მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527501.
ბიოლოგია | თავი XX
გენური თერაპიას – ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ინდივიდების გენების ცვლილებას, უდიდესი პოტენციალი აქვს იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ცალკეულ დეფექტური გენებითაა განპირობებული.
Gene therapy-the alteration of an afflicted individual's genes-holds great potential for treating disorders traceable to a single defective gene.
527502.
ბიოლოგია | თავი XX
თეორიულად, შესაძლებელია დეფექტური გენის ნორმალური ალელის ჩართვა დაავადებული ქსოვილის სომატურ უჯრედში.
In theory, a normal allele of the defective gene could be inserted into the somatic cells of the tissue affected by the disorder.
527503.
ბიოლოგია | თავი XX
იმისთვის, რომ სომატური უჯრედების გენური თერაპია მუდმივი იყოს, ის უჯრედები რომლებიც ნორმალურ ალელს მიიღებენ, პაციენტის მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მრავლდებოდნენ.
For gene therapy of somatic cells to be permanent, the cells that receive the normal allele must be ones that multiply throughout the patient's life.
527504.
ბიოლოგია | თავი XX
ამისთვის მთავარ კანდიდატებს წარმოადგენენ ძვლის ტვინის უჯრედები, რომლებიც ღეროვან უჯრედებს შეიცავენ.
Bone marrow cells, which include the stem cells that give rise to all the cells of the blood and immune system.
527505.
ბიოლოგია | თავი XX
სურათ 20.16.-ზე მოცემულია გენური თერაპიის ერთი შესაძლო პროცედურა პიროვნებისთვის, რომლის ძვლის ტვინი არ წარმოქმნის სასიცოცხლო ფერმენტს ერთი დეფექტური გენის გამო.
Figure 20.16 outlines one possible procedure for gene therapy of an individual whose bone marrow cells do not produce a vital enzyme because of a single defective gene.
527506.
ბიოლოგია | თავი XX
მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიციტის (SCID) ერთი ტიპი ასეთი დეფექტითაა გამოწვეული.
One type of severe combined immunodeficiency (SCID) is caused by just this kind of defect.
527507.
ბიოლოგია | თავი XX
თუ მკურნალობა წარმატებული იქნა, პაციენტის ძვლის ტვინის უჯრედები არარსებული ცილის წარმოქმნას დაიწყებენ და პაციენტი განიკურნება.
If the treatment is successful, the patient's bone marrow cells will begin producing the missing protein, and the patient will be cured.
527508.
ბიოლოგია | თავი XX
სურათ 20.16-ზე გამოსახული პროცედურა გამოყენებული იქნა პირველი გენური თერაპიის კვლევაში SCID-სთვის, რომელიც 1990 წელს დაიწყო.
The procedure shown in Figure 20.16 was used in the first gene therapy trial for SCID, which began in 1990.
527509.
ბიოლოგია | თავი XX
მაგრამ 1990-იან წლებში განხორციელებულმა ამ და შემდგომი კვლევების კლინიკურმა შედეგებმა დამაჯერებლად ვერ აჩვენეს ამ მკურნალობის ეფექტურობა.
But the clinical results from this and succeeding studies during the 1990s did not convincingly demonstrate the effectiveness of the treatment.
527510.
ბიოლოგია | თავი XX
შემდგომ კვლევებში, რომელიც 2000 წელს დაიწყო, SCID-ით დაავადებული 10 პატარა ბავშვს ჩაუტარდა იგივე პროცედურა.
In another trial that started in 2000, ten young children with SCID were treated by the same procedure.
527511.
ბიოლოგია | თავი XX
9 მათგანისთვის ორი წლის შემდეგ ნაჩვენები იქნა სარწმუნო, გამოკვეთილი გაუმჯობესება – გენური თერაპიის პირველი უეჭველი წარმატება.
Nine of these patients showed significant, definitive improvement after two years, the first indisputable success of gene therapy.
527512.
ბიოლოგია | თავი XX
მაგრამ შემდეგში ორ პაციენტში განვითარდა ლეიკემია, სისხლის უჯრედების კიბოს სახე.
However, two of the patients subsequently developed leukemia, a type of blood cell cancer.
527513.
ბიოლოგია | თავი XX
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ორივე შემთხვევაში, რეტროვირუსული ვექტორი, რომელიც ნორმალური ალელის გადამტანად იქნა გამოყენებული ძვლის ტვინის უჯრედებში, იმ გენის სიახლოვეს ჩაერთო, რომელიც სისხლის უჯრედების პროლიფერაციასა და განვითარებაში მონაწილეობს და ლეიკემიას იწვევს.
Researchers discovered that in both cases, the retroviral vector used to carry the normal allele into bone marrow cells had inserted near a gene involved in the proliferation and development of blood cells, causing leukemia.
527514.
ბიოლოგია | თავი XX
რეტროვირუსებზე დაფუძნებული გენური თერაპიის ეს და სხვა კვლევები მთელ რიგ ქვეყნებში დროებით აკრძალული იქნა.
This and other trials of retrovirus-based gene therapy were temporarily suspended in several countries.
527515.
ბიოლოგია | თავი XX
რეტროვირუსების ქცევის უფრო კარგად შესწავლის შემდეგ, მკვლევრებს შეეძლებათ, გააკონტროლონ რეტროვირუსული ვექტორის ჩართვა იმ ადგილებში, სადაც აღნიშნული პრობლემა თავიდან იქნება აცილებული.
By learning more about the behavior of retroviruses, researchers may be able to control the insertion of retroviral vectors to a location that might avoid such problems.
527516.
ბიოლოგია | თავი XX
გენურმა თერაპიამ მთელი რიგი სხვა ტექნიკური საკითხები დააყენა.
Several other technical questions are also posed by gene therapy.
527517.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, როგორ შეიძლება გავაკონტროლოთ გადატანილი გენის აქტივობა ისე, რომ უჯრედმა ცილოვანი პროდუქტი შესაბამისი რაოდენობით წარმოქმნას სწორ დროს და სწორ ადგილას?
For example, how can the activity of the transferred gene be controlled so that cells make appropriate amounts of the gene product at the right time and in the right place?
527518.
ბიოლოგია | თავი XX
როგორ შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ თერაპიული გენის ჩასმა უჯრედის სხვა აუცილებელ ფუნქციებს არ მიაყენებს ზიანს?
How can we be sure that the insertion of the therapeutic gene does not harm some other necessary cell function?
527519.
ბიოლოგია | თავი XX
დნმ-ის კონტროლის ელემენტებისა და გენთა ურთიერთქმედებების უფრო ღრმად და უკეთესად შესწავლა დაეხმარება მკვლევრებს ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში.
As more is learned about DNA control elements and gene interactions, researchers may be able to answer such questions.
527520.
ბიოლოგია | თავი XX
ტექნიკური სირთულეების გარდა, გენური თერაპია რთულ ეთიკურ პრობლემებსაც წარმოქმნის.
In addition to technical challenges, gene therapy raises difficult ethical questions.