მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526061.
ბიოლოგია | თავი XVIII
მართლაც, ზოგიერთი ვირუსული გენები უმთავრესად მასპინძელი გენების იდენტურია.
Indeed, some viral genes are essentially identical to genes of the host.
526062.
ბიოლოგია | თავი XVIII
მეორე მხრივ, მრავალი ვირუსული გენომის უახლესმა გაშიფვრამ აჩვენა, რომ გარკვეული ვირუსების გენეტიკური თანამიმდევრობები საკმაოდ მსგავსია მათთან, თითქოსდა, შორეულად დაკავშირებული ვირუსების თანამიმდევრობებისა.
On the other hand, recent sequencing of many viral genomes has found that the genetic sequences of some viruses are quite similar to those of seemingly distantly related viruses.
526063.
ბიოლოგია | თავი XVIII
როგორებიცაა, მაგალითად ცხოველის ვირუსი და მცენარის ვირუსი, რომელთაც მსგავსი თანამიმდევრობები აქვთ
Such as an animal virus and a plant virus that share similar sequences
526064.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს გენეტიკური მსგავსება, შესაძლოა, ასახავდეს ვირუსული გენების იმ ჯგუფების შენარჩუნებას, რომლებიც ევოლუციურად წარმატებული იყვნენ ვირუსებისა და მათი მასპინძელი ევკარიოტული უჯრედების ადრეული ევოლუციის სტადიაზე.
This genetic similarity may reflect the persistence of groups of viral genes that were evolutionarily successful during the early evolution of viruses and the eukaryotic cells serving as their hosts.
526065.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსების წარმოქმნა კი კვლავაც სერიოზული დებატების საგანს წარმოადგენს.
The origin of viruses is still a topic of much debate.
526066.
ბიოლოგია | თავი XVIII
შესაძლოა, უადრესი ვირუსები წარმოადგენდნენ ნუკლეინის მჟავების შეუმოსავ, შიშველ ფრაგმენტებს, რომელთაც შეეძლოთ ერთი უჯრედიდან მეორეში გადასვლა უჯრედის დაზიანებული ზედაპირის გავლით.
Perhaps the earliest viruses were naked bits of nucleic acid that made it from one cell to another via injured cell surfaces.
526067.
ბიოლოგია | თავი XVIII
კაპსიდის ცილების მაკოდირებელი გენების ევოლუციამ, ალბათ, გაადვილა დაუზიანებელი უჯრედების ინფიცირება.
The evolution of genes coding for capsid proteins may have facilitated the infection of undamaged cells.
526068.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული გენომების წარმოქმნის წყაროს კანდიდატებს შორის მოიაზრება პლაზმიდები და ტრანსპოზონები, გენეტიკური ელემენტები, რომელთაც უფრო დეტალურად განვიხილავთ მოგვიანებით, ამავე თავში.
Candidates for the original sources of viral genomes include plasmids and transposons, genetic elements that we will discuss in more detail later in the chapter.
526069.
ბიოლოგია | თავი XVIII
პლაზმიდები არის პატარა, წრიული დნმ-ის მოლეკულები, რომლებიც ნანახია ბაქტერიებსა და ასევე, საფუარებში, რომლებიც ერთუჯრედიან ევკარიოტებს წარმოადგენენ.
Plasmids are small, circular DNA molecules, found in bacteria and also in yeasts, which are unicellular eukaryotes.
526070.
ბიოლოგია | თავი XVIII
პლაზმიდები უჯრედის გენომისაგან ცალკე არსებობენ, შეუძლიათ გენომისაგან დამოუკიდებლად რეპლიცირება და ხანდახან, ხდება მათი გაცვლა უჯრედებს შორის.
Plasmids exist apart from the cell's genome, can replicate independently of the genome, and are occasionally transferred between cells.
526071.
ბიოლოგია | თავი XVIII
ტრანსპოზონები დნმ-ის სეგმენტებია, რომელთაც შეუძლიათ უჯრედის გენომის შიგნით ერთი მდებარეობიდან სხვაზე გადასვლა.
Transposons are DNA segments that can move from one location to another within a cell's genome.
526072.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამგვარად, პლაზმიდებს, ტრანსპოზონებსა და ვირუსებს მნიშვნელოვანი საერთო თვისება გააჩნიათ: ისინი წარმოადგენენ მობილურ გენეტიკურ ელემენტებს.
Thus, plasmids, transposons, and viruses all share an important feature: They are mobile genetic elements.
526073.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსებსა და მათი მასპინძელი უჯრედების გენომებს შორის არსებული ახლაც მიმდინარე ევოლუციური ურთიერთქმედება წარმოადგენს ასოციაციას, რომელიც ვირუსებს მეტად სასარგებლო მოდელურ სისტემებად აქცევს მოლეკულურ ბიოლოგიაში.
The ongoing evolutionary relationship between viruses and the genomes of their host cells is an association that makes viruses very useful model systems in molecular biology.
526074.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსების შესახებ შეძენილ ცოდნას მრავალი პრაქტიკული გამოყენებაც აქვს, რამეთუ ვირუსები, დაავადების გამოწვევის უნარის საშუალებით, უზარმაზარ გავლენას ახდენენ ყველა ცოცხალ ორგანიზმზე.
Knowledge about viruses also has many practical applications, since viruses have a tremendous impact on all living organisms through their ability to cause disease.
526075.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსები, ვიროიდები და პრიონები სახიფათო პათოგენებს წარმოადგენენ ცხოველებსა და მცენარეებში.
Viruses, viroids, and prions are formidable pathogens in animals and plants sel printot.
526076.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული ინფექციებით გამოწვეული დაავადებანი აზიანებს ადამიანებს, სასოფლო-სამეურნეო კულტურებსა და ცხოველებს მთელ მსოფლიოში.
Diseases caused by viral infections afflict humans, agricultural crops, and livestock worldwide.
526077.
ბიოლოგია | თავი XVIII
სხვა უფრო მცირე და ნაკლებად რთული წარმონაქმნები, რომლებიც ცნობილია ვიროიდებისა და პრიონების სახელით, ასევე იწვევენ დაავადებებს მცენარეებსა და ცხოველებში.
Other smaller, less complex entities known as viroids and prions also cause disease in plants and animals.
526078.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული დაავადებები ცხოველებში.
Viral Diseases in Animals.
526079.
ბიოლოგია | თავი XVIII
კავშირი ვირუსულ ინფექციასა და მის მიერ წარმოქმნილ სიმპტომებს შორის ხშირად არ არის ნათელი.
The link between a viral infection and the symptoms it produces is often obscure.
526080.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსებმა, შესაძლოა, დააზიანონ ან მოკლან უჯრედები, იწვევენ რა ლიზოსომებიდან ჰიდროლიზური ფერმენტების გამოთავისუფლებას.
Viruses may damage or kill cells by causing the release of hydrolytic enzymes from lysosomes.