მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526121.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზოგიერთი მუტაციების შედეგად, არსებული ვირუსები გარდაიქმნებიან ახალ გენეტიკურ ნაირსახეობებად (ხაზებად), რომელთაც დაავადების გამოწვევა იმ ინდივიდებშიც შეუძლიათ, ვისაც იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული წინამორბედი ვირუსებისადმი.
Some mutations enable existing viruses to evolve into new genetic varieties (strains) that can cause disease in individuals who had developed immunity to the ancestral virus.
526122.
ბიოლოგია | თავი XVIII
გრიპის ეპიდემიები, მაგალითად, წარმოიქმნება გრიპის ვირუსის ახალი ხაზების მიერ, რომლებიც გენეტიკურად საკმარისად განსხვავდება წინა ხაზებისაგან, რომ ადამიანებს მცირე იმუნიტეტი ჰქონდეთ მათ მიმართ.
Flu epidemics, for instance, are caused by new strains of influenza virus genetically different enough from earlier strains that people have little immunity to them.
526123.
ბიოლოგია | თავი XVIII
ახალი ვირუსული დაავადებების მეორე წყაროა არსებული ვირუსების გავრცელება ერთი მასპინძელი სახეობებიდან სხვებზე.
Another source of new viral diseases is the spread of existing viruses from one host species to another.
526124.
ბიოლოგია | თავი XVIII
მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ადამიანის ახალი დაავადებების დაახლოებით სამი მეოთხედი საწყისს იღებს სხვა ცხოველებიდან.
Scientists estimate that about three-quarters of new human diseases originate in other animals.
526125.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, ჰანტავირუსი ჩვეულებრივია მღრღნელებში, განსაკუთრებით თეთრფეხა მემინდვრიაში.
For example, hantavirus is common in rodents, especially deer mice.
526126.
ბიოლოგია | თავი XVIII
მათი პოპულაცია მკვეთრად გაიზარდა შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთში 1993 წელს, მას შემდეგ, რაც უჩვეულოდ ნესტიანი ამინდის შედეგად საგრძნობლად მოიმატა მღრღნელების საკვების წყარომ.
The population of deer mice in the southwestern United States exploded in 1993 after unusually wet weather increased the rodents' food supply.
526127.
ბიოლოგია | თავი XVIII
მრავალი ადამიანი, რომელთაც შეისუნთქეს ინფიცირებული თაგვების შარდისა და ფეკალიების ნარჩენების შემცველი მტვერი, ინფიცირდა ჰანტავირუსით, და მათგან რამდენიმე ათეული გარდაიცვალა.
Many people who inhaled dust containing traces of urine and feces from infected mice became infected with hantavirus, and dozens died.
526128.
ბიოლოგია | თავი XVIII
SARS-ის გამომწვევი ვირუსის წყარო 2004 წლისათვის ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუმცა კანდიდატებს შორის არიან ეგზოტიკური ცხოველები, რომლებიც ჩინეთში, პროდუქტების ბაზრებში იქნა ნანახი.
The source of the SARS-causing virus was still undetermined as of spring 2004, although candidates include the exotic animals found in food markets in China.
526129.
ბიოლოგია | თავი XVIII
ხოლო 2004 წლის დასაწყისში გამოჩნდა ცნობები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირველი ადამიანების დასნებოვნების შესახებ გრიპის ვირუსით, რომელიც მანამდე ნანახი იყო მხოლოდ ფრინველებში.
And early 2004 brought reports of the first cases of people in southeast Asia infected with a flu virus previously seen only in birds.
526130.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუ ეს ვირუსი ისე განვითარდება, რომ ადვილად შეძლებს გადასვლას ადამიანიდან ადამიანზე, დაავადების დიდი აფეთქების სერიოზული საფრთხე წარმოიქმნება.
If this virus evolves so that it can spread easily from person to person, the potential for a major human outbreak is significant.
526131.
ბიოლოგია | თავი XVIII
მართლაც, არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ 1918-1919 წლების გრიპის პანდემია, რომლის შედეგადაც დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, სწორედ ფრინველებიდან წარმოიშვა.
Indeed, evidence is strong that the flu pandemic of 1918-1919, which killed about 40 million people, originated in birds.
526132.
ბიოლოგია | თავი XVIII
დაბოლოს, ვირუსული დაავადების გამოსვლამ პატარა, იზოლირებული პოპულაციიდან შესაძლოა, ფართოდ გავრცელებული ეპიდემიები გამოიწვიოს.
From Finally, the dissemination of a viral disease from a small, isolated population can lead to widespread epidemics.
526133.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, შიდსი უსახელოდ და ფაქტობრივად შეუმჩნევლად მიმდინარეობდა ათწლეულების განმავლობაში, სანამ დაიწყებოდა მისი გავრცელება მთელ მსოფლიოში.
For instance, AIDS went unnamed and virtually unnoticed for decades before it began to spread around the world.
526134.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ შემთხვევაში ტექნოლოგიურმა და სოციალურმა ფაქტორებმა, როგორებიცაა ხელმისაწვდომი ინტერნაციონალური მოგზაურობები, სისხლის გადასხმები, უწესრიგო და მრავალფეროვანი სექსუალური კავშირები და ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარება, ხელი შეუწყვეს ადამიანის მანამდე იშვიათ დაავადებას, გადაქცეულიყო გლობალურ უბედურებად.
In this case, technological and social factors, including affordable international travel, blood transfusions, sexual promiscuity, and the abuse of intravenous drugs, allowed a previously rare human disease to become a global scourge.
526135.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამრიგად, აღმოცენებადი ვირუსები, ძირითადად, არ წარმოადგენენ ახალ ვირუსებს.
Thus, emerging viruses are generally not new.
526136.
ბიოლოგია | თავი XVIII
არამედ ისინი არიან უკვე არსებული ვირუსები, რომელთაც განიცადეს მუტაცია, გადავიდნენ ახალ მასპინძელ სახეობებზე, ან უფრო ფართოდ გავრცელდნენ საკუთარ მასპინძელ სახეობებში.
Rather, they are existing viruses that mutate, spread to new host species, or disseminate more widely in the current host species.
526137.
ბიოლოგია | თავი XVIII
ცვლილებებმა მასპინძლის ქცევაში, ან გარემო ცვლილებებმა შეიძლება, გაზარდოს ვირუსული მოძრაობა, რაც განაპირობებს დაავადებების გაჩენას.
Changes in host behavior or environmental changes can increase the viral traffic responsible for emerging diseases.
526138.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, ახალი გზების გაყვანამ დაშორებულა ადგილებში შესაძლოა, ხელი შეუწყოს ვირუსების გავრცელებას ადამიანთა მანამდე იზოლირებულ პოპულაციებს შორის.
For example, new roads through remote areas can allow viruses to spread between previously isolated human populations.
526139.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული დაავადებები მცენარეებში.
Viral Diseases in Plants.
526140.
ბიოლოგია | თავი XVIII
ცნობილია 2 000-ზე მეტი ტიპის მცენარეთა ვირუსული დაავადებანი, რომლებიც ერთად არიან მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიური $15 მილიარდიანი ზარალისათვის, სასოფლო-სამეურნეო და მებაღეობის კულტურების მოსავლის განადგურების გზით.
More than 2,000 types of viral diseases of plants are known, and together they account for an estimated loss of $15 billion annually worldwide due to agricultural and horticultural crop destruction.