მოიძებნა 669200 ჩანაწერი
526281.
ბიოლოგია | თავი XVIII
კონიუგაციის დროს ქრომოსომური გენების გადატანა შეიძლება მოხდეს, როდესაც დონორი უჯრედის F ფაქტორი ინტეგრირებულია ქრომოსომაში.
Chromosomal genes can be transferred during conjugation when the donor cell's F factor is integrated into the chromosome.
526282.
ბიოლოგია | თავი XVIII
უჯრედს, რომელშიც F ფაქტორი ჩაშენებულია ქრომოსომაში, უწოდებენ რმს უჯრედს (რეკომბინაციის მაღალი სიხშირე, ინგლ. Hfr).
A cell with the F factor built into its chromosome is called an Hfr cell (for High frequency of recombination).
526283.
ბიოლოგია | თავი XVIII
F+ უჯრედის მსგავსად, რმს უჯრედი კონიუგაციის დროს მოქმედებს დონორის სახით.
Like an F cell, an Hfr cell functions as a donor during conjugation.
526284.
ბიოლოგია | თავი XVIII
დნმ-ის რეპლიკაცია ინიციირდება ინტეგრირებული F ფაქტორის დნმ-ის სპეციფიკურ წერტილზე.
DNA replication is initiated at a specific point on the integrated F factor DNA.
526285.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ წერტილიდან, F ფაქტორის დნმ-ის ერთი ჯაჭვი გადადის F- პარტნიორში და თან გაიყოლებს მოსაზღვრე ქრომოსომურ დნმ-ს.
From that point, a single strand of the F factor DNA moves into the F partner, dragging along adjacent chromosomal DNA.
526286.
ბიოლოგია | თავი XVIII
ბაქტერიის შემთხვევითი მოძრაობები, თითქმის ყოველთვის, იწვევს კონიუგაციის შეწყვეტას ბევრად ადრე, სანამ რმს ქრომოსომის მთელი ჯაჭვი შეძლებდა გადასვლას F- უჯრედში.
Random movements of the bacteria almost always disrupt conjugation long before an entire strand of the Hfr chromosome can be passed to the F cell.
526287.
ბიოლოგია | თავი XVIII
თითოეული ჯაჭვი ყალიბის როლს ასრულებს ახალი ჯაჭვის სინთეზისათვის ორივე უჯრედში.
The single strand in each cell serves as a template for synthesis of a second strand.
526288.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამგვარად, რმს უჯრედების დნმ იგივე რჩება, ხოლო F- უჯრედი იძენს ახალ დნმ-ს, რომლის ნაწილი ქრომოსომურია.
The cell's DNA remains the same, while the F cell acquires new DNA, some of it chromosomal.
526289.
ბიოლოგია | თავი XVIII
რეციპიენტი უჯრედი, დროებით, ნაწილობრივ დიპლოიდს წარმოადგენს, შეიცავს რა საკუთარ სრულ F- ქრომოსომას პლუს რმს დონორიდან გადმოცემულ ქრომოსომურ დნმ-ს.
Temporarily, the recipient cell is a partial diploid, containing its own complete F chromosome plus transferred chromosomal DNA from the Hfr donor.
526290.
ბიოლოგია | თავი XVIII
თუ ახლად შეძენილი დნმ-ის ნაწილი F- ქრომოსომაში თავის ჰომოლოგიურ უბანთან განლაგდება, შესაძლოა, მოხდეს დნმ-ის სეგმენტების გაცვლა.
If part of the newly acquired DNA aligns with the homologous region of the F chromosome, segments of DNA can be exchanged.
526291.
ბიოლოგია | თავი XVIII
ამ უჯრედის რეპროდუქცია წარმოქმნის რეკომბინანტული ბაქტერიების პოპულაციას, რომელთაც ორი განსხვავებული უჯრედიდან მიღებული გენები ექნებათ.
Reproduction of this cell gives rise to a population of recombinant bacteria with genes derived from two different cells.
526292.
ბიოლოგია | თავი XVIII
კონიუგაციისა და რეკომბინაციის ეს პროცესი განაპირობებს 18.15 სურათზე ნაჩვენები ექსპერიმენტის შედეგებს; ამ ექსპერიმენტში ერთი ბაქტერიული ხაზი იყო რმს, ხოლო მეორე F-.
This process of conjugation and recombination accounts for the results of the experiment shown in Figure 18.15, in which one of the bacterial strains was Hfr and the other F.
526293.
ბიოლოგია | თავი XVIII
R პლაზმიდები და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა.
R Plasmids and Antibiotic Resistance.
526294.
ბიოლოგია | თავი XVIII
1950-იან წლებში, იაპონელმა ექიმებმა შეამჩნიეს, რომ ძლიერი დიარეის გამომწვევი ბაქტერიული დიზენტერიით დაავადებულ პაციენტთაგან ზოგიერთნი არ ექვემდებარებოდნენ ანტიბიოტიკებს, მანამდე მეტად ეფექტურ საშუალებებს მსგავს შემთხვევებში.
In the 1950s, Japanese physicians began to notice that some hospital patients suffering from bacterial dysentery, which produces severe diarrhea, did not respond to antibiotics that had generally been effective in the past.
526295.
ბიოლოგია | თავი XVIII
ნათელი იყო, რომ პათოგენის, Shigella-ს, გარკვეულ შტამებში განვითარდა რეზისტენტობა, მდგრადობა ამ ანტიბიოტიკების მიმართ.
Apparently, resistance to these antibiotics had evolved in certain strains of Shigella, the pathogen.
526296.
ბიოლოგია | თავი XVIII
შემდგომში, მკვლევრებმა დაიწყეს სპეციფიკური გენების იდენტიფიცირება, რომლებიც განაპირობებენ ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობას Shigella-სა და სხვა პათოგენურ ბაქტერიებში.
Eventually, researchers began to identify the specific genes that confer antibiotic resistance in Shigella and other pathogenic bacteria.
526297.
ბიოლოგია | თავი XVIII
ხანდახან, მუტაციამ პათოგენის ქრომოსომურ გენში, შესაძლოა, გამოიწვიოს რეზისტენტობა.
Sometimes, mutation in a chromosomal gene of the pathogen can cause resistance.
526298.
ბიოლოგია | თავი XVIII
მაგალითად, მუტაციამ ერთ გენში, შეიძლება შეასუსტოს პათოგენის მიერ განსაზღვრული ანტიბიოტიკის უჯრედში გადატანის უნარი.
For example, a mutation in one gene may reduce the pathogen's ability to transport a particular antibiotic into the cell.
526299.
ბიოლოგია | თავი XVIII
მუტაციამ სხვა გენში, შესაძლოა შეცვალოს ანტიბიოტიკის მოლეკულის სამიზნე უჯრედშიდა ცილა და შედეგად შეამციროს მისი ინჰიბიტორული ეფექტი.
Mutation in a different gene may alter the intracellular target protein for an antibiotic molecule, reducing its inhibitory effect.
526300.
ბიოლოგია | თავი XVIII
ზოგიერთ ბაქტერიებს აქვთ რეზისტენტობის გენები, რომლებიც კოდირებენ ფერმენტებს, ეს უკანასკნელნი კი სპეციფიკურად შლიან გარკვეულ ანტიბიოტიკებს, როგორიცაა ტეტრაციკლინი ან ამპიცილინი.
Some bacteria have resistance genes coding for enzymes that specifically destroy certain antibiotics, such as tetracycline or ampicillin.