მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526241.
ბიოლოგია | თავი XVIII
E. ცოლი -ს და ზოგიერთ სხვა ბაქტერიებს, როგორც ჩანს, აკლია ეს ტრანსფორმაციის მექანიზმი. თუმცა, E.
E. coli and some other bacteria appear to lack this transformation mechanism.
526242.
ბიოლოგია | თავი XVIII
E. coli-ს მოთავსება კალციუმის იონების შედარებით მაღალი კონცენტრაციის შემცველ საკვებ არეში, ხელოვნურად ასტიმულირებს უჯრედების მიერ დნმ-ის მცირე ნაწილების შთანთქმას.
However, placing E. coli in a culture medium containing a relatively high concentration of calcium ions will artificially stimulate the cells to take up small pieces of DNA.
526243.
ბიოლოგია | თავი XVIII
ეს ტექნიკა ბიოტექნოლოგიაში გამოიყენება E. coli –ს გენომში უცხო გენების ჩასართავად - გენების, რომლებიც კოდირებენ საჭირო ცილებს, როგორიცაა ინსულინი და ზრდის ჰორმონი.
In biotechnology, this technique is applied to introduce foreign genes into the E. coli genomegenes coding for valuable proteins, such as human insulin and growth hormone.
526244.
ბიოლოგია | თავი XVIII
პროცესში, რომელიც ცნობილია ტრანსდუქციის სახელით, ფაგებს (ვირუსებს, რომლებიც აინფიცირებენ ბაქტერიებს) გადააქვთ გენები ერთი მასპინძელი უჯრედიდან მეორეში ფაგის რეპროდუქციულ ციკლში მომხდარი გადახრების (აბერაციების) შედეგად.
In the process known as transduction, phages (the viruses that infect bacteria) carry bacterial genes from one host cell to another as a result of aberrations in the phage reproductive cycle.
526245.
ბიოლოგია | თავი XVIII
სურათი 18.16 აღწერს გენერალიზებული ტრანსდუქციის მოვლენებს.
Figure 18.16 depicts the events in generalized transduction.
526246.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ პროცესის დროს ალალბედზე ხდება ბაქტერიული გენების გადატანა ერთი ბაქტერიული უჯრედიდან მეორეში.
A process by which bacterial genes are randomly transferred from one bacterial cell to another.
526247.
ბიოლოგია | თავი XVIII
გაიხსენეთ, რომ ფაგის ლიზისური ციკლის ბოლოსკენ, ვირუსული ნუკლეინის მჟავის მოლეკულები ეწყობა კაპსიდებში, და დასრულებული ფაგები გამოიყოფა მასპინძელი უჯრედის დაშლის შემდეგ.
Recall that near the end of a phage's lytic cycle, viral nucleic acid molecules are packaged within capsids, and the completed phages are released when the host cell lyses.
526248.
ბიოლოგია | თავი XVIII
ხანდახან, მასპინძელი უჯრედის დაშლილი დნმ-ის მცირე ნაწილი შემთხვევით ჩაიდება ფაგის კაპსიდაში ფაგის გენომის ნაცვლად.
Occasionally, a small piece of the host cell's degraded DNA is accidentally packaged within a phage capsid in place of the phage genome.
526249.
ბიოლოგია | თავი XVIII
ასეთი ვირუსი დეფექტურია, რადგანაც არ გააჩნია საკუთარი გენეტიკური მასალა.
Such a virus is defective because it lacks its own genetic material.
526250.
ბიოლოგია | თავი XVIII
მიუხედავად ამისა, ლიზირებული მასპინძლიდან მისი გამოთავისუფლების შემდეგ, ფაგს შეუძლია მიემაგროს სხვა ბაქტერიას (რეციპიენტი) და შეიყვანოს მასში ბაქტერიული დნმ-ის ნაწილი, რომელიც პირველი უჯრედიდან (დონორი) მიიღო.
However, after its release from the lysed host, the phage can attach to another bacterium (the recipient) and inject the piece of bacterial DNA acquired from the first cell (the donor).
526251.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზოგიერთ ასეთ დნმ-ს შემდგომში შეუძლია, რეციპიენტი უჯრედის ქრომოსომის ჰომოლოგიური უბანი ჩაანაცვლოს, თუკი ნაწილის ორივე ბოლოსთან კროსინგოვერი განხორციელდება.
Some of this DNA can subsequently replace the homologous region of the recipient cell's chromosome, if a crossover takes place at each end of the piece.
526252.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ შემთხვევაში, რეციპიენტი უჯრედის ქრომოსომა გადაიქცევა ორი უჯრედიდან მიღებული დნმ-ის კომბინაციად; გენეტიკური რეკომბინაცია განხორციელდა.
In this case, the recipient cell's chromosome becomes a combination of DNA derived from two cells; genetic recombination has occurred.
526253.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზომიერი ფაგები, რომელთაც შეუძლიათ თავისი გენომის ინტეგრირება პროფაგის სახით ბაქტერიულ ქრომოსომაში, ახორციელებენ სპეციალიზებულ ტრანსდუქციას.
Temperate phages, those able to integrate their genome into the bacterial chromosome as a prophage, can carry out specialized transduction.
526254.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ პროცესში, პროფაგი ქრომოსომის დატოვებისას „თან გაიყოლებს“ რამდენიმე მომიჯნავე გენს და გადაიტანს მათ ახალ მასპინძელ უჯრედში.
In this process, a prophage picks up just a few adjacent bacterial genes as it exits the chromosome and transfers them to a new host cell.
526255.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამგვარად შესაძლებელია ეფექტური გადატანის განხორციელება, მაგრამ მხოლოდ იმ გენების, რომლებიც პროფაგის საიტს ესაზღვრებიან.
This process can result in efficient transfer, but only of genes adjacent to the prophage site.
526256.
ბიოლოგია | თავი XVIII
კონიუგაცია და პლაზმიდები.
Conjugation and Plasmids.
526257.
ბიოლოგია | თავი XVIII
კონიუგაცია, რომელსაც ხანდახან ბაქტერიულ „სექსს“ უწოდებენ, არის გენეტიკური მასალის ტრანსფერი დროებით ერთმანეთთან დაკავშირებულ ორ ბაქტერიულ უჯრედს შორის.
Sometimes referred to as bacterial "sex," conjugation is the direct transfer of genetic material between two bacterial cells that are temporarily joined.
526258.
ბიოლოგია | თავი XVIII
დნმ-ის გადატანა ცალმხრივია: ერთი უჯრედი გასცემს დნმ-ს, ხოლო მისი „მეწყვილე” იღებს დნმ-ს.
The DNA transfer is one-way: One cell donates DNA, and its "mate" receives the DNA.
526259.
ბიოლოგია | თავი XVIII
დონორი, რომელსაც ხანდახან „მამრს” უწოდებენ, იყენებს გამონაზარდებს, სახელწოდებით სასქესო შოლტი (ბუსუსი, ხაო), რეციპიენტთან დასაკავშირებლად.
The donor, sometimes called the "male," uses appendages called sex pili (singular, sex pilus) to attach to the recipient.
526260.
ბიოლოგია | თავი XVIII
რეციპიენტს ხანდახან „მდედრსაც” უწოდებენ.
The recipient is sometimes called the "female".