ბიოლოგია | თავი XV
მიტოქონდრიები, ქლოროპლასტები და სხვა მცენარეული პლასტიდები მცირე ზომის რგოლური დნმ-ის მოლეკულებს შეიცავენ.
Mitochondria, as well as chloroplasts and other plant plastids, contain small circular DNA molecules that carry genes coding for proteins and RNA.
524971.
ბიოლოგია | თავი XV
ეს ორგანელები თვითონ პროდუცირდებიან და საკუთარ გენებს გადასცემენ შვილეულ ორგანელებს.
These organelles reproduce themselves and transmit their genes to daughter organelles.
524972.
ბიოლოგია | თავი XV
რადგან ორგანელებში გენების განაწილება არ ხდება იმ კანონზომიერებებით, რომლებიც უზრუნველყოფს მეიოზში ბირთვული ქრომოსომების სწორ განაწილებას, ბუნებრივია, ბირთვის გარეთ არსებული გენები არ ემორჩილებიან მენდელისეულ კანონებს.
Because organelle genes are not distributed to offspring according to the same rules that direct the distribution of nuclear chromosomes during meiosis, they do not display Mendelian inheritance.
524973.
ბიოლოგია | თავი XV
პირველი მინიშნება ბირთვის გარეთ არსებულ გენებზე კარლ კორენსის შრომებში გვხვდება. კორენსი აკვირდებოდა ყვითელი და თეთრი ლაქების მემკვიდრულობას მწვანე მცენარის ფოთლებზე.
The first hint that extranuclear genes exist came from studies by Karl Correns on the inheritance of yellow or white patches on the leaves of an otherwise green plant.
524974.
ბიოლოგია | თავი XV
მან შენიშნა (რაც 1909 წელს აღწერა თავის ნაშრომში), რომ შთამომავლობაში მემკვიდრეობით გადადიოდა მხოლოდ მდედრობითი (თესლის მომცემი) მცენარის ლაქიანობა, ხოლო მამრობითი მცენარის (რომლის მტვრის მარცვლებითაც იმტვერებოდა ყვავილები) ფოთლის ლაქიანობა გავლენას არ ახდენდა ფოთლის შეფერილობაზე.
In 1909, he observed that the coloration of the offspring was determined only by the maternal parent (the source of seeds that germinate to give rise to the offspring) and not by the paternal parent (the pollen source).
524975.
ბიოლოგია | თავი XV
მოგვიანებით გაირკვა, რომ ჭრელფოთლიანობის ნიშანს განსაზღვრავს მუტაციები მცენარის პიგმენტაციის მაკონტროლებელ პლასტიდურ გენებში.
Subsequent research showed that such coloration patterns, or variegation, are due to mutations in plastid genes that control pigmentation.
524976.
ბიოლოგია | თავი XV
მცენარეთა უმეტესობაში ზიგოტა კვერცხუჯრედის ციტოპლაზმისგან (და არა მტვრის მარცვლისგან) იღებს ყველა პლასტიდს.
In most plants, a zygote receives all its plastids from the cytoplasm of the egg and none from pollen.
524977.
ბიოლოგია | თავი XV
ზიგოტის განვითარების პროცესში, ველური ტიპის ან მუტანტური პიგმენტის განმსაზღვრელი გენები შემთხვევით ნაწილდება შვილეულ უჯრედებში.
As the zygote develops, plastids containing wild-type or mutant pigment genes are distributed randomly to daughter cells.
524978.
ბიოლოგია | თავი XV
მცენარის ფოთლის შეფერილობა დამოკიდებულია მის ქსოვილებში ველური ტიპისა და მუტანტური პლასტიდების ფარდობით შემცველობაზე.
The pattern of leaf coloration exhibited by a plant depends on the ratio of wild-type to mutant plastids in its various tissues.
524979.
ბიოლოგია | თავი XV
ამის მსგავსად, მდედრობითი სქესის მშობლიური ფორმა განსაზღვრავს მიტოქონდრიული გენების მემკვიდრულობის ხასიათს ცხოველებისა და მცენარეების უმრავლესობაში: ამ შემთხვევაშიც თითქმის ყველა მიტოქონდრია კვერცხუჯრედის ციტოპლაზმიდან ხვდება ზიგოტაში.
Similar maternal inheritance is also the rule for mitochondrial genes in most animals and plants, because almost all the mitochondria passed on to a zygote come from the cytoplasm of the egg.
524980.
ბიოლოგია | თავი XV
მიტოქონდრიულ გენთა პროდუქტები ხელს უწყობს ელექტრონის ტრანსპორტის ჯაჭვისა და ატფ-სინთაზას ცილოვანი კომპლექსების ფორმირებას.
The products of most mitochondrial genes help make up the protein complexes of the electron transport chain and ATP synthase.