მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526141.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული ინფექციების ზოგადი სიმპტომებია ფოთლებსა და ხილზე წარმოქმნილი თეთრი ან ყავისფერი ლაქები, შეფერხებული ზრდა და დაზიანებული ყვავილები ან ფესვები, რასაც ყველაფერს მივყავართ მოსავლის შემცირებისა და მისი ხარისხის გაუარესებამდე.
Common symptoms of viral infection include bleached or brown spots on leaves and fruits, stunted growth, and damaged flowers or roots, all tending to diminish the yield and quality of crops.
526142.
ბიოლოგია | თავი XVIII
მცენარეთა ვირუსების ძირითადი სტრუქტურა და რეპლიკაციის მოდელი მსგავსია ცხოველთა ვირუსებისა.
Plant viruses have the same basic structure and mode of replication as animal viruses.
526143.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჯერჯერობით აღმოჩენილი მცენარეთა ვირუსების უმეტესობას რნმ გენომი აქვთ, მათ შორის თამბაქოს მოზაიკის ვირუსსაც (თმვ).
Most plant viruses discovered thus far, including tobacco mosaic virus (TMV), have an RNA genome.
526144.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბევრს აქვს ჩხირის ფორმის კაპსიდა, როგორც თმვ-ს, სხვებს კი პოლიედრული კაპსიდები აქვთ.
Many have a rod-shaped capsid, like TMV; others have a polyhedral capsid.
526145.
ბიოლოგია | თავი XVIII
მცენარეთა ვირუსული დაავადებები ვრცელდება ორი ძირითადი გზით.
Plant viral diseases spread by two major routes.
526146.
ბიოლოგია | თავი XVIII
პირველ გზაში, რომელსაც ჰორიზონტალური ტრანსმისია ეწოდება, მცენარის ინფიცირება ვირუსის გარე წყაროდან ხდება.
In the first route, called horizontal transmission, a plant is infected from an external source of the virus.
526147.
ბიოლოგია | თავი XVIII
მცენარეში შეჭრილმა ვირუსმა თავდაპირველად უნდა გაიაროს უჯრედთა გარეთა დამცველი შრე (ეპიდერმისი).
Because the invading virus must get past the plant's outer protective layer of cells (the epidermis).
526148.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამიტომ მცენარე ნაკლებად მდგრადი ხდება ვირუსული ინფექციების მიმართ, თუ უკვე არის დაზიანებული ქარის, მწერების მიერ, ან აქვს რაიმე ჭრილობა.
Thus the plant becomes more susceptible to viral infections if it has been damaged by wind, injury, or insects.
526149.
ბიოლოგია | თავი XVIII
მწერები ორმაგ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგანაც შეიძლება ასევე შეასრულონ ვირუსების გადამტანის როლი და გაავრცელონ დაავადება მცენარიდან მცენარეზე.
Insects pose a double threat, because they can also act as carriers of viruses, transmitting disease from plant to plant.
526150.
ბიოლოგია | თავი XVIII
ფერმერებმა და მებაღეებმაც, შესაძლოა, უნებლიეთ გადაიტანონ ვირუსები სასხლავი მაკრატლით ან სხვა იარაღებით.
Farmers and gardeners may transmit plant viruses inadvertently on pruning shears and other tools.
526151.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული ინფექციების გადატანის მეორე გზა არის ვერტიკალური ტრანსმისია, რომლის დროსაც მცენარეს ვირუსული ინფექცია მემკვიდრეობით გადაეცემა მშობლისაგან.
The other route of viral infection is vertical transmission, in which a plant inherits a viral infection from a parent.
526152.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვერტიკალური ტრანსმისია შეიძლება განხორციელდეს უსქესო გამრავლებისას (მაგალითად, გასამრავლებლად მცენარეთა ნაწილების აღებისას) ან სქესობრივი გამრავლების დროს, ინფიცირებული თესლების მეშვეობით.
Vertical transmission can occur in asexual propagation (for example, by taking cuttings) or in sexual reproduction via infected seeds.
526153.
ბიოლოგია | თავი XVIII
მას შემდეგ, რაც ვირუსი შეაღწევს მცენარის უჯრედში და დაიწყებს გამრავლებას, ვირუსული კომპონენტები ადვილად ვრცელდება მთელ მცენარეში პლაზმოდესმის გავლით.
Once a virus enters a plant cell and begins reproducing, viral components can spread throughout the plant by passing through plasmodesmata.
526154.
ბიოლოგია | თავი XVIII
პლაზმოდესმა არის მცენარის მომიჯნავე უჯრედებს შორის არსებული კედლების გამჭოლი ციტოპლაზმური კავშირები.
The cytoplasmic connections that penetrate the walls between adjacent plant cells.
526155.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსული გენების მიერ კოდირებულ ცილებს შეუძლიათ პლაზმოდესმის დიამეტრის იმგვარად შეცვლა, რომ ვირუსულ ცილებსა თუ გენომებს მასში გაღწევის საშუალება მიეცეს.
Proteins encoded by viral genes are capable of altering the diameter of plasmodesmata to allow passage of viral proteins or genomes.
526156.
ბიოლოგია | თავი XVIII
მეცნიერებს ჯერ არ შეუმუშავებიათ მკურნალობა მცენარეთა ვირუსული დაავადებების უმეტესობისათვის.
Scientists have not yet devised cures for most viral plant diseases.
526157.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამიტომ, მათი მცდელობა უმთავრესად მიმართულია ასეთ დაავადებათა შემთხვევებისა და მათი გავრცელების შემცირებისაკენ; ასევე, სასოფლო-სამეურნეო კულტურების გარკვეული ვირუსებისადმი მდგრადი სახეობების გამოყვანისაკენ.
So their efforts are focused largely on reducing the incidence and transmission of such diseases and on breeding varieties of crop plants that are relatively resistant to certain viruses.
526158.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვიროიდები და პრიონები: უმარტივესი დამაინფიცირებელი აგენტები.
Viroids and Prions: The Simplest Infectious Agents.
526159.
ბიოლოგია | თავი XVIII
რაოდენ პატარა და მარტივები არიან ვირუსები, მაგრამ ისინი დიდები ჩანს პათოგენების კიდევ ერთი კლასთან: ვიროიდებთან შედარებით.
As small and simple as viruses are, they dwarf another class of pathogens: viroids.
526160.
ბიოლოგია | თავი XVIII
ესენი არიან რნმ-ის წრიული მოლეკულები, რომელთა სიგრძე მხოლოდ რამდენიმე ასეული ნუკლეოტიდია და რომელნიც აინფიცირებენ მცენარეებს.
These are circular RNA molecules, only several hundred nucleotides long, that infect plants.