მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527561.
ბიოლოგია | თავი XX
დედის, მისი შვილისა და სავარაუდო მამის დნმ-ის შედარების საფუძველზე მამობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია.
A comparison of the DNA of a mother, her child, and the purported father can conclusively settle a question of paternity.
527562.
ბიოლოგია | თავი XX
ამგვარი საკითხები ხანდახან ისტორიული ინტერესის საგანს წარმოადგენენ: დნმ-ის ანაბეჭდებმა დაადასტურა, რომ თომას ჯეფერსონი ან მისი რომელიმე ახლო ნათესავი მამაკაცი იყო ჯეფერსონის მონის სალი ჰემინგსის შვილებიდან სულ მცირე ერთ-ერთის მამა.
Sometimes paternity is of historical interest: DNA fingerprinting has provided strong evidence that Thomas Jefferson or one of his close male relatives fathered at least one of the children of his slave Sally Hemings.
527563.
ბიოლოგია | თავი XX
დღეისთვის, RFLP-ს ნაცვლად, დნმ-ის ანაბეჭდების მარკერებად სულ უფრო ხშირად იყენებენ გენომში არსებული მარტივი თანამიმდევრობის დნმ-ის გარკვეულ განმეორებად ფუძეთა თანმიმდევრობების სიგრძის ვარიაციებს.
Today, instead of RFLPS, variations in the lengths of certain repeated base sequences in simple sequence DNA within the genome are increasingly used as markers for DNA fingerprinting.
527564.
ბიოლოგია | თავი XX
ეს განმეორებადი დნმ-ის თანამიმდევრობები მაღალი ხარისხის ვარიაბელობით ხასიათდება ადამიანიდან ადამიანში და ამიტომ უფრო მეტ მარკერებს გვაწოდებს, ვიდრე RFLP.
These repetitive DNA sequences are highly variable from person to person, providing even more markers than RFLPs.
527565.
ბიოლოგია | თავი XX
მაგალითად, ერთ ინდივიდს შესაძლოა ერთ გენომურ ლოკუსში 65-ჯერ ჰქონდეს განმეორება აცა და მეორე ლოკუსში 118- ჯერ და ასე შემდეგ, როდესაც მეორე ინდივიდს ამ განმეორებების განსხვავებული რიცხვები ექნება ამ ლოკუსებში.
For example, one individual may have the repeat unit ACA repeated 65 times at one genome locus, 118 times at a second locus, and so on, whereas another individual is likely to have different numbers of repeats at these loci.
527566.
ბიოლოგია | თავი XX
ასეთი პოლიმორფული გენეტიკური ლოკუსები ხშირად მოიხსენიება, როგორც მარტივი ტანდემური განმეორებები.
Such polymorphic genetic loci are sometimes called simple tandem repeats (STRS).
527567.
ბიოლოგია | თავი XX
რაც უფრო მეტია დნმ-ის ნიმუშში შესწავლილი მარკერების რიცხვი, მით უფრო სავარაუდოა, რომ დნმ-ის ანაბეჭდი უნიკალურია ერთი ინდივიდისათვის.
The greater the number of markers examined in a DNA sample, the more likely it is that the DNA fingerprint is unique to one individual.
527568.
ბიოლოგია | თავი XX
PCR ხშირად ცალკეული STR-ის ან სხვა მარკერების ამპლიფიცირებისთვის გამოიყენება ელექტროფორეზის წინ.
PCR is often used to amplify particular STRS or other markers before electrophoresis.
527569.
ბიოლოგია | თავი XX
PCR განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც დნმ ცუდ მდგომარეობაშია ან მისი ძალიან მცირე რაოდენობაა ხელმისაწვდომი.
PCR is especially valuable when the DNA is in poor condition or available only in minute quantities.
527570.
ბიოლოგია | თავი XX
ქსოვილის ნიმუში, რომელიც მხოლოდ 20 უჯრედს შეიცავს, შეიძლება საკმარისი იყოს PCR-ამპლიფიკაციისთვის.
A tissue sample as small as 20 cells can be sufficient for PCR amplification.
527571.
ბიოლოგია | თავი XX
რამდენად სარწმუნოა დნმ-ის ანაბეჭდი?
Just how reliable is DNA fingerprinting?
527572.
ბიოლოგია | თავი XX
სასამართლო საქმეების უმრავლესობაში იმის ალბათობა, რომ ორ ადამიანს იდენტური დნმ-ის ანაბეჭდი ჰქონდეს, მერყეობს ერთი შანსიდან 100 000-ში ერთ შანსამდე მილიარდში.
In most forensic cases, the probability of two people having identical DNA fingerprints is between one chance in 100,000 and one in a billion.
527573.
ბიოლოგია | თავი XX
ზუსტი სურათი დამოკიდებულია შედარებისთვის გამოყენებული მარკერების რიცხვზე და ამ მარკერების სიხშირეზე ზოგადად მოსახლეობაში.
The exact figure depends on the number of markers compared and on the frequency of those markers in the general population.
527574.
ბიოლოგია | თავი XX
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად საერთოა სხვადასხვა მარკერები სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებში, კრიტიკულია, რადგან მარკერების სიხშირე შეიძლება საგრძნობლად იცვლებოდეს ეთნიკურ ჯგუფებს შორის და მოცემულ ეთნიკურ ჯგუფსა და პოპულაციას, როგორც ერთ მთლიანს, შორის.
Information on how common various markers are in different ethnic groups is critical because these marker frequencies may vary considerably among ethnic groups and between a particular ethnic group and the population as a whole.
527575.
ბიოლოგია | თავი XX
სიხშირის მონაცემების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, სასამართლოს მეცნიერებს უფრო ზუსტი სტატისტიკური გამოთვლების განხორციელება ძალუძთ.
With the increasing availability of frequency data, forensic scientists can make extremely accurate statistical calculations.
527576.
ბიოლოგია | თავი XX
ამრიგად, პრობლემების მიუხედავად, რომლებიც კიდევ შეიძლება წარმოიქმნან არასაკმარისი მონაცემების არსებობის, ადამიანური შეცდომების ან უხარისხო მონაცემების გამო, დნმ-ის ანაბეჭდი უტყუარ მტკიცებულებად არის აღიარებული როგორც ლეგალური ექსპერტების, ისე მეცნიერების მიერ.
Thus, despite problems that can still arise from insufficient data, human error, or flawed evidence, DNA fingerprints are now accepted as compelling evidence by legal experts and scientists alike.
527577.
ბიოლოგია | თავი XX
ფაქტობრივად, უახლეს წლებში შენახულ სასამართლო ნიმუშებზე დნმ-ის ანალიზი განხორციელდა და შედეგად მივიღეთ მონაცემები, რომლებიც მრავალი „ძველი საქმის“ გასახსნელად იყო აუცილებელი.
In fact, DNA analysis on stored forensic samples has provided the evidence needed to solve many "cold cases" in recent years.
527578.
ბიოლოგია | თავი XX
გარემოს გასუფთავება.
Environmental Cleanup.
527579.
ბიოლოგია | თავი XX
ზოგიერთი მიკროორგანიზმის შესანიშნავი უნარი, გარდაქმნას ქიმიური ნივთიერებები, სულ უფრო მეტად გამოიყენება გარემოს გაწმენდისთვის.
Increasingly, the remarkable ability of certain microorganisms to transform chemicals is being exploited for environmental cleanup.
527580.
ბიოლოგია | თავი XX
მეცნიერები ცდილობენ ამ მეტაბოლური უნარის ინჟინერიას სხვა მიკროორგანიზმებში, რომლებიც შემდეგ გარემოს ზოგიერთი პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენება.
Scientists are now engineering these metabolic capabilities into other microorganisms, which are then used to help treat some environmental problems.