მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527481.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის ტექნოლოგიას თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს მიერ „არაგენეტიკური” დაავადებების, ართრიტით დაწყებული შიდს-მდე, უკეთ შეცნობაშიც, რამეთუ ადამიანის გენები მოქმედებენ ამგვარი დაავადებებისადმი მის მგრძნობელობაზე, მიდრეკილებებზე.
DNA technology is also contributing to our understanding of "nongenetic" diseases, from arthritis to AIDS, since a person's genes influence susceptibility to these diseases.
527482.
ბიოლოგია | თავი XX
გარდა ამისა, ყველა ტიპის დაავადებები გენთა ექსპრესიის ცვლილებებს იწვევენ დაავადებაში ჩართულ უჯრედებსა და ხშირად პაციენტის იმუნურ სისტემაშიც.
Furthermore, diseases of all sorts involve changes in gene expression within the affected cells and often within the patient's immune system.
527483.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის მიკროარეების ანალიზის ან სხვა ტექნიკის გამოყენებით ჯანმრთელ და დაავადებულ ქსოვილებში გენთა ექსპრესიის შედარების საშუალებით, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ იმ გენებს აღმოაჩენენ, რომლებიც განსაზღვრული დაავადებების დროს ირთვება ან ითიშება.
By using DNA microarray assays or other techniques to compare gene expression in healthy and diseased tissues, researchers hope to find many of the genes that are turned on or off in particular diseases.
527484.
ბიოლოგია | თავი XX
ეს გენები და მათი პროდუქტები პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ დაავადებათა პრევენციისა და თერაპიისთვის.
These genes and their products are potential targets for prevention or therapy.
527485.
ბიოლოგია | თავი XX
დაავადებათა დიაგნოსტირება.
Diagnosis of Diseases.
527486.
ბიოლოგია | თავი XX
ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტირებაში დნმ-ის ტექნოლოგიის საშუალებით ახალი თავი გაიხსნა, განსაკუთრებით PCR-ისა და მონიშნული ნუკლეინის მჟავების გამოყენება იძლევა კარგ შედეგს გარკვეული პათოგენების აღმოჩენაში.
A new chapter in the diagnosis of infectious diseases has been opened by DNA technology, in particular the use of PCR and labeled nucleic acid probes to track down certain pathogens.
527487.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, HIV-ის გენეტიკური მასალის (რნმის) თანამიმდევრობა ცნობილია, ამიტომ PCR-ის საშუალებით სისხლისა თუ ქსოვილის ნიმუშებში HIV რნმ-ის ამპლიფიცირება შესაძლებელია და ამგვარად მისი დეტექციაც აღარ წარმოადგენს სირთულეს.
For example, because the sequence of the HIV genetic material (RNA) is known, PCR can be used to amplify, and thus detect, HIV RNA in blood or tissue samples.
527488.
ბიოლოგია | თავი XX
რნმ-ის ამპლიფიცირება PCR-ით პირდაპირ ვერ ხდება, ამიტომ რნმ გენომს ჯერ ორჯაჭვიან კდნმ-ად გარდაქმნიან უკუტრანსკრიპტაზის (RT) მეშვეობით.
RNA cannot be directly amplified by PCR, but the RNA genome is first converted to double-stranded cDNA with reverse transcriptase (RT).
527489.
ბიოლოგია | თავი XX
ამის შემდეგ კდნმ-ზე PCR ტარდება ერთ-ერთი აივ გენისადმი სპეციფიკური ნიმუშის გამოყენებით.
PCR is then performed on the cDNA, using a probe specific for one of the HIV genes.
527490.
ბიოლოგია | თავი XX
ამ ტექნიკას -PCR ეწოდება და ხშირად სხვაგვარად მიუწვდომელი ინფექციების დეტექციის საუკეთესო გზას წარმოადგენს.
This technique, called RT-PCR, is often the best way to detect an otherwise elusive infection.
527491.
ბიოლოგია | თავი XX
მედიცინის დარგის მკვლევრებს ახლა შეუძლიათ ადამიანის ასობით გენეტიკური დარღვევის დიაგნოსტირება PCR-ისა და ავადმყოფობის კლონირებული გენის შესაბამისი პრაიმერების გამოყენებით და შემდგომ ავადმყოფობის გამომწვევი მუტაციის აღმოსაჩენად ამპლიფიცირებული პროდუქტის სიქვენირებით.
Medical scientists can now diagnose hundreds of human genetic disorders by using PCR and primers corresponding to cloned disease genes, then sequencing the amplified product to look for the disease-causing mutation.
527492.
ბიოლოგია | თავი XX
უკვე კლონირებულ ადამიანის დაავადების გამომწვევ გენებს განეკუთვნება: ნამგლისებური უჯრედის დაავადების, ჰემოფილიის, კისტოზური ფიბროზის, ჰანტინგტონის დაავადების და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის გენები.
Among the genes for human diseases that have been cloned are those for sicklecell disease, hemophilia, cystic fibrosis, Huntington's disease, and Duchenne muscular dystrophy.
527493.
ბიოლოგია | თავი XX
ასეთი დაავადებებით შეპყრობილი ინდივიდების იდენტიფიცირება შესაძლებელია სიმპტომების გამოჩენამდე, მათ დაბადებამდისაც კი.
Affected individuals with such diseases often can be identified before the onset of symptoms, even before birth.
527494.
ბიოლოგია | თავი XX
ასევე შესაძლებელია უსიმპტომო მატარებლების იდენტიფიკაცია, რომლებსაც პოტენციურად საზიანო რეცესიური ალელები აქვთ.
It is also possible to identify symptomless carriers of potentially harmful recessive alleles.
527495.
ბიოლოგია | თავი XX
მაშინაც კი, როდესაც დაავადების გამომწვევი გენი ჯერ კიდევ არ არის კლონირებული, ანორმალური ალელის არსებობის დიაგნოზის დასმა საკმაო აკურატულობით არის შესაძლებელი, თუ ნაპოვნია მჭიდროდ დაკავშირებული RFLP მარკერი.
Even when a disease gene has not yet been cloned, the presence of an abnormal allele can be diagnosed with reasonable accuracy if a closely linked RFLP marker has been found.
527496.
ბიოლოგია | თავი XX
ჰანტინგტონის დაავადებისა და მთელი რიგი სხვა დაავადებების ალელები პირველად სწორედ ასეთი არაპირდაპირი გზით იყვნენ იდენტიფიცირებული.
Alleles for Huntington's disease and a number of other genetic diseases were first detected in this indirect way.
527497.
ბიოლოგია | თავი XX
თუ მარკერი და თვითონ გენი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს არიან განლაგებული, მარკერსა და გენს შორის გამეტის ფორმირებისას კროსინგოვერის მოხდენა ნაკლებად სავარაუდოა.
If the marker and the gene itself are close enough, crossing over between the marker and the gene is very unlikely to occur during gamete formation.
527498.
ბიოლოგია | თავი XX
ამის გამო, მარკერი და გენი მემკვიდრულად თითქმის ყოველთვის ერთად გადაეცემა, მაშინაც კი როდესაც RFLP მარკერი გენის ნაწილს არ წარმოადგენს.
Therefore, the marker and gene will almost always be inherited together, even though the RFLP marker is not part of the gene.
527499.
ბიოლოგია | თავი XX
იგივე პრინციპი მოქმედებს ყველა ტიპის მარკერზე, მათ შორის შNP-ზეც.
The same principle applies to all kinds of markers, including SNPs.
527500.
ბიოლოგია | თავი XX
ადამიანის გენური თერაპია.
Human Gene Therapy.