მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526161.
ბიოლოგია | თავი XVIII
ერთმა ვიროიდულმა დაავადებამ გამოიწვია 10 მილიონზე მეტი ქოქოსის პალმის დაღუპვა ფილიპინებზე.
One viroid disease has killed over 10 million coconut palms in the Philippines.
526162.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვიროიდები არ კოდირებენ ცილებს, მაგრამ შეუძლიათ რეპლიცირება მასპინძელი მცენარის უჯრედებში, ალბათ უჯრედული ფერმენტების გამოყენებით.
Viroids do not encode proteins but can replicate in host plant cells, apparently using cellular enzymes.
526163.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს მცირე რნმ-ის მოლეკულები უნდა იწვევდნენ შეცდომების წარმოქმნას მცენარის ზრდის მაკონტროლირებელ რეგულატორულ სისტემებში.
These small RNA molecules seem to cause errors in the regulatory systems that control plant growth.
526164.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამიტომაც, ვიროიდულ დაავადებებთან ასოცირებულ ტიპური სიმპტომებს წარმოადგენს მცენარის არანორმალური განვითარება ან შეფერხებული ზრდა.
The symptoms typically associated with viroid diseases are abnormal development and stunted growth.
526165.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვიროიდებიდან მიღებული მნიშვნელოვანი გაკვეთილი ის არის, რომ ერთეული მოლეკულა შეიძლება წარმოადგენდეს დამაინფიცირებელ აგენტს, რომელიც დაავადებას ავრცელებს.
An important lesson from viroids is that a single molecule can be an infectious agent that spreads a disease.
526166.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგრამ ვიროიდები ნუკლეინის მჟავებია, რომელთა რეპლიცირების უნარი კარგადაა ცნობილი.
But viroids are nucleic acid, whose ability to be replicated is well known.
526167.
ბიოლოგია | თავი XVIII
კიდევ უფრო გასაოცარია მონაცემები დამაინფიცირებელ ცილებზე, რომელთაც პრიონებს უწოდებენ და რომელნიც აღმოჩნდა, რომ იწვევენ მთელ რიგ ტვინის დეგენერაციულ დაავადებებს სხვადასხვა სახეობის ცხოველებში.
Even more surprising is the evidence for infectious proteins, called prions, which appear to cause a number of degenerative brain diseases in various animal species.
526168.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ დაავადებებს შორისაა სკრეპი ცხვარში.
These diseases include scrapie in sheep.
526169.
ბიოლოგია | თავი XVIII
ძროხის ცოფის დაავადება (საქონლის ღრუბლისებური ენცეფალოპატია), რომელმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ევროპული საქონლის ხორცის ინდუსტრიას.
The mad cow disease, which has plagued the European beef industry in recent years.
526170.
ბიოლოგია | თავი XVIII
კროიცფელდ-ჯაკობის დაავადება ადამიანებში, რომელმაც გამოიწვია 125 ბრიტანელის სიკვდილი გასულ ათწლეულში.
The Creutzfeldt-Jakob disease in humans, which has caused the death of some 125 British people in the past decade.
526171.
ბიოლოგია | თავი XVIII
პრიონები, ალბათ, საკვებით გადაიტანება, როგორც ეს მოხდა ძროხის ცოფით დაავადებული საქონლის პრიონების შემცველი ხორცით კვებისას.
Prions are most likely transmitted in food, as in the consumption by people of prion-laden beef from cattle with mad cow disease.
526172.
ბიოლოგია | თავი XVIII
განსაკუთრებით შემაშფოთებელია პრიონების ორი დამახასიათებელი ნიშანი.
Two characteristics of prions are especially alarming.
526173.
ბიოლოგია | თავი XVIII
ერთი, პრიონები არიან ძალიან ნელი მოქმედების აგენტები; ინკუბაციური პერიოდი სიმპტომების გამომჟღავნებამდე დაახლოებით ათ წელს შეადგენს.
First, prions are very slow-acting agents; the incubation period until symptoms appear is around ten years.
526174.
ბიოლოგია | თავი XVIII
მეორე, პრიონები ფაქტობრივად დაუზიანებელი არიან; ისინი არ იშლებიან და არ ინაქტივირდებიან გაცხელებით საჭმლის მომზადებისათვის ნორმალურ ტემპერატურებზე.
Second, prions are virtually indestructible; they are not destroyed or deactivated by heating to normal cooking temperatures.
526175.
ბიოლოგია | თავი XVIII
დღეისათვის, არ არის ცნობილი პრიონული დაავადების სამკურნალო რაიმე საშუალება და ეფექტური მკურნალობის შემუშავების ერთადერთი იმედი შეიძლება იყოს ინფექციის მექანიზმების გარკვევაში.
To date, there is no known cure for prion diseases, and the only hope for developing effective treatments lies in understanding the mechanism of infection.
526176.
ბიოლოგია | თავი XVIII
როგორ შეიძლება, რომ ცილა, რომელიც თავისთავად ვერ რეპლიცირდება, გადაცემადი პათოგენი იყოს?
How can a protein, which cannot replicate itself, be a transmissible pathogen?
526177.
ბიოლოგია | თავი XVIII
წამყვანი ჰიპოთეზის თანახმად, პრიონი წარმოადგენს ტვინის უჯრედებში ნორმულად არსებული ცილის არასწორად დაკეცილ (დახვეულ) ფორმას.
According to the leading hypothesis, a prion is a misfolded form of a protein normally present in brain cells.
526178.
ბიოლოგია | თავი XVIII
როდესაც პრიონი მოხვდება უჯრედში, რომელიც ცილის ნორმალურ ფორმას შეიცავს, ის გარდაქმნის ნორმალურ ცილას მის პრიონულ ვერსიაში.
When the prion gets into a cell containing the normal form of the protein, the prion converts the normal protein to the prion version.
526179.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამგვარად, პრიონს მრავალჯერ შეუძლია ჯაჭვური რეაქციის გაშვება, რაც მათ რიცხვს ზრდის.
In this way, prions may repeatedly trigger chain reactions that increase their numbers.
526180.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს მოდელი პირველად შემოთავაზებული იქნა 1980-იანი წლების დასაწყისში და დღეს საყოველთაოდაა მიღებული.
This model, first proposed in the early 1980s, is now widely accepted.