მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526081.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზოგიერთი ვირუსის მოქმედების შედეგად, ინფიცირებული უჯრედები იწყებენ ტოქსინების გამომუშავებას, რაც დაავადების სიმპტომებს განაპირობებს.
Some viruses cause infected cells to produce toxins that lead to disease symptoms.
526082.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზოგიერთი ვირუსი კი თვითონ შეიცავს მოლეკულურ კომპონენტებს, რომლებიც ტოქსიკურია, მაგალითად გარეთა გარსის ცილები.
Some have molecular components that are toxic, such as envelope proteins.
526083.
ბიოლოგია | თავი XVIII
რა ზომის დაზიანებას გამოიწვევს ვირუსი, ნაწილობრივ დამოკიდებულია ინფიცირებული ქსოვილის რეგენერირების უნარზე უჯრედის დაყოფის საშუალებით.
How much damage a virus causes depends partly on the ability of the infected tissue to regenerate by cell division.
526084.
ბიოლოგია | თავი XVIII
ადამიანები, ჩვეულებრივ, მთლიანად იკურნებიან გაცივებისაგან, რადგანაც რესპირატორული ტრაქტის ეპითელიუმს, რომელიც ინფიცირდება ვირუსებით, ეფექტურად შეუძლია თავის აღდგენა.
People usually recover completely from colds because the epithelium of the respiratory tract, which the viruses infect, can efficiently repair itself.
526085.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამის საპირისპიროდ, პოლიოვირუსით გამოწვეული ზრდასრული ნერვული უჯრედების დაზიანება უკვე მუდმივია, რადგანაც ეს უჯრედები არ იყოფა და მათი ჩანაცვლება, ჩვეულებრივ, ვერ ხერხდება.
In contrast, damage inflicted by poliovirus to mature nerve cells is permanent, because these cells do not divide and usually cannot be replaced.
526086.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსულ ინფექციებთან ასოცირებული მრავალი დროებითი სიმპტომი, როგორიცაა ციება და ტკივილები, ფაქტობრივად გამოწვეულია თავად სხეულის მიერ ინფექციასთან შებრძოლების მცდელობის შედეგად.
Many of the temporary symptoms associated with viral infections, such as fever and aches, actually result from the body's own efforts at defending itself against infection.
526087.
ბიოლოგია | თავი XVIII
იმუნური სისტემა სხეულის ბუნებრივი თავდაცვითი სისტემის რთული და კრიტიკული ნაწილია.
The immune system is a complex and critical part of the body's natural defenses.
526088.
ბიოლოგია | თავი XVIII
იმუნური სისტემა ასევე წარმოადგენს ვირუსული ინფექციების თავიდან ასაცილებელი მთავარი სამედიცინო იარაღის - ვაქცინების - საფუძველს.
The immune system is also the basis for the major medical tool for preventing viral infections-vaccines.
526089.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვაქცინები არის პათოგენური მიკრობების უსაფრთხო ვარიანტები ან მათი წარმოებულები, რომლებიც ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას, ფაქტობრივი პათოგენის წინააღმდეგ თავდაცვის გამოსამუშავებლად.
Vaccines are harmless variants or derivatives of pathogenic microbes that stimulate the immune system to mount defenses against the actual pathogen.
526090.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვაქცინაციის შედეგად აღმოიფხვრა ყვავილი, ერთ დროს მსოფლიოს მრავალ ნაწილში გავრცელებული დამანგრეველი ეპიდემია.
Vaccination has eradicated smallpox, at one time a devastating scourge in many parts of the world.
526091.
ბიოლოგია | თავი XVIII
ყვავილის, პოლიომიელიტისა და წითელას გამომწვევი ვირუსები მხოლოდ ადამიანებს აინფიცირებენ.
The viruses that cause smallpox, polio, and measles infect only humans.
526092.
ბიოლოგია | თავი XVIII
სწორედ ეს ძალიან ვიწრო მასპინძელი არეალი იყო მნიშვნელოვანი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ყვავილის აღმოფხვრის წარმატებული მცდელობის საქმეში.
This very narrow host range was critical to the successful effort of the World Health Organization to eradicate smallpox.
526093.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამჟამად, მსგავსი, მსოფლიო მასშტაბის საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს დარჩენილი ორი ვირუსის ასევე აღმოსაფხვრელად.
Similar worldwide vaccination campaigns currently are under way to eradicate the other two viruses as well.
526094.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეფექტური ვაქცინები არსებობს ასევე წითურას, ყბაყურას , B ჰეპატიტისა და რიგი სხვა ვირუსული დაავადების წინააღმდეგ.
Effective vaccines are also available against rubella, mumps, hepatitis B, and a number of other viral diseases.
526095.
ბიოლოგია | თავი XVIII
მართალია, ვაქცინებს შეუძლიათ, აგვარიდონ გარკვეული ვირუსული დაავადებანი, მაგრამ სამედიცინო ტექნოლოგიას, დღესდღეობით, მცირე დახმარების აღმოჩენა ძალუძს უმეტესი ვირუსული დაავადებებისაგან განკურნების საქმეში, უკვე მათი დაწყების შემდეგ.
Although vaccines can prevent certain viral illnesses, medical technology can do little, at present, to cure most viral infections once they occur.
526096.
ბიოლოგია | თავი XVIII
ანტიბიოტიკები, რომლებიც ბაქტერიული ინფექციებისაგან განკურნებაში გვეხმარებიან, ვირუსების წინააღმდეგ უძლურია.
The antibiotics that help us recover from bacterial infections are powerless against viruses.
526097.
ბიოლოგია | თავი XVIII
ანტიბიოტიკები ბაქტერიებს კლავენ ამ პათოგენებისათვის სპეციფიკური ფერმენტებით კატალიზებული პროცესების ინჰიბირების გზით; მაგრამ ვირუსებს საკუთარი ფერმენტები ან ცოტა აქვთ, ან საერთოდ არ გააჩნიათ.
Antibiotics kill bacteria by inhibiting enzyme-catalyzed processes specific to the pathogens, but viruses have few or no enzymes of their own.
526098.
ბიოლოგია | თავი XVIII
მიუხედავად ამისა, რამდენიმე წამალი ეფექტურად ებრძვის ზოგიერთ ვირუსს.
However, a few drugs effectively combat certain viruses.
526099.
ბიოლოგია | თავი XVIII
ანტივირუსული წამლების უმეტესობა ჰგავს ნუკლეოზიდებს და ამის შედეგად, მოქმედებს ვირუსული ნუკლეინის მჟავის სინთეზზე.
Most antiviral drugs resemble nucleosides and as a result interfere with viral nucleic acid synthesis.
526100.
ბიოლოგია | თავი XVIII
ერთ ასეთ წამალს წარმოადგენს აციკლოვირი.
One such drug is acyclovir.