მოიძებნა 669200 ჩანაწერი
525021.
ბიოლოგია | თავი XVI
ევერი გაცხელებით მოკლული პათოგენური ბაქტერიიდან გამოყოფდა, შემდგომ ყოველი ტიპით ცდილობდა, გამოეწვია ცოცხალი არაპათოგენური ბაქტერიის ტრანსფორმაცია.
Avery purified various types of molecules from the heat-killed pathogenic bacteria, then tried to transform live nonpathogenic bacteria with each type.
525022.
ბიოლოგია | თავი XVI
მხოლოდ დნმ-მა იმუშავა.
Only DNA worked.
525023.
ბიოლოგია | თავი XVI
საბოლოოდ, 1944 წელს, ევერიმ და მისმა კოლეგებმა მაკლინ მაკკარტიმ და კოლინ მაკლეოდმა გამოაცხადეს, რომ ტრანსფორმაციის აგენტი არის დნმ.
Finally, in 1944, Avery and his colleagues Maclyn McCarty and Colin MacLeod announced that the transforming agent was DNA.
525024.
ბიოლოგია | თავი XVI
მათი აღმოჩენა ინტერესით, მაგრამ საკმაო სკეპტიციზმით მიიღეს, ნაწილობრივ იმ დროს დამკვიდრებული რწმენის შედეგად, რომ ცილები უკეთეს კანდიდატებს წარმოადგენენ გენეტიკური მასალის როლისათვის.
Their discovery was greeted with interest but considerable skepticism, in part because of the lingering belief that proteins were better candidates for the genetic material.
525025.
ბიოლოგია | თავი XVI
გარდა ამისა, ბევრი ბიოლოგი არ იყო დარწმუნებული, რომ ბაქტერიებისა და უფრო რთული ორგანიზმების გენები ერთმანეთის მსგავსი იქნებოდა შემადგენლობისა და ფუნქციების მიხედვით.
Moreover, many biologists were not convinced that the genes of bacteria would be similar in composition and function to those of more complex organisms.
525026.
ბიოლოგია | თავი XVI
მაგრამ დაეჭვების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ძალიან ცოტა იყო ცნობილი დნმ-ის შესახებ.
But the major reason for the doubt was that so little was known about DNA.
525027.
ბიოლოგია | თავი XVI
მონაცემები, რომ ვირუსულ დნმ-ს შეუძლია უჯრედის დაპროგრამება.
Evidence That Viral DNA Can Program Cells.
525028.
ბიოლოგია | თავი XVI
დნმ-ის, როგორც გენეტიკური მასალის, დამამტკიცებელი დამატებითი მონაცემები მიღებული იქნა იმ ვირუსების კვლევიდან, რომლებიც აინფიცირებენ ბაქტერიებს.
Additional evidence for DNA as the genetic material came from studies of a virus that infects bacteria.
525029.
ბიოლოგია | თავი XVI
ვირუსები უჯრედებზე გაცილებით მარტივებია.
Viruses are much simpler than cells.
525030.
ბიოლოგია | თავი XVI
ვირუსი ოდნავ მეტია, ვიდრე დნმ (ან ხანდახან რნმ) გარშემორტყმული დამცავი შრით, რომელიც ხშირად უბრალოდ ცილას წარმოადგენს.
A virus is little more than DNA (or sometimes RNA) enclosed by a protective coat, which is often simply protein.
525031.
ბიოლოგია | თავი XVI
ვირუსი, რომ გამრავლდეს, უნდა შეიჭრას უჯრედში და „დაეუფლოს“ უჯრედის მეტაბოლურ აპარატს.
To reproduce, a virus must infect a cell and take over the cell's metabolic machinery.
525032.
ბიოლოგია | თავი XVI
ვირუსებს, რომლებიც აინფიცირებენ ბაქტერიებს, ფართოდ იყენებენ მოლეკულური გენეტიკის მკვლევრები.
Viruses that infect bacteria are widely used by researchers in molecular genetics.
525033.
ბიოლოგია | თავი XVI
ამ ვირუსებს ბაქტერიოფაგებს (რაც ნიშნავს „ბაქტერიის მჭამელს“), ან უბრალოდ ფაგებს უწოდებენ.
These viruses are called bacteriophages (meaning "bacteria-eaters"), or just phages.
525034.
ბიოლოგია | თავი XVI
1952 წელს ალფრედ ჰერშიმ და მარტა ჩეიზმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, რომელმაც აჩვენა, რომ დნმ წარმოადგენს ფაგ T2 -ის გენეტიკურ მასალას.
In 1952, Alfred Hershey and Martha Chase performed experiments showing that DNA is the genetic material of a phage known as T2.
525035.
ბიოლოგია | თავი XVI
ეს არის ერთ-ერთი იმ ფაგთაგან, რომელიც აინფიცირებს Escherichia coli-ის, ჩვეულებრივ, ძუძუმწოვარათა ნაწლავებში მცხოვრებ ბაქტერიას.
This is one of many phages that infect Escherichia coli (E. coli), a bacterium that normally lives in the intestines of mammals.
525036.
ბიოლოგია | თავი XVI
ამ დროისათვის ბიოლოგებმა უკვე იცოდნენ, რომ T2 , სხვა მრავალი ვირუსის მსგავსად, თითქმის მთლიანად შედგება დნმ-ისა და ცილისაგან.
At that time, biologists already knew that T2, like many other viruses, was composed almost entirely of DNA and protein.
525037.
ბიოლოგია | თავი XVI
მათ ასევე იცოდნენ, რომ T2 ფაგს შეუძლია E.coli-ის უჯრედი სწრაფად გადააქციოს T2 -მწარმოებელ ფაბრიკად, რომელიც უჯრედის დარღვევის შემდეგ ფაგის მრავალ ასლს გამოყოფს.
They also knew that the T2 phage could quickly turn an E. coli cell into a T2-producing factory that released many copies when the cell ruptured.
525038.
ბიოლოგია | თავი XVI
T2 -ს, რაღაცნაირად, შეუძლია „გადააპროგრამოს“ მასპინძელი უჯრედი ვირუსების საწარმოებლად.
Somehow, T2 could reprogram its host cell to produce viruses.
525039.
ბიოლოგია | თავი XVI
მაგრამ რომელი ვირუსული კომპონენტია - ცილა თუ დნმ - პასუხისმგებელი?
But which viral component-protein or DNA-was responsible?
525040.
ბიოლოგია | თავი XVI
ჰერშიმ და ჩეიზმა შეძლეს ამ შეკითხვის პასუხის პოვნა, დაგეგმეს რა ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, რომ ინფიცირების დროს T2 -ის ორი კომპონენტიდან მხოლოდ ერთი შედის E.coli-ის უჯრედში.
Hershey and Chase answered this question by devising an experiment showing that only one of the two components of T2 actually enters the E. coli cell during infection.