მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527521.
ბიოლოგია | თავი XX
ზოგიერთი კრიტიკოსი ვარაუდობს, რომ ადამიანის გენებით მანიპულირება რაიმე გზით აუცილებლად მიგვიყვანს ევგენიკის პრაქტიკამდე, ანუ ადამიანთა პოპულაციების გენეტიკურად შექმნის კონტროლირების წინასწარგანზრახულ მცდელობამდე.
Some critics suggest that tampering with human genes in any way will inevitably lead to the practice of eugenics, a deliberate effort to control the genetic makeup of human populations.
527522.
ბიოლოგია | თავი XX
სხვა დამკვირვებლები კი ვერ ხედავენ სხვაობას სომატურ უჯრედებში გენების ტრანსპლანტაციასა და ორგანოების ტრანსპლანტაციას შორის.
Other observers see no fundamental difference between the transplantation of genes into somatic cells and the transplantation of organs.
527523.
ბიოლოგია | თავი XX
ადამიანის სასქესო ხაზის უჯრედების დამუშავება მომავალ თაობებში დეფექტების გამოსწორების მიზნით შემდგომ ეთიკურ საკითხებს აწყდება.
Treatment of human germ-line cells in the hope of correcting a defect in future generations raises further ethical issues.
527524.
ბიოლოგია | თავი XX
ამგვარი გენეტიკური ინჟინერია ლაბორატორიულ თაგვებზე რუტინულად ტარდება და ადამიანებზე მსგავსი გენეტიკური ინჟინერიის განხორციელებასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები ეტაპობრივად გადაიჭრება.
Such genetic engineering is routinely done in laboratory mice, and the technical problems relating to similar genetic engineering in humans will eventually be solved.
527525.
ბიოლოგია | თავი XX
მაგრამ რა გარემოებებმა, თუ საერთოდ არსებობს ასეთი, უნდა გვაიძულოს ადამიანის სასქესო ხაზის უჯრედების ან ემბრიონების გენომების შეცვლა?
Under what circumstances, if any, should we alter the genomes of human germ lines or embryos?
527526.
ბიოლოგია | თავი XX
ერთი შეხედულებით, ეს შესაძლოა ევოლუციის პროცესში ჩარევა იყოს.
In a way, this could be thought of as interfering with evolution.
527527.
ბიოლოგია | თავი XX
ბიოლოგიური პერსპექტივის თვალსაზრისით, გენების საცავიდან არასასურველი ალელების მოშორებამ უკუშედეგი შეიძლება მოგვიტანოს.
From a biological perspective, the elimination of unwanted alleles from the gene pool could backfire.
527528.
ბიოლოგია | თავი XX
გენეტიკური ვარიაციები სახეობათა გადარჩენისთვის აუცილებელ ინგრედიენტს წარმოადგენს, რადგანაც გარემო პირობები დროთა განმავლობაში ცვლილებებს განიცდის.
Genetic variation is a necessary ingredient for the survival of a species as environmental conditions change with time.
527529.
ბიოლოგია | თავი XX
გენები, რომლებსაც გარკვეულ პირობებში დამაზიანებელი ეფექტი აქვთ, სხვა პირობებში შესაძლოა სასარგებლო იყვნენ (ამის ერთ-ერთი მაგალითია ნამგლისებრი უჯრედის ალელი, განხილული მე-14 თავში).
Genes that are damaging under some conditions may be advantageous under other conditions (one example is the sickle-cell allele, discussed in Chapter 14).
527530.
ბიოლოგია | თავი XX
გვსურს თუ არა გავრისკოთ და განვახორციელოთ გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ჩვენი სახეობების გადარჩენის საქმეზე მომავალში?
Are we willing to risk making genetic changes that could be detrimental to the survival of our species in the future?
527531.
ბიოლოგია | თავი XX
ჩვენ საკმაოდ მალე შეიძლება დავდგეთ ამ საკითხის გადაჭრის წინაშე.
We may have to face this question soon.
527532.
ბიოლოგია | თავი XX
ფარმაცევტული პროდუქტები.
Pharmaceutical Products.
527533.
ბიოლოგია | თავი XX
ამ თავში ზემოთ თქვენ შეიტყვეთ დნმ-ის კლონირებისა და საექსპრესიო სისტემების შესახებ, რაც იმ ცილების დიდი რაოდენობების მისაღებად არის საჭირო, რომლებიც ბუნებრივად მხოლოდ მცირე ოდენობით არიან წარმოდგენილი.
You learned earlier in the chapter about DNA cloning and expression systems for producing large quantities of proteins that are present naturally in only minute amounts.
527534.
ბიოლოგია | თავი XX
ასეთ საექსპრესიო სისტემებში გამოყენებული მასპინძელი უჯრედები გენეტიკური ინჟინერიით იმგვარად შეიძლება გარდაიქმნას, რომ პირდაპირ მოახდინოს შექმნილი ცილის სეკრეცია და ამგვარად ტრადიციული ბიოქიმიური მეთოდებით მისი გასუფთავების ამოცანა გაამარტივოს.
The host cells used in such expression systems can even be engineered to secrete a protein as it is made, thereby simplifying the task of purifying it by traditional biochemical methods.
527535.
ბიოლოგია | თავი XX
ამ გზით „მანუფაქტურულ” პირველ ფარმაცევტულ პროდუქტებს შორის იყო ადამიანის ინსულინი და ადამიანის ზრდის ჰორმონი.
Among the first pharmaceutical products "manufactured” in this way were human insulin and human growth hormone (HGH).
527536.
ბიოლოგია | თავი XX
ამერიკის შეერთებულ შტატებში დიაბეტით დაავადებული 2 მილიონი პიროვნება მათი დაავადების კონტროლისთვის ინსულინზეა დამოკიდებული.
Some 2 million people with diabetes in the United States depend on insulin treatment to control their disease.
527537.
ბიოლოგია | თავი XX
ადამიანის ზრდის ჰორმონი ნამდვილი საჩუქარია ბავშვებისათვის, რომლებიც ქონდრისკაცობის იმ ფორმით დაიბადნენ, რომელიც HGH-ის არაადეკვატური რაოდენობებით არის გამოწვეული.
Human growth hormone has been a boon to children born with a form of dwarfism caused by inadequate amounts of HGH.
527538.
ბიოლოგია | თავი XX
გენური ინჟინერიით შექმნილ სხვა ფარმაცევტულ პროდუქტს განეკუთვნება ქსოვილის პლაზმინოგენის აქტივატორი.
Another important pharmaceutical product produced by genetic engineering is tissue plasminogen activator (TPA).
527539.
ბიოლოგია | თავი XX
გულის შეტევიდან მცირე ხანში მისი შეყვანისას, ეს ცილა სისხლის კოლტების გახსნას აადვილებს და გულის შემდეგი შეტევების რისკს ამცირებს.
If administered shortly after a heart attack, this protein helps dissolve blood clots and reduces the risk of subsequent heart attacks.
527540.
ბიოლოგია | თავი XX
ფარმაცევტულ პროდუქტებში ყველაზე უფრო თანამედროვე მიღწევები ზოგიერთ იმ დაავადებებთან ბრძოლის სრულიად ახალ გზებს მოიცავს, რომლებიც წამლებით ტრადიციულად მკურნალობას არ ექვემდებარებიან.
The most recent developments in pharmaceutical products involve truly novel ways to fight certain diseases that do not respond to traditional drug treatments.