მოიძებნა 668045 ჩანაწერი
55041.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
ეს შენიშვნა იაკობ გოგებაშვილსაც გაუკეთებია თავის „ბუნების კარში“.
This remark was made by Iakob Gogebashvili too, in his book "Door to Nature".
55042.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
გარდა იმისა, რომ კირით შელესილობის უარყოფით შედეგებზე ლაპარაკობს, იგი აგრეთვე კახელი გლეხის უცოდინარობასაც უსვამს ხაზს.
Besides noting the negative results of lime plastering, he talks also about the ignorance of Kakhetian peasants.
55043.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
პირველ ყოვლისა, უნდა შევნიშნოთ, რომ საწნახლების უმეტესობა ტრადიციულად ხისა იყო.
In the first place | must observe that traditionally the majority of vine-presses were wooden.
55044.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
ამას მოწმობს თითქმის ყველა კუთხეში დღემდე შემორჩენილი ცალები, რაც გამორიცხავს ტკბილის დუღილისას გემოს შეცვლას.
As attested by the surviving ones in every region, ruling out the change of taste at fermentation of new wine.
55045.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
რაც შეეხება ქვაში ამოღებულ ან შელესილ საწნახლებს, რომლებიც დადასტურებულია IV-V საუკუნეებიდან, შეუძლებელია კირის ნალესობას ასეთი ზეგავლენა მოეხდინოს ღვინოზე.
As to wine-presses hewn in stone or plastered, attested from the 4th-5th centuries, lime plastering could not have affected the wine to such a degree.
55046.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
კირი უპირატესი მასალაა მშენებლობის დროს და დღემდე იყენებენ, თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს.
To the present day, lime - if available – is the primary construction material.
55047.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
განსაკუთრებით ფასობდა უწინ; ძველ ეკლესია-მონასტრებს უმთავრესად კირით აშენებდნენ და აპირკეთებდნენ.
It was especially valued in the past; in the construction and whitewashing of churches and monasteries.
55048.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
კარგად გამომწვარი კირის ნალესობა ედო საფუძვლად ფრესკულ მხატვრობას, როგორც უფრო მტკიცე და წყალგაუმტარი მასალა.
Well-slaked lime plaster was the foundation of mural painting in churches, being a stronger and water proof material.
55049.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
გიულდენშტეტის შენიშვნის უსაფუძვლობაში კი დღემდე მოღწეული საწნახელების მაგალითზე შეიძლება დარწმუნება.
The groundlessness of Güldenstädt's remark is seen from the surviving wine-presses.
55050.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
რაც მთავარია, ღვთო საწნახელებში არ ინახებოდა.
Above all, wine was not kept in the wine-presses.
55051.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
მასში ჩაყრილი ყურძენი სულ რამდენიმე წუთში იჭყლიტებოდა და წვენი მაშინვე ქვევრებში გადადიოდა.
The grapes dumped into the wine press were pressed in a few minutes and the juice flowed immediately into the wine jars.
55052.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
ისე რომ, ამ მხრივაც აღნიშნულ შენიშვნას საფუძველი არ გააჩნია.
Thus, in this respect too the remark is irrelevant.
55053.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
რაც შეეხება ქვევრების სისუფთავეს, ეს მთავარი საკითხი იყო, მცირეოდენი უსუფთაობაც კი ღვინოს გემოს უფუჭებდა.
As to the cleanness of the wine jars, this was the principal question, for even the slightest dirt spoiled the taste of the wine.
55054.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
„დასტურლამალში“ არაერთხელაა მითითებული ქვევრების რეცხვის შესახებ და გაფრთხილებაცაა, რომ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში თავად მემარნე დაისჯებოდა.
There are repeated references in the Dasturlamal to washing the wine jars, with warning and punishment applied to wine-cellar managers in case of breach of this rule.
55055.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
რაც შეეხება შენიშვნას, კახელი გლეხების „ცოდვებს“ ღვინის მოვლასთან დაკავშირებით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ შაჰ-აბასის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს უმოწყალო დარბევის შემდეგ ათეულ ათასობით კახელი სპარსეთში გადაასახლეს და მშობლიურ კერას მოწყვიტეს.
As to the remark regarding the "sins"of Kakhetian peasants in connection with taking care of wine, it should not be forgotten that after the brutal devastation of Eastern Georgia by Shah Abbas tens of thousands of Kakhetians were deported to Persia and removed from their native hearths.
55056.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
ადრეც გვქონდა აღნიშნული, რომ მათ უცხოობაშიც უცდიათ ვაზის გაშენება.
As noted above, the Georgians tried to grow the vine in exile too.
55057.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
თანდათანობით, მათი ადგილები აქ მთიდან ჩამოსულმა ხალხმა დაიკავა. თუმცა, ტრადიციული მეურნეობის - მევენახეობის აღდგენა უცებ ვერ შეძლეს.
Gradually, their places were occupied by people coming down from the mountains. However, they failed to restore the traditional economy of vine-growing soon.
55058.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
ამას დიდი დრო დასჭირდა, უცოდინრობა გზადაგზა იჩენდა ხოლმე თავს.
It took a long time and ignorance showed from time to time.
55059.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
ყველა უცხოელი მოგზაური თუ დიპლომატი ერთხმად აღნიშნავდა ზოგადად ქართული ღვინის საოცრად კარგი გემოსა და სიკეთის შესახებ.
All foreign travellers and diplomats were unanimous in noting the astonishingly good taste and benefit of Georgian wine.
55060.
ვენახი, ღვინო და ქართველები | გუშინ
ამას ცნობილი ფრანგი მწერლის, ღვინის შესანიშნავი მცოდნისა და დამფასებლის, ალექსანდრე დიუმას არაერთი აღფრთოვანებული გამონათქვამიც დაადასტურებს.
This is attested by the many enthusiastic pronouncements of Alexander Dumas, the well-known French writer and connoisseur of wine.