მოიძებნა 669200 ჩანაწერი
524981.
ბიოლოგია | თავი XV
ამ ცილების დაზიანება იწვევს ატფ-ს შემცველობის დაქვეითებას უჯრედში და განაპირობებს ადამიანის ზოგიერთი იშვიათი დაავადების განვითარებას.
Defects in one or more of these proteins, therefore, reduce the amount of ATP the cell can make and have been shown to cause a number of rare human disorders.
524982.
ბიოლოგია | თავი XV
რადგან ენერგიის მოხმარება, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით, ყველაზე დიდია ნერვულ სისტემასა და კუნთებში, ამიტომ მიტოქონდრიული დაავადებები ძირითადად ამ სისტემებს მოიცავს; მაგალითად, მიტოქონდრიული მიოპათიით დაავადებულ პირებს აქვთ საერთო სისუსტე, არ შეუძლიათ ფიზიკური დატვირთვა, ახასიათებთ კუნთების განლევა.
Because the parts of the body most susceptible to energy deprivation are the nervous system and the muscles, most mitochondrial diseases primarily affect these systems. For example, a person with the disease called mitochondrial myopathy suffers weakness, intolerance of exercise, and muscle deterioration.
524983.
ბიოლოგია | თავი XV
გარდა ამ იშვიათი დაავადებებისა, რომლებიც აშკარად მიტოქონდრიული დნმ-ის დაზიანებას უკავშირდება, მიტოქონდრიული მუტაციები, რომელსაც ინდივიდი მემკვიდრეობით იღებს დედისგან, ზოგჯერ დიაბეტის, გულის დაავადების და ხანდაზმულობის ასაკისთვის დამახასიათებელი (როგორიცაა, მაგ. ალცჰაიმერის) სხვა პათოლოგიების მიზეზი ხდება.
In addition to the rare diseases clearly caused by defects in mitochondrial DNA, mitochondrial mutations inherited from a person's mother may contribute to at least some cases of diabetes and heart disease, as well as to other disorders that commonly debilitate the elderly, such as Alzheimer's disease.
524984.
ბიოლოგია | თავი XV
სიცოცხლის განმავლობაში ახალ-ახალი მუტაციები გროვდება ჩვენს მიტოქონდრიულ დნმ-ში და, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, ეს მუტაციები გარკვეულ როლს თამაშობენ დაბერების პროცესებში.
In the course of a lifetime, new mutations gradually accumulate in our mitochondrial DNA, and some researchers think that these mutations play a role in the normal aging process.
524985.
ბიოლოგია | თავი XV
გენების მემკვიდრულობა, მიუხედავად იმისა, თუ სად არიან ისინი ლოკალიზებული – ბირთვში თუ ციტოპლაზმურ ორგანელებში, დამოკიდებულია გენეტიკური მასალის (დნმ-ის) რეპლიკაციის სიზუსტეზე.
Wherever genes are located in the cell-in the nucleus or in cytoplasmic organelles - their inheritance depends on the precise replication of DNA, the genetic material.
524986.
ბიოლოგია | თავი XV
მომდევნო თავში თქვენ შეიტყობთ თუ როგორ მიმდინარეობს ეს მოლეკულური რეპროდუქცია.
In the next chapter, you will learn how this molecular reproduction occurs.
524987.
ბიოლოგია | თავი XVI
მემკვიდრეობის მოლეკულური საფუძვლები.
The Molecular Basis of Inheritance.
524988.
ბიოლოგია | თავი XVI
სიცოცხლის განმსაზღვრელი ინსტრუქციები.
Life's Operating Instructions.
524989.
ბიოლოგია | თავი XVI
1953 წლის აპრილში ჯეიმს უოტსონმა და ფრენსის კრიკმა მთელი სამეცნიერო სამყარო განაცვიფრეს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის, ანუ დნმ-ის, სტრუქტურის ელეგანტური ორმაგ-სპირალიანი მოდელით.
In April 1953, James Watson and Francis Crick shook the scientific world with an elegant double-helical model for the structure of deoxyribonucleic acid, or DNA.
524990.
ბიოლოგია | თავი XVI
სურათი 16. 1 გვიჩვენებს უოტსონსა და კრიკს, რომლებიც აღფრთოვანებული არიან თავისი მავთულებისა და კონსერვის ქილებისაგან აგებული დნმ-ის მოდელით.
Figure 16.1 shows Watson and Crick admiring their DNA model, which they built from wire and tin.
524991.
ბიოლოგია | თავი XVI
მას შემდეგ ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს მოდელი ახალი იდეიდან თანამედროვე ბიოლოგიის ხატად გადაიქცა.
Over the past 50 years, their model has evolved from a novel proposition to an icon of modern biology.
524992.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ, მემკვიდრეობის სუბსტანცია, ჩვენი დროის ყველაზე ცნობილი მოლეკულაა.
DNA, the substance of inheritance, is the most celebrated molecule of our time.
524993.
ბიოლოგია | თავი XVI
მენდელის მემკვიდრეობითი ფაქტორები და მორგანის გენები ქრომოსომებზე, ფაქტობრივად, დნმ-ისაგან შედგება.
Mendel's heritable factors and Morgan's genes on chromosomes are, in fact, composed of DNA.
524994.
ბიოლოგია | თავი XVI
ქიმიური თვალსაზრისით, მთელ თქვენ გენეტიკურ მასალას წარმოადგენს 46 ქრომოსომის შემადგენელი დნმ, რაც მემკვიდრეობითაა მიღებული თქვენი მშობლებისაგან.
Chemically speaking, your genetic endowment is the DNA contained in the 46 chromosomes you inherited from your parents.
524995.
ბიოლოგია | თავი XVI
ბუნებაში არსებული ყველა მოლეკულებიდან, ნუკლეინის მჟავები უნიკალურებია თავისი უნარით, წარმართონ საკუთარი რეპლიკაცია მონომერებიდან.
Of all nature's molecules, nucleic acids are unique in their ability to direct their own replication from monomers.
524996.
ბიოლოგია | თავი XVI
მართლაც, შვილების მსგავსებას თავიანთ მშობლებთან საფუძვლად უდევს დნმ-ის ზუსტი რეპლიკაცია და მისი გადაცემა ერთი გენერაციიდან შემდეგისათვის.
Indeed, the resemblance of offspring to their parents has its basis in the precise replication of DNA and its transmission from one generation to the next.
524997.
ბიოლოგია | თავი XVI
მემკვიდრეობითი ინფორმაცია კოდირებულია დნმ-ის ქიმიურ ენაზე და რეპროდუცირებას განიცდის თქვენი სხეულის ყველა უჯრედში.
Hereditary information is encoded in the chemical language of DNA and reproduced in all the cells of your body.
524998.
ბიოლოგია | თავი XVI
სწორედ ეს დნმ-ის პროგრამა განსაზღვრავს თქვენს ბიოქიმიურ, ანატომიურ, ფიზიოლოგიურ და, გარკვეულწილად, ქცევით მახასიათებლებსაც.
It is this DNA program that directs the development of your biochemical, anatomical, physiological, and, to some extent, behavioral traits.
524999.
ბიოლოგია | თავი XVI
ამ თავში, თქვენ გაიგებთ, როგორ დაადგინეს ბიოლოგებმა, რომ დნმ წარმოადგენს გენეტიკურ მასალას, როგორ აღმოაჩინეს უოტსონმა და კრიკმა მისი სტრუქტურა და როგორ ახდენენ უჯრედები თავისი დნმ-ის - მემკვიდრეობის მოლეკულური საფუძვლის - რეპლიკაციასა და რეპარაციას.
In this chapter, you will learn how biologists deduced that DNA is the genetic material, how Watson and Crick discovered its structure, and how cells replicate and repair their DNA-the molecular basis of inheritance.
525000.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ წარმოადგენს გენეტიკურ მასალას.
DNA is the genetic material.