მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526021.
ბიოლოგია | თავი XVIII
სხვაგვარად თუ ვიტყვით, ვირუსული გარეთა გარსები წარმოიქმნება მასპინძელი უჯრედის პლაზმური მემბრანიდან, თუმცა ამ მემბრანის ზოგიერთი მოლეკულა განსაზღვრულია ვირუსული გენებით.
In other words, the viral envelope is derived from the host cell's plasma membrane, although some of the molecules of this membrane are specified by viral genes.
526022.
ბიოლოგია | თავი XVIII
გარსიან ვირუსებს ახლა უკვე შეუძლიათ სხვა უჯრედების ინფიცირება.
The enveloped viruses are now free to infect other cells.
526023.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ რეპროდუქციული ციკლის დროს მასპინძელი უჯრედი აუცილებლად არ კვდება, განსხვავებით ფაგების ლიზისური ციკლისაგან.
This reproductive cycle does not necessarily kill the host cell, in contrast to the lytic cycles of phages.
526024.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზოგიერთ ვირუსს აქვს გარეთა გარსი, რომელიც არ არის წარმოქმნილი პლაზმური მემბრანიდან.
Some viruses have envelopes that are not derived from plasma membrane.
526025.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, ჰერპესვირუსების გარსები წარმოქმნილია მასპინძელი უჯრედის ბირთვული მემბრანიდან.
The envelopes of herpesviruses, for example, are derived from the nuclear membrane of the host.
526026.
ბიოლოგია | თავი XVIII
ასეთ ვირუსებს აქვთ ორჯაჭვიანი დნმ-ის გენომი და რეპროდუცირდებიან მასპინძელი უჯრედის ბირთვში, თავისი დნმ-ის რეპლიკაციისა და ტრანსკრიფციისათვის კი ვირუსული და უჯრედული ფერმენტების კომბინაციას იყენებენ.
These viruses have a double-stranded DNA genome and reproduce within the host cell nucleus, using a combination of viral and cellular enzymes to replicate and transcribe Site their DNA.
526027.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზოგ შემთხვევაში, ჰერპესვირუსის დნმ-ის ასლები მინიქრომოსომების სახით რჩება ზოგიერთი ნერვული უჯრედების ბირთვებში.
In some cases, copies of the herpesvirus DNA remain behind as minichromosomes in the nuclei of certain nerve cells.
526028.
ბიოლოგია | თავი XVIII
აქ ისინი ლატენტურებია, სანამ რაიმე სახის ფიზიკური ან ემოციური სტრესი არ გამოიწვევს აქტიური ვირუსის წარმოქმნის ახალ ციკლს.
There they remain latent until some sort of physical or emotional stress triggers a new round of active virus production.
526029.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ ახალი ვირუსებით სხვა უჯრედების ინფიცირება იწვევს ჰერპესისათვის დამახასიათებელი წყლულების წარმოქმნას, როგორიცაა გაცივების გამონაყარი ან გენიტალური წყლულები.
The infection of other cells by these new viruses causes the blisters characteristic of herpes, such as cold sores or genital sores.
526030.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუ ადამიანმა ერთხელ ჰერპესვირუსის ინფექცია გადაიტანა, დაავადების ასეთი უცაბედი გამოვლინებები მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება დაემართოს.
Once someone acquires a herpesvirus infection, flare-ups may recur throughout the person's life.
526031.
ბიოლოგია | თავი XVIII
რნმ, როგორც ვირუსული გენეტიკური მასალა.
RNA as Viral Genetic Material.
526032.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუმცა ზოგიერთი ფაგი და მცენარეთა ვირუსების უმეტესობაც რნმ ვირუსებს წარმოადგენენ, რნმ გენომების ყველაზე ფართო ნაირსახეობა გვაქვს ცხოველების დამასნებოვნებენ ვირუსებში.
Although some phages and most plant viruses are RNA viruses, the broadest variety of RNA genomes is found among the viruses that infect animals.
526033.
ბიოლოგია | თავი XVIII
ცხოველთა ვირუსებში ნანახი სამი ტიპის ერთჯაჭვიანი რნმ გენომებიდან, IV კლასის ვირუსების გენომებს პირდაპირ შეუძლიათ, შეასრულონ მრნმ-ის როლი და ამდენად, ინფიცირებიდან მყისვე შეიძლება, მოხდეს მათი ტრანსლირება ვირუსულ ცილებში.
Among the three types of singlestranded RNA genomes found in animal viruses, the genome of class IV viruses can directly serve as mRNA and thus can be translated into viral protein immediately after infection.
526034.
ბიოლოგია | თავი XVIII
სურათი 18.8 გვიჩვენებს V კლასის ვირუსს, რომელშიც რნმ გენომი ასრულებს ყალიბის როლს მრნმ-ის სინთეზისათვის.
Figure 18.8 shows a virus of class V, in which the RNA genome serves as a template for mRNA synthesis.
526035.
ბიოლოგია | თავი XVIII
რნმ გენომი ტრანსკრიბირდება კომპლემენტარულ რნმ ჯაჭვში, რომელიც შემდეგ ფუნქციონირებს, როგორც მრნმ-იცა და ყალიბიც რნმ გენომის დამატებითი ასლების სინთეზისათვის.
The RNA genome is transcribed into complementary RNA strands, which function both as mRNA and as templates for the synthesis of additional copies of genome RNA.
526036.
ბიოლოგია | თავი XVIII
სხვა ვირუსების მსგავსად, რომლებიც მრნმ-ის წარმოსაქმნელად საჭიროებენ რნმ - რნმ სინთეზს, ეს ვირუსიც იყენებს ვირუსულ ფერმენტს, რომელიც კაპსიდაში გენომთან ერთადაა მოთავსებული.
Like all viruses that require RNA - RNA synthesis to make mRNA, this one uses a viral enzyme that is packaged with the genome inside the capsid.
526037.
ბიოლოგია | თავი XVIII
ცხოველთა რნმ ვირუსებიდან ყველაზე რთული რეპროდუქციული ციკლი აქვთ რეტროვირუსებს (კლასი VI).
The RNA animal viruses with the most complicated reproductive cycles are the retroviruses (class VI).
526038.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს ვირუსები აღჭურვილი არიან ფერმენტით, სახელად უკუტრანსკრიპტაზა, რომელიც რნმ ყალიბის ტრანსკრიფციას ახდენს დნმ-ში და ამრიგად, განაპირობებს ინფორმაციის დინებას რნმ - დნმ მიმართულებით, ანუ ჩვეულებრივი მიმართულების საპირისპიროდ.
These viruses are equipped with an enzyme called reverse transcriptase, which transcribes an RNA template into DNA, providing an RNA _ DNA information flow, the opposite of the usual direction.
526039.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ უჩვეულო ფენომენმა წარმოქმნა სახელი რეტროვირუსები (რეტრო ნიშნავს „უკან“).
This unusual phenomenon gave rise to the name retroviruses (retro means "backward").
526040.
ბიოლოგია | თავი XVIII
განსაკუთრებული სამედიცინო მნიშვნელობისაა აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) რეტროვირუსი, რომელიც იწვევს შიდს-ს (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი).
Of particular medical importance is HIV (human immunodeficiency virus), the retrovirus that causes AIDS (acquired immunodeficiency syndrome).