მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527761.
ბიოლოგია | თავი XXI
რამდენიმე ასეულმა იმპლანტირებულმა ემბრიონმა დაასრულა ნორმალური განვითარება.
One of several hundred implanted embryos successfully completed normal development.
527762.
ბიოლოგია | თავი XXI
ასე დაიბადა დოლი.
Dolly was born.
527763.
ბიოლოგია | თავი XXI
მოგვიანებით ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ დოლის ქრომოსომური დნმ-ი დონორი ბირთვის აბსოლუტურად იდენტური იყო.
Later analyses showed that Dolly's chromosomal DNA was indeed identical to that of the nucleus donor.
527764.
ბიოლოგია | თავი XXI
მისი მიტოქონდრიული დნმ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, დონორი კვერცხუჯრედის წარმოშობის აღმოჩნდა.
Her mitochondrial DNA came from the egg cell donor, as expected.
527765.
ბიოლოგია | თავი XXI
2003 წელს, 6 წლის ასაკში, დოლის აღმოაჩნდა ფილტვების დაავადება, რომელიც ცხრებს ჩვეულებრივ ბევრად უფრო გვიანდელ ასაკში ემართებათ ხოლმე, და იგი დააძინეს.
In 2003, at age 6, Dolly suffered complications from a lung disease usually seen in much older sheep and was euthanized.
527766.
ბიოლოგია | თავი XXI
დოლის ნაადრევი სიკვდილი, ისევე, როგორც მისი ართრიტი, მიაწერეს იმას, რომ მისი უჯრედები უფრო „ასაკოვანი“ იყო, ვიდრე რეალურად მის ასაკს შეესაბამებოდა, და შესაძლოა ეს იყო ტრანსპლანტირებული ბირთვის არასრული „რეპროგრამირების“ შედეგი.
Dolly's premature death, as well as her arthritic condition, led to speculation that her cells were "older" than those of a normal sheep, possibly reflecting incomplete reprogramming of the original transplanted nucleus.
527767.
ბიოლოგია | თავი XXI
1997 წლიდან კლონირება სხვა მრავალ ძუძუმწოვარზე ტარდებოდა, თაგვების, კატების, ძროხების, ცხენების და ღორების ჩათვლით.
Since 1997, cloning has also been demonstrated in numerous other mammals, including mice, cats, cows, horses, and pigs.
527768.
ბიოლოგია | თავი XXI
მიზანს წარმოადგენდა ახალი ინდივიდის შექმნა: ამას ჰქვია რეპროდუქციული კლონირება.
In most cases, the goal has been to produce new individuals; this is known as reproductive cloning.
527769.
ბიოლოგია | თავი XXI
ჩვენ უკვე ბევრი საინტერესო რამ ვისწავლეთ ასეთი ექსპერიმენტების შედეგად.
We have already learned much of interest from such experiments.
527770.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგალითად, ერთი და იგივე სახეობის კლონირებული ცხოველები ყოველთვის იდენტურნი არ არიან გარეგნობით და ქცევით.
For example, cloned animals of the same species do not always look or behave identically.
527771.
ბიოლოგია | თავი XXI
ერთი და იგივე უჯრედული ხაზიდან კლონირებული ძროხების ჯგუფში, ზოგიერთი ძროხა დომინანტობს, დანარჩენები კი ემორჩილებიან.
In a herd of cows cloned from the same cell line, certain cows are dominant and others are more submissive.
527772.
ბიოლოგია | თავი XXI
სხვა მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ კატა, სახელად ქოფი.
Another example is the first cloned cat, named Copy Cat.
527773.
ბიოლოგია | თავი XXI
ნათელია, რომ გარემოს ზეგავლენამ და შემთხვევითმა მოვლენებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ განვითარების პროცესში.
Clearly, environmental influences and random phenomena can play a significant role during development.
527774.
ბიოლოგია | თავი XXI
მრავალი ძუძუმწოვრის წარმატებულმა კლონირებამ ადამიანის კლონირების შესაძლებლობის სპეკულაცია წარმოშვა.
The successful cloning of various mammals has heightened speculation about the cloning of humans.
527775.
ბიოლოგია | თავი XXI
2004 წელს, სამხრეთ კორეის მკვლევრებმა მსოფლიოს აცნობეს ადამიანის რეპროდუქციული კლონირების პირველი წარმატებული ნაბიჯების შესახებ.
In early 2004, of South Korean researchers reported success in the first step reproductive cloning of humans.
527776.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ ექსპერიმენტში განხორციელდა ადამიანის დიფერენცირებული უჯრედების ტრანსპლანტაცია გაუნაყოფიერებელ, წინასწარ ბირთვამოცლილ კვერცხუჯრედებში.
In this work, nuclei from differentiated human cells were transplanted into unfertilized eggs from which the nuclei had been removed.
527777.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ კვერცხუჯრედებს მიეცათ დაყოფის სტიმული, და რამდენიმე მათგანმა მიაღწია ბლასტოცისტის სტადიას - ადრეულ ემბრიონალურ სტადიას, რომელიც 21.4 სურათზე ნაჩვენებ ბლასტულის სტადიის მსგავსია.
These eggs were stimulated to divide, and some reached the blastocyst stage, an early embryonic stage similar to the blastula stage in Figure 21.4.
527778.
ბიოლოგია | თავი XXI
თუმცა ემბრიონებს არ მისცეს ბლასტოცისტის სტადიის შემდგომი განვითარების საშუალება, ამ მკვლევრების ნამუშევარმა კიდევ ერთი ნაბიჯით მიგვაახლოვეს ადამიანის რეპროდუქციული კლონირების რეალურ შესაძლებლობასთან, რამაც უპრეცედენტო ეთიკური საკითხები წამოჭრა.
Although the embryos were not allowed to develop beyond the blastocyst stage, the work of these researchers brings us one step closer to the possibility of human reproductive cloning, which raises unprecedented ethical issues.
527779.
ბიოლოგია | თავი XXI
ყოველ შემთხვევაში, სანამ გადაიჭრება კლონირებასთან დაკავშირებული პრობლემები, ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო ამ საკითხებზე დასაფიქრებლად.
However, problems associated with the cloning process have bought us a little more time for thought.
527780.
ბიოლოგია | თავი XXI
ცხოველთა კლონირებასთან დაკავშირებული პრობლემები.
Problems Associated with Animal Cloning.