მოიძებნა 669200 ჩანაწერი
527821.
ბიოლოგია | თავი XXI
თუ ამ უჯრედებს ექსპერიმენტულად გადავნერგავთ ემბრიონის სხვა უბანზე, ისინი მაინც განაგრძობენ თავის ადრე განსაზღვრულ დიფერენცირების გზას და ჩამოყალიბდებიან იმ უჯრედებად, როგორც ეს მოხდებოდა ნორმალურ ადგილზე განვითარებისას.
If a committed cell is experimentally placed in another location in the embryo, it will still differentiate into the cell type that is its normal fate.
527822.
ბიოლოგია | თავი XXI
ის, რასაც ადრე დეტერმინირებას ეძახდნენ, დღეისათვის განიხილება, როგორც მოლეკულური ცვლილებების შედეგი.
Today we understand determination in terms of molecular changes.
527823.
ბიოლოგია | თავი XXI
დეტერმინირების შედეგი - უჯრედების ხილვადი დიფერენციაცია იმ გენების ექსპრესიასთან არის დაკავშირებული, რომლებიც ქსოვილის სპეციფიკურ პროტეინებს აწარმოებს.
The outcome of determination-observable cell differentiation-is marked by the expression of genes for tissue specific proteins.
527824.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს პროტეინები გვხვდება მხოლოდ გარკვეული ტიპის უჯრედებში და ანიჭებენ მათ სტრუქტურულ და ფუნქციურ თავისებურებებს.
These proteins are found only in a specific cell type and give the cell its characteristic structure and function.
527825.
ბიოლოგია | თავი XXI
დიფერენცირების პირველ მტკიცებულებას წარმოადგენს ამ პროტეინებისათვის მრნმ-ის გამოჩენა.
The first evidence of differentiation is the appearance of mRNAs for these proteins.
527826.
ბიოლოგია | თავი XXI
დიფერენცირება ხილვადი ხდება მიკროსკოპის საშუალებით და გამოიხატება უჯრედული სტრუქტურის ცვლილებებში.
Eventually, differentiation is observable with a microscope as changes in cellular structure.
527827.
ბიოლოგია | თავი XXI
შემთხვევათა უმეტესობაში, დიფერენცირებულ უჯრედში გენის ექსპრესიის პატერნი ტრანსკრიფციის დონეზე კონტროლდება.
In most cases, the pattern of gene expression in a differentiated cell is controlled at the level of transcription.
527828.
ბიოლოგია | თავი XXI
დიფერენცირებული უჯრედები სპეციალიზდებიან გარკვეული ქსოვილისთვის დამახასიათებელი პროტეინების წარმოებაში.
Differentiated cells are specialists at making tissue-specific proteins.
527829.
ბიოლოგია | თავი XXI
მაგალითად, ტრანსკრიფციული რეგულირების შედეგად ღვიძლის უჯრედები სპეციალიზდებიან ალბუმინის წარმოქმნაში, ხოლო თვალის ბროლის უჯრედები სპეციალიზდებიან კრისტალინის წარმოქმნაში.
For example, as the result of transcriptional regulation, liver cells specialize in making albumin, and lens cells specialize in making crystallins.
527830.
ბიოლოგია | თავი XXI
მართლაც, ბროლის უჯრედებში ცილების სინთეზის წარმადობის 80% ხმარდება კრისტალინის სინთეზს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება შუქის გატარება და ფოკუსირება.
Indeed, lens cells devote 80% of their capacity for protein synthesis to making crystallin proteins, which enable the lens to transmit and focus light.
527831.
ბიოლოგია | თავი XXI
კუნთოვანი უჯრედები სხვა მაგალითს წარმოადგენს.
Skeletal muscle cells are another instructive example.
527832.
ბიოლოგია | თავი XXI
ეს არის გრძელი ბოჭკოები, რომელთა ერთიანი პლაზმური მემბრანის შიგნით განთავსებულია მრავალი ბირთვი.
The "cells" of skeletal muscle are long fibers containing many nuclei within a single plasma membrane.
527833.
ბიოლოგია | თავი XXI
ისინი შეიცავენ კუნთოვანი ქსოვილისთვის დამახასიათებელ შემკუმშველი ცილების - მიოზინის და აქტინის მაღალ კონცენტრაციებს, ისევე, როგორც მემბრანულ რეცეპტორ - ცილას, რომელიც აღიქვამს ნერვული უჯრედებიდან წამოსულ სიგნალს.
They contain high concentrations of muscle-specific versions of the contractile proteins myosin and actin, as well as membrane receptor proteins that detect signals from nerve cells.
527834.
ბიოლოგია | თავი XXI
კუნთოვანი უჯრედები ვითარდებიან ემბრიონალური წინამორბედი უჯრედებიდან, რომელთაც შესწევთ უნარი განვითარდნენ რამდენიმე ალტერნატიული ტიპის უჯრედებად, ხრტილოვანი და ცხიმოვანი უჯრედების ჩათვლით, მაგრამ რომლებიც გარკვეული პირობების ზეგავლენით ყალიბდებიან სწორედ კუნთოვან ქსოვილის უჯრედებად.
Muscle cells develop from embryonic precursor cells that have the potential to develop into a number of alternative cell types, including cartilage cells or fat cells, but particular conditions commit them to becoming muscle cells.
527835.
ბიოლოგია | თავი XXI
მიუხედავად იმისა, რომ მიკროსკოპში არ ჩანს უჯრედებში მიმდინარე ცვლილებები, დეტერმინირება აქ მაინც განხორციელდა - ისინი ახლა მიობლასტებს წარმოადგენენ.
Although the committed cells appear unchanged under the microscope, determination has occurred, and they are now myoblasts.
527836.
ბიოლოგია | თავი XXI
მიობლასტები იწყებენ დიდი რაოდენობით კუნთოვანი ქსოვილისთვის სპეციფიკური ცილების წარმოებას და ქმნიან მოწიფულ, წაგრძელებულ, მრავალბირთვიან კუნთოვან უჯრედებს.
Eventually, myoblasts start to churn out large amounts of musclespecific proteins and fuse to form mature, elongated, multinucleate skeletal muscle cells.
527837.
ბიოლოგია | თავი XXI
მკვლევრებმა გ კულტივირებულ მიობლასტებზე დაკვირვების საშუალებით და იმ ტექნიკის გამოყენებით, რომელსაც თქვენ მე-20 თავში გაეცანით, გაარკვიეს, თუ რა ხდება მოლეკულურ დონეზე კუნთოვანი უჯრედის დიფერენცირებისას.
Researchers have worked out what happens at the molecular level during muscle cell determination by growing myoblasts in culture and applying some of the techniques you learned about in Chapter 20.
527838.
ბიოლოგია | თავი XXI
მათ პირველად შექმნეს დნმ ბიბლიოთეკა, რომელშიც შეიტანეს კულტივირებულ მიობლასტებში ყველა ექპრესირებული გენი.
They first produced a cDNA library containing all the genes that are expressed in cultured myoblasts.
527839.
ბიოლოგია | თავი XXI
მკვლევრებმა შემდეგ ყოველი კლონირებული გენი ჩანერგეს ცალკეულ ემბრიონალურ წინამორბედ უჯრედში და ცდილობდნენ დაეფიქსირებინათ დიფერენცირების პროცესი, რომელიც აყალიბებს მიობლასტებს და კუნთოვან უჯრედებს.
The researchers then inserted each of the cloned genes into a separate embryonic precursor cell and looked for differentiation into myoblasts and muscle cells.
527840.
ბიოლოგია | თავი XXI
ამ გზით მათ განსაზღვრეს ეგრეთ წოდებული "მთავარი მარეგულირებელი გენები", რომელთა პროტეინების ნაწარმი უჯრედებს ჩონჩხის კუნთებად გადააქცევს.
In this way, they identified several so-called "master regulatory genes" whose protein products commit the cells to becoming skeletal muscle.