მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526201.
ბიოლოგია | თავი XVIII
რეპლიკაციის ერთი საწყისიდან დნმ-ის სინთეზი წრიული ქრომოსომის გასწვრივ ორივე მიმართულებით მიმდინარეობს.
From a single origin of replication, DNA synthesis progresses in both directions around the circular chromosome.
526202.
ბიოლოგია | თავი XVIII
ხელსაყრელ პირობებში, ბაქტერიას ძალიან სწრაფად შეუძლია გამრავლება, იქნება ეს ბუნებრივ გარემოში, თუ ლაბორატორიულ კულტურაში.
Bacteria can proliferate very rapidly in a favorable environment, whether in a natural habitat or in a laboratory culture.
526203.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, E.coli ოპტიმალურ პირობებში ზრდისას შეიძლება დაიყოს ყოველ 20 წუთში.
For example, E. coli growing under optimal conditions can divide every 20 minutes.
526204.
ბიოლოგია | თავი XVIII
ლაბორატორიულ კულტურას, დაწყებულს ერთი უჯრედით საკვები ნივთიერებების შემცველ აგარის ფირფიტაზე, შეუძლია 12 საათში წარმოქმნას 107-დან 108-მდე ბაქტერიის შემცველი უჯრედთა მასა ანუ კოლონია.
A laboratory culture started with a single cell on an agar plate containing nutrients can produce a mass, or colony, of 107 to 108 bacteria within 12 hours.
526205.
ბიოლოგია | თავი XVIII
ორგანიზმის ბუნებრივ გარემოში, ანუ ძუძუმწოვართა მსხვილ ნაწლავში რეპროდუქციის სისწრაფე შესაძლოა, ბევრად ნაკლები იყოს.
Reproductive rates in the organism's natural habitat, the large intestine (colon) of mammals, can be much slower.
526206.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, უჯრედთა რიცხვის ერთ გაორმაგებას ადამიანის მსხვილ ნაწლავში დაახლოებით 12 საათი სჭირდება, მაგრამ ეს საკმარისია იმისათვის, რომ ჩანაცვლდეს 2X1010 ბაქტერია, რომლებიც ყოველდღიურად იკარგება ფეკალურ მასებთან ერთად.
One doubling in the human colon takes about 12 hours, for instance, but this is enough to replace the 2 X 1010 bacteria lost each day in feces.
526207.
ბიოლოგია | თავი XVIII
მუტაციები და გენეტიკური რეკომბინაცია, როგორც გენეტიკური მრავალგვარობის წყაროები.
Mutation and Genetic Recombination as Sources of Genetic Variation.
526208.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბინარული დაყოფა უსქესო პროცესია - შთამომავლობა წარმოიქმნება ერთი მშობლისაგან.
Binary fission is an asexual process-the production of offspring from a single parent.
526209.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამგვარად, კოლონიაში არსებული ბაქტერიების უმრავლესობა გენეტიკურად მშობელი უჯრედის იდენტურია.
Thus, most of the bacteria in a colony are genetically identical to the parent cell.
526210.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუმცა, მუტაციამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი შთამომავლის მცირედი გენეტიკური განსხვავება.
Mutation, however, can cause some of the offspring to differ slightly in genetic makeup.
526211.
ბიოლოგია | თავი XVIII
მოცემული E.coli-ის გენში სპონტანური მუტაციის წარმოქმნის ალბათობა საშუალოდ, დაახლოებით 1 X 10-7-ია უჯრედის გაყოფაზე, მხოლოდ ერთი 10 მილიონში.
The probability of a spontaneous mutation occurring in a given E. coli gene averages about 1 X 10-7 cell division, only one in 10 million.
526212.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგრამ E.coli-ის 2 X 1010 ახალ უჯრედებს შორის, რომლებიც ყოველ დღე ჩნდება ერთი ადამიანის მსხვილ ნაწლავში, იქნება დაახლოებით (2 X 1010)(1 X 10-7) = 2 000 ბაქტერია, რომელსაც ამ გენში მუტაცია ექნება.
But among the 2 X 1010 new E. coli cells that arise each day in a single human colon, there will be approximately (2 x 1010)(1 X 10-7)= 2,000 bacteria that have a mutation in that gene.
526213.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუ განვიხილავთ E.coli-ის ყველა, 4 300, გენს, მუტაციათა მთლიანი რიცხვი, დაახლოებით, 4 300 X 2 000 = 9 მილიონს შეადგენს ერთ დღეში, ერთ მასპინძელ ადამიანზე.
The total number of mutations when all 4,300 E. coli genes are considered is about 4,300 X 2,000 = 9 million per day per human host.
526214.
ბიოლოგია | თავი XVIII
მთავარი ისაა, რომ ახალ მუტაციებს, თუმცა ისინი ინდივიდუალურად იშვიათად ხდება, გენეტიკური ნაირგვარობის მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლიათ მაშინ, როდესაც რეპროდუქციის სიხშირე მაღალია გენერაციების ხანმოკლე პერიოდების გამო.
The important point is that new mutations, though individually rare, can significantly increase genetic diversity when reproductive rates are very high because of short generation spans.
526215.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს ნაირგვარობა, თავის მხრივ მოქმედებს ბაქტერიული პოპულაციების ევოლუციაზე.
This diversity, in turn, affects the evolution of bacterial populations.
526216.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიული პოპულაციები, რომლებიც შედგება ადგილობრივი გარემოს მიმართ გენეტიკურად კარგად აღჭურვილი ინდივიდებისაგან, რეპროდუცირდებიან უფრო ჭარბად, ვიდრე ნაკლებად შესაფერისი ინდივიდების პოპულაციები.
Bacterial populations composed of individuals that are genetically well equipped for the local environment will reproduce more prolifically than populations with less fit individuals.
526217.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამის საპირისპიროდ, ახალ მუტაციებს შედარებით მცირე წვლილი შეაქვთ გენეტიკური ნაირფეროვნების შექმნაში ნელი რეპროდუქციის მქონე ორგანიზმების პოპულაციაში, როგორიც არიან ადამიანები.
In contrast, new mutations make a relatively small contribution to genetic variation in a population of slowly reproducing organisms, such as humans.
526218.
ბიოლოგია | თავი XVIII
ადამიანთა პოპულაციაში ნანახი მემკვიდრული ცვლილებების უმეტესობა გამოწვეულია არა ახალი მუტაციების შედეგად წარმოქმნილი ახალი ალელებით, არამედ უკვე არსებული ალელების რეკომბინაციებით სქესობრივი გამრავლების დროს.
Most of the heritable variation we observe in a human population is due not to the creation of novel alleles by new mutations, but to the recombination of existing alleles during sexual reproduction.
526219.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიებშიც კი, სადაც ინდივიდუალური ცვლილებების მთავარ წყაროდ ახალი მუტაციები გვევლინებიან, დამატებითი ცვლილებები მომდინარეობს გენეტიკური რეკომბინაციისაგან, რაც განისაზღვრება, როგორც ორი წყაროდან მიღებული დნმ-ების კომბინირება.
Even in bacteria, where new mutations are a major source of individual variation, additional diversity arises from genetic recombination, defined as the combining of DNA from two sources.
526220.
ბიოლოგია | თავი XVIII
ჩვენს მიერ აქ განხილულ უმრავლეს შემთხვევაში, დნმ-ის ორი წყარო არის ორი ცალკეული ბაქტერიული უჯრედის გენომები, სადაც ერთი უჯრედის გენომური დნმ მეორე უჯრედის გენომში ხვდება.
In most of the cases we will discuss here, the two sources of DNA are the genomes of two separate bacterial cells, with genomic DNA from one cell ending up in the genome of the other cell.