მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526101.
ბიოლოგია | თავი XVIII
ის აფერხებს ჰერპესვირუსის რეპროდუქციას იმ ვირუსული პოლიმერაზის ინჰიბირების საშუალებით, რომელიც ასინთეზებს ვირუსულ დნმ-ს.
Which impedes herpesvirus reproduction by inhibiting the viral polymerase that synthesizes viral DNA.
526102.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამის მსგავსად, აზიდოთიმიდინი (აზთ) აფერხებს აივ-ის რეპროდუქციას უკუტრანსკრიპტაზას მიერ დნმ-ის სინთეზის პროცესში ჩარევის შედეგად.
Similarly, azidothymidine (AZT) curbs HIV reproduction by interfering with the synthesis of DNA by reverse transcriptase.
526103.
ბიოლოგია | თავი XVIII
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, დიდი მცდელობა იყო მიმართული აივ-ის საწინააღმდეგო წამლების შესამუშავებლად.
In the past ten years, much effort has gone into developing drugs against HIV.
526104.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამჟამად, ყველაზე ეფექტურადაა მიჩნეული მულტიმედიკამენტოზური მკურნალობები, რომელთაც ხანდახან „კოქტეილებს“ უწოდებენ.
Currently, multidrug treatments, sometimes called "cocktails," have been found to be most effective.
526105.
ბიოლოგია | თავი XVIII
ასეთი რეჟიმი ძირითადად შეიცავს ორი ნუკლეოზიდის მსგავსი ნაერთისა და პროტეაზის ინჰიბიტორის კომბინაციას.
Such a regimen commonly includes a combination of two nucleoside mimics and a protease inhibitor.
526106.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს უკანასკნელი მოქმედებს ფერმენტზე, რომელიც საჭიროა ვირუსული ნაწილაკების ასაწყობად.
Which interferes with an enzyme required for assembly of virus particles.
526107.
ბიოლოგია | თავი XVIII
აღმოცენებადი ვირუსები.
Emerging Viruses.
526108.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსებს, რომლებიც უცბად ჩნდება ან უცბად მოექცევიან მედიცინაში მოღვაწე მეცნიერთა ყურადღების არეში, ხშირად აღმოცენებად ვირუსებს უწოდებენ.
Viruses that appear suddenly or that suddenly come to the attention of medical scientists are often referred to as emerging viruses.
526109.
ბიოლოგია | თავი XVIII
აივ-ი, შიდს-ის ვირუსი, ამის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.
HIV, the AIDS virus, is a classic example.
526110.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს ვირუსი სან-ფრანცისკოში გამოჩნდა 1980-იანი წლების დასაწყისში, თითქოსდა არსაიდან.
This virus appeared in San Francisco in the early 1980s, seemingly out of nowhere.
526111.
ბიოლოგია | თავი XVIII
მომაკვდინებელი ებოლას ვირუსი, თავდაპირველად ცენტრალურ აფრიკაში ნანახი 1976 წელს, არის ერთ-ერთი რამდენიმე აღმოცენებადი ვირუსებიდან, რომლებიც იწვევენ ჰემორაგიულ ციებას.
The deadly Ebola virus, recognized initially in 1976 in central Africa, is one of several emerging viruses that cause hemorrhagic fever.
526112.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს, ხშირ შემთხვევაში, ფატალურ სინდრომია, რომელსაც ახასიათებს ციება, სიცხე, გულისრევა, მასიური სისხლდენა და ცირკულაციური სისტემის კოლაფსი.
An often fatal syndrome characterized by fever, vomiting, massive bleeding, and circulatory system collapse.
526113.
ბიოლოგია | თავი XVIII
მთელი რიგი სხვა, სახიფათო ახალი ვირუსები იწვევს ენცეფალიტს, ტვინის ანთებას.
A number of other dangerous new viruses cause encephalitis, inflammation of the brain.
526114.
ბიოლოგია | თავი XVIII
ერთი მაგალითია ვესტ ნილის ვირუსი, რომელიც პირველად გამოჩნდა ჩრდილოეთ ამერიკაში 1999 წელს და გავრცელდა აშშ-ს ყველა მიმდებარე 48 შტატში.
One example is the West Nile virus, which appeared for the first time in North America in 1999 and has spread to all 48 contiguous states in the U.S.
526115.
ბიოლოგია | თავი XVIII
კიდევ უფრო ახლახან გამოჩენილი ვირუსული დაავადებაა ძლიერი მწვავე რესპირატორული სინდრომი (ძმრს - ინგლ. SARS), რომელიც პირველად სამხრეთ ჩინეთში გამოჩნდა 2002 წლის ნოემბერში.
An even more recent viral disease to emerge is severe acute respiratory syndrome (SARS), which first appeared in southern China in November 2002.
526116.
ბიოლოგია | თავი XVIII
2002 წლის ნოემბრიდან 2003 წლის ივლისამდე მომხდარი დაავადების გლობალური აფეთქების პერიოდში დაახლოებით 8 000 ადამიანი ინფიცირდა, რომელთაგან 700-ზე მეტი გარდაიცვალა.
During a global outbreak from November 2002 to July 2003, about 8,000 people were known to be infected, of whom more than 700 subsequently died.
526117.
ბიოლოგია | თავი XVIII
საიდან და როგორ იჭრებიან ასეთი ვირუსები ადამიანთა სცენაზე, იწვევენ რა მანამდე იშვიათ ან უცნობ დაავადებებს?
From where and how do such viruses burst on the human scene, giving rise to previously rare or unknown diseases?
526118.
ბიოლოგია | თავი XVIII
სამი პროცესი უწყობს ხელს ვირუსული დაავადებების უეცარ გაჩენას.
Three processes contribute to the emergence of viral diseases.
526119.
ბიოლოგია | თავი XVIII
პირველი, არსებული ვირუსების მუტაციები, ამ ახალი დაავადებების მთავარ წყაროს წარმოადგენს.
First, the mutation of existing viruses is a major source of these new diseases.
526120.
ბიოლოგია | თავი XVIII
რნმ ვირუსებს აქვთ მიდრეკილება, უჩვეულოდ მაღალი სიხშირით განიცადონ მუტაციები, რადგანაც მათი რნმ გენომების რეპლიკაციისას მომხდარი შეცდომების შესწორება აღარ ხორციელდება.
RNA viruses tend to have an unusually high rate of mutation because errors in replicating their RNA genomes are not corrected by proofreading.