მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526181.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიების გენეტიკურ მრავალგვარობას ხელს უწყობს სწრაფი რეპროდუქცია, მუტაციები და გენეტიკური რეკომბინაცია.
Rapid reproduction, mutation, and genetic recombination contribute to the genetic diversity of bacteria.
526182.
ბიოლოგია | თავი XVIII
ვირუსების რეპლიკაციის მექანიზმების შესწავლისას, მკვლევრებმა ასევე შეიტყვეს მექანიზმებზე, რომლებიც უჯრედებში დნმ-ის რეპლიკაციისა და გენთა ექსპრესიას არეგულირებენ.
By studying the mechanisms by which viruses are replicated, researchers also learn about the mechanisms that regulate DNA replication and gene expression in cells.
526183.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიებიც ასევე ფასეულია გენეტიკურ კვლევაში მიკრობული მოდელების სახით, მხოლოდ განსხვავებული მიზნებით.
Bacteria are equally valuable as microbial models in genetics research, but for different reasons.
526184.
ბიოლოგია | თავი XVIII
როგორც პროკარიოტული უჯრედები, ბაქტერიები, საშუალებას აძლევენ მკვლევრებს, შეისწავლონ მოლეკულური გენეტიკა უმარტივეს ნამდვილ ორგანიზმებში.
As prokaryotic cells, bacteria allow researchers to investigate molecular genetics in the simplest true organisms.
526185.
ბიოლოგია | თავი XVIII
თანამედროვე ფართომასშტაბიანი გენომის სეკვენირების პროგრესის შედეგად მრავალრიცხოვან პროკარიოტულ სახეობებზე დაგროვდა ინფორმაცია.
Information about numerous prokaryotic species has accumulated recently with the advent of large-scale genome sequencing.
526186.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუმცა, სპეციალურად აღნიშნული შემთხვევების გარდა, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ რაც არის ცნობილი კარგად შესწავლილი ნაწლავის ბაქტერიის Escherichia coli-დან მიღებული კვლევებიდან.
However, except where otherwise noted, we will focus on what has been learned from the well-studied intestinal bacterium Escherichia coli.
526187.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ ბაქტერიას ხომ ხანდახან “მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიულ ვირთაგვას“ უწოდებენ.
Sometimes called "the laboratory rat of molecular biology."
526188.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიული გენომი და მისი რეპლიკაცია.
The Bacterial Genome and Its Replication.
526189.
ბიოლოგია | თავი XVIII
უმრავლეს ბაქტერიებში გენომის მთავარი კომპონენტია ერთი ორჯაჭვიანი, წრიული დნმ მოლეკულა, რომელიც მცირე რაოდენობით ცილასთანაა ასოცირებული.
The main component of the genome in most bacteria is one double-stranded, circular DNA molecule that is associated with a small amount of protein.
526190.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუმცა ჩვენ ამ სტრუქტურას მოვიხსენიებთ, როგორც ბაქტერიულ ქრომოსომას, ის ძალიან განსხვავდება ევკარიოტული ქრომოსომებისაგან, რომელთაც აქვთ დიდი რაოდენობით ცილასთან ასოცირებული ხაზოვანი დნმ მოლეკულები.
Although we will refer to this structure as the bacterial chromosome, it is very different from eukaryotic chromosomes, which have linear DNA molecules associated with a large amount of protein.
526191.
ბიოლოგია | თავი XVIII
E.coli-ში ქრომოსომური დნმ შედგება დაახლოებით 4.6 მილიონი ნუკლეოტიდის წყვილისაგან, რაც დაახლოებით 4 400 გენს წარმოადგენს.
In E. coli, the chromosomal DNA consists of about 4.6 million nucleotide pairs, representing about 4,400 genes.
526192.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს არის 100 ჯერ უფრო მეტი დნმ, ვიდრე ნანახია ტიპურ ვირუსში, მაგრამ მხოლოდ დაახლოებით ერთი მეათასედია ადამიანის სომატური უჯრედის დნმ-ისა.
This is 100 times more DNA than is found in a typical virus, but only about one-thousandth as much DNA as in an average human cell.
526193.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგრამ მაინც, ეს საკმაოდ დიდი რაოდენობის დნმ-ია ასეთ მცირე სათავსში მოსათავსებლად.
Still, this is a lot of DNA to be packaged in such a small container.
526194.
ბიოლოგია | თავი XVIII
E.coli-ის უჯრედის დნმ-ს თუ გავასწორებთ, ის დაახლოებით მილიმეტრის სიგრძის იქნება, ანუ 500-ჯერ უფრო გრძელი, ვიდრე თვითონ უჯრედი.
Stretched out, the DNA of an E. coli cell would measure about a millimeter in length, 500 times longer than the cell.
526195.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიის შიგნით კი გარკვეული ცილები იწვევენ ქრომოსომის იმგვარ მჭიდრო დახვევასა და “სუპერდახვევას“, რომ ის მხოლოდ უჯრედის ნაწილს ავსებს.
Within a bacterium, however, certain proteins cause the chromosome to tightly coil and "supercoil," densely packing it so that it fills only part of the cell.
526196.
ბიოლოგია | თავი XVIII
დნმ-ის ამ მჭიდრო უბანს ნუკლეოიდს უწოდებენ და ის არ არის შემოსაზღვრული მემბრანით, როგორც ეს ხდება ევკარიოტული უჯრედის ბირთვის შემთხვევაში.
This dense region of DNA, called the nucleoid, is not bounded by membrane like the nucleus of a eukaryotic cell.
526197.
ბიოლოგია | თავი XVIII
ქრომოსომასთან ერთად, ბევრ ბაქტერიას ასევე აქვს პლაზმიდები, ბევრად უფრო მცირე წრიული დნმ-ები.
In addition to the chromosome, many bacteria also have plasmids, much smaller circles of DNA.
526198.
ბიოლოგია | თავი XVIII
თითოეულ პლაზმიდა გენების მხოლოდ მცირე რაოდენობას შეიცავს, რამდენიმე ერთეულიდან რამდენიმე ათეულამდე.
Each plasmid has only a small number of genes, from just a few to several dozen.
526199.
ბიოლოგია | თავი XVIII
პლაზმიდების შესახებ თქვენ ქვემოთ უფრო მეტს შეიტყობთ.
You will learn more about plasmids later in this section.
526200.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიული უჯრედები იყოფა ბინარული დაყოფით, რასაც წინ უსწრებს ბაქტერიული ქრომოსომის რეპლიკაცია.
Bacterial cells divide by binary fission, which is preceded by replication of the bacterial chromosome.