მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526261.
ბიოლოგია | თავი XVIII
რეციპიენტის უჯრედთან კონტაქტის შემდეგ, სასქესო შოლტი იკუმშება და ორ უჯრედს ერთმანეთისკენ ქაჩავს.
After contacting a recipient cell, a sex pilus retracts, pulling the two cells together, much like a grappling hook.
526262.
ბიოლოგია | თავი XVIII
შედეგად, წარმოიქმნება დროებითი ციტოპლაზმური შეწყვილების ხიდი, რომელიც წარმოადგენს გზას დნმ-ის გადაადგილებისათვის.
A temporary cytoplasmic mating bridge then forms between the two cells, providing an avenue for DNA transfer.
526263.
ბიოლოგია | თავი XVIII
უმრავლეს შემთხვევებში, სასქესო შოლტის წარმოქმნისა და დნმ-ის გაცემის უნარი დამოკიდებულია დნმ-ის სპეციალური ნაწილის, ე.წ. F ფაქტორის თანაობაზე.
In most cases, the ability to form sex pili and donate DNA during conjugation results from the presence of a special piece of DNA called an F factor (F for fertility).
526264.
ბიოლოგია | თავი XVIII
F ფაქტორი შეიძლება არსებობდეს ან დნმ-ის სეგმენტის სახით ბაქტერიული ქრომოსომის შიგნით, ან პლაზმიდის სახით.
An F factor can exist either as a segment of DNA within the bacterial chromosome or as a plasmid.
526265.
ბიოლოგია | თავი XVIII
პლაზმიდა არის პატარა, წრიული თვითრეპლიცირებადი დნმ-ის მოლეკულა, რომელიც განცალკევებულია ბაქტერიული ქრომოსომისაგან.
A plasmid is a small, circular, self-replicating DNA molecule separate from the bacterial chromosome.
526266.
ბიოლოგია | თავი XVIII
გარკვეულ პლაზმიდებს, როგორიცაა F პლაზმიდებიც, შეუძლიათ განიცადონ შექცევითი ინტეგრაცია უჯრედის ქრომოსომაში.
Certain plasmids, such as F plasmids, can undergo reversible integration into the cell's chromosome.
526267.
ბიოლოგია | თავი XVIII
გენეტიკურ ელემენტს, რომელსაც შეუძლია რეპლიცირება როგორც ბაქტერიული ქრომოსომის ნაწილს, და ასევე დამოუკიდებლადაც, ეპისომას უწოდებენ.
A genetic element that can replicate either as part of the bacterial chromosome or independently of it is called an episome.
526268.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზოგიერთ პლაზმიდებთან ერთად, ეპისომებად ითვლებიან აგრეთვე ზომიერი ფაგები, როგორიცაა ფაგი λ.
In addition to some plasmids, temperate viruses, such as phage λ, qualify as episomes.
526269.
ბიოლოგია | თავი XVIII
პლაზმიდას გენების მხოლოდ მცირე რიცხვი აქვს და ეს გენები არ არის საჭირო ნორმალურ პირობებში ბაქტერიის გადარჩენისა და გამრავლებისათვის.
A plasmid has only a small number of genes, and these genes are not required for the survival and reproduction of the bacterium under normal conditions.
526270.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგრამ პლაზმიდის გენებმა, შესაძლოა, სარგებლობა მოუტანონ ბაქტერიებს სტრესულ გარემოში ცხოვრებისას.
However, the genes of plasmids can confer advantages on bacteria living in stressful environments.
526271.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, F პლაზმიდა ხელს უწყობს გენეტიკურ რეკომბინაციას, რაც შესაძლოა მომგებიანი იყოს ცვალებად პირობებში, რომელიც აღარ არის ხელსაყრელი ბაქტერიულ პოპულაციაში არსებული ხაზებისათვის.
For example, the F plasmid facilitates genetic recombination, which may be advantageous in a changing environment that no longer favors existing strains in a bacterial population.
526272.
ბიოლოგია | თავი XVIII
F პლაზმიდა და კონიუგაცია.
The F Plasmid and Conjugation.
526273.
ბიოლოგია | თავი XVIII
F ფაქტორი და მისი პლაზმიდური ფორმა, F პლაზმიდა, შედგება დაახლოებით 25 გენისაგან, რომელთაგან უმეტესობა საჭიროა სასქესო ხაოების წარმოსაქმნელად.
The F factor and its plasmid form, the F plasmid, consist of about 25 genes, most required for the production of sex pili.
526274.
ბიოლოგია | თავი XVIII
F პლაზმიდის შემცველი უჯრედები, აღნიშნული F+ უჯრედებად, კონიუგაციის დროს მოქმედებენ, როგორც დნმ-ის დონორები.
Cells containing the F plasmid, designated F cells, function as DNA donors during conjugation.
526275.
ბიოლოგია | თავი XVIII
F პლაზმიდა ქრომოსომურ დნმ-თან სინქრონულად რეპლიცირდება და F+ უჯრედის გაყოფის შედეგად, ჩვეულებრივ, მიიღება ორი F+ უჯრედი.
The F plasmid replicates in synchrony with the chromosomal DNA, and division of an F cell usually gives rise to two offspring that are both F.
526276.
ბიოლოგია | თავი XVIII
უჯრედები, რომელთაც არა აქვთ F ფაქტორი არცერთ ფორმაში, აღინიშნებიან F- უჯრედებად და კონიუგაციის დროს მოქმედებენ, როგორც დნმ-ის რეციპიენტები.
Cells lacking the F factor in either form, designated F, function as DNA recipients during conjugation.
526277.
ბიოლოგია | თავი XVIII
F+ მდგომარეობა გადაცემითია იმ მხრივ, რომ F+ უჯრედი გარდაქმნის F- უჯრედს F+ უჯრედად, როდესაც ორი უჯრედის კონიუგაცია ხდება, რაც ნაჩვენებია სურათ 18.18ა-ზე.
The F condition is transferable in the sense that an F+ cell converts an F cell to F+ when the two cells conjugate, as shown in Figure 18.18a, on the next page.
526278.
ბიოლოგია | თავი XVIII
საწყისი უჯრედი რჩება F+ , რადგანაც გადაცემის პროცესი მოიცავს დნმ-ის რეპლიკაციის სპეციფიკურ ტიპს.
The original cell remains F because the process of transfer involves a special type of DNA replication.
526279.
ბიოლოგია | თავი XVIII
F ფაქტორის დნმ-ის ერთი მშობელი ჯაჭვი გადაიტანება შეწყვილების ხიდის საშუალებით და თითოეული მშობელი ჯაჭვი მოქმედებს, როგორც ყალიბი მეორე ჯაჭვის დასასინთეზებლად თავის შესაბამის უჯრედში.
One parental strand of F factor DNA is transferred across the mating bridge, and each parental strand acts as a template for synthesis of the second strand in its respective cell.
526280.
ბიოლოგია | თავი XVIII
F+ და F- უჯრედების შეწყვილებისას ერთი უჯრედიდან მეორეში გადაიტანება მხოლოდ F პლაზმიდის დნმ.
In a mating of F and F cells, only F plasmid DNA is transferred.