მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526221.
ბიოლოგია | თავი XVIII
სურათი 18.15 გვიჩვენებს ბაქტერიებში მიმდინარე გენეტიკური რეკომბინაციის დამამტკიცებელი ექსპერიმენტების ერთ ტიპს.
Figure 18.15 shows one type of experiment providing evidence that genetic recombination occurs in bacteria.
526222.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ ექსპერიმენტში გამოიყენეს E.coli-ის ორი მუტანტური ხაზი, თითოეულს არ შეეძლო ერთ-ერთი აუცილებელი ამინომჟავას სინთეზირება, ერთს - ტრიპტოფანის, ხოლო მეორეს - არგინინის.
This experiment made use of two mutant E. coli strains, each unable to synthesize a required amino acid, either tryptophan or arginine.
526223.
ბიოლოგია | თავი XVIII
შედეგად, მუტანტური შტამები ვერ იზრდებოდნენ მინიმალურ საკვებ არეზე, რომელიც მხოლოდ გლუკოზასა (როგორც ორგანული ნახშირბადის წყაროს) და მარილებს შეიცავდა.
As a result, the mutant strains were unable to grow on a minimal medium containing only glucose (as a source of organic carbon) and salts.
526224.
ბიოლოგია | თავი XVIII
როდესაც განახორციელეს ორივე შტამის ბაქტერიების ერთად ინკუბაცია, გამოჩნდნენ უჯრედები, რომელთაც შეძლეს მინიმალურ არეზე გაზრდა.
When bacteria from the two strains were incubated together, however, cells emerged that could grow on minimal medium.
526225.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს კი იმას მიუთითებს, რომ მათ შეეძლოთ ორივეს, ტრიპტოფანისაც და არგინინისაც, სინთეზირება.
This indicating that they made both tryptophan and arginine.
526226.
ბიოლოგია | თავი XVIII
ასეთი უჯრედების რაოდენობა ბევრად მეტი იყო, რომ წარმოქმნილი მუტაციებისათვის მიგვეწერა.
The number of such cells far exceeded what could be accounted for by mutation.
526227.
ბიოლოგია | თავი XVIII
იმ უჯრედთა უმეტესობას, რომელთაც ორივე ამინომჟავას სინთეზი შეეძლოთ, ერთი ან მეტი გენი უნდა მიეღო მეორე შტამისაგან, სავარაუდოდ გენეტიკური რეკომბინაციის საშუალებით.
Most of the cells that could synthesize both amino acids must have acquired one or more genes from the other strain, presumably by genetic recombination.
526228.
ბიოლოგია | თავი XVIII
გენის გადატანისა და გენეტიკური რეკომბინაციის მექანიზმები ბაქტერიებში.
Mechanisms of Gene Transfer and Genetic Recombination in Bacteria.
526229.
ბიოლოგია | თავი XVIII
მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება ორი ინდივიდის დნმ-ების ერთად ერთ უჯრედში მისატანად, განსხვავებულია ბაქტერიებსა და ევკარიოტებისათვის.
Bacteria differ from eukaryotes in the mechanisms used to bring DNA from two individuals together in one cell.
526230.
ბიოლოგია | თავი XVIII
ევკარიოტებში, მეიოზისა და განაყოფიერების სქესობრივი პროცესი ერთ ზიგოტაში მოათავსებს ორი ინდივიდის დნმ-ებს.
In eukaryotes, the sexual processes of meiosis and fertilization combine DNA from two individuals in a single zygote.
526231.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგრამ პროკარიოტებში მეიოზი და განაყოფიერება არ ხდება.
But meiosis and fertilization do not occur in prokaryotes.
526232.
ბიოლოგია | თავი XVIII
სამაგიეროდ, სხვა სამი პროცესი - ტრანსფორმაცია, ტრანსდუქცია და კონიუგაცია, ახდენს სხვადასხვა ინდივიდებისაგან დნმ-ების ერთად მოთავსებას.
Instead, three other processes-transformation, transduction, and conjugation-bring together bacterial DNA from different individuals.
526233.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიული გენეტიკის კონტექსტში, ტრანსფორმაციის პროცესი წარმოადგენს ბაქტერიული უჯრედების გენოტიპისა და ფენოტიპის შეცვლას, რას გამოწვეულია გარემომცველი არიდან შეუმოსავი (შიშველი), უცხო დნმ-ის შთანთქმით უჯრედში.
In the context of bacterial genetics, the process of transformation is the alteration of a bacterial cell's genotype and phenotype by the uptake of naked, foreign DNA from the surrounding environment.
526234.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, Streptococcus pneumoniae-ს უვნებელი ხაზის ბაქტერიები შეიძლება ტრანსფორმირდნენ პნევმონიის გამომწვევ უჯრედებად, თუ პათოგენური ხაზის მკვდარი, დაშლილი უჯრედების შემცველი არიდან შთანთქავენ დნმ-ს.
For example, bacteria of a harmless strain of Streptococcus pneumoniae can be transformed to pneumonia causing cells by the uptake of DNA from a medium containing dead, broken-open cells of the pathogenic strain.
526235.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს ტრანსფორმაცია ხდება, როდესაც ცოცხალი, არაპათოგენური უჯრედები მიიტაცებენ პათოგენურობის ალელის მატარებელი დნმ-ის ნაწილს, რომელიც კოდირებს უჯრედის გარსს.
This transformation occurs when a live nonpathogenic cell takes up a piece of DNA carrying the allele for pathogenicity, which codes for a cell coat.
526236.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს უკანასკნელი ბაქტერიას იცავს მასპინძლის იმუნური სისტემისაგან.
It protects the bacterium from a host's immune system.
526237.
ბიოლოგია | თავი XVIII
შემდგომ, უცხო ალელი ჩაერთვება არაპათოგენური უჯრედის ქრომოსომაში, მოხდება რა „უგარსო“ მდგომარეობის ალელის ჩანაცვლება გენეტიკური რეკომბინაციის - ანუ კროსინგოვერის მეშვეობით დნმ-ის სეგმენტების გაცვლის - საშუალებით.
The foreign allele is then incorporated into the chromosome of the nonpathogenic cell, replacing the allele for the "coatless" condition by genetic recombination-an exchange of DNA segments by crossing over.
526238.
ბიოლოგია | თავი XVIII
ახლა უჯრედი რეკომბინანტს წარმოადგენს: მისი ქრომოსომა შეიცავს ორი სხვადასხვა უჯრედიდან მიღებულ დნმ-ს.
The cell is now a recombinant: Its chromosome contains DNA derived from two different cells.
526239.
ბიოლოგია | თავი XVIII
ლაბორატორიულ კულტურებში ტრანსფორმაციის აღმოჩენიდან მრავალი წლის განმავლობაში, ბიოლოგების უმეტესობა ფიქრობდა, რომ ეს პროცესი საკმაოდ იშვიათი და შემთხვევითია, იმისათვის რომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ბაქტერიების ბუნებრივ პოპულაციებში.
For many years after transformation was discovered in laboratory cultures, most biologists believed the process to be too rare and haphazard to play an important role in natural bacterial populations.
526240.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგრამ მას შემდეგ, მკვლევრებმა შეიტყვეს, რომ ბევრ ბაქტერიას გააჩნია უჯრედის ზედაპირის ცილები, რომლებიც ამოიცნობენ და გადაიტანენ დნმ-ს მონათესავე სახეობებიდან უჯრედში, სადაც მოხდება ამ უცხო დნმ-ის ჩართვა გენომში.
But researchers have since learned that many bacteria possess cell-surface proteins that recognize and transport DNA from closely related species into the cell, which can then incorporate the foreign DNA into the genome.