მოიძებნა 668040 ჩანაწერი
559901.
ბიოლოგია | თავი XXVI
დნმ-ის მოლეკულები შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას. იმ ინსტრუქციის ჩათვლით, რომელიც ზუსტი თვითრეპლიკაციისთვის საჭიროა.
DNA molecules carry genetic information, including the instructions needed to replicate themselves accurately.
559902.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგრამ დნმ-ის რეპლიკაციას უზრუნველყოფს რთული ფერმენტული მექანიზმი და ნუკლეოტიდური სამშენებლო „ბლოკებით“ უხვი მომარაგება. ეს ბლოკები კი უჯრედის მეტაბოლიზმის ანუ ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოიქმნება.
But the replication of DNA requires an elaborate enzymatic machinery, along with a copious supply of nucleotide building blocks that must be provided by the cell's metabolism.
559903.
ბიოლოგია | თავი XXVI
მილერ-ურეის ექსპერიმენტებში შეგვიძლია ზოგიერთი დნმ-ის და რნმ-ის აზოტოვანი ფუძეების მიღება. მაგრამ ამ ექსპერიმენტების შედეგად ვერ ვიღებთ ნუკლეოტიდებს.
While MillerUrey-type experiments have yielded some of the nitrogenous bases of DNA and RNA, they have not produced anything like nucleotides.
559904.
ბიოლოგია | თავი XXVI
ასე რომ, ნუკლეინმჟავებისგან შემდგარი სამშენებლო „ბლოკები“ ალბათ პირველადი ორგანული ბულიონის შედგენილობაში არ შედიოდა.
Therefore, the building blocks of nucleic acids probably were not part of the early organic soup.
559905.
ბიოლოგია | თავი XXVI
მეტაბოლიზმის მსგავსი პროცესები და სამშენებლო ბლოკების შესაქმნელად საჭირო თვითგამრავლებადი მოლეკულები ერთდროულად უნდა წარმოქმნილიყო.
Self-replicating molecules and a metabolism-like source of the building blocks must have appeared together.
559906.
ბიოლოგია | თავი XXVI
როგორ მოხდა ეს?
How did that happen?
559907.
ბიოლოგია | თავი XXVI
ყველა ამ პირობას პროტობიონტები აკმაყოფილებს. ეს აბიოტურად წარმოქმნილი მოლეკულების ერთობლიობაა, რომელიც მემბრანით ან მემბრანის მსგავსი სტრუქტურით გარშემორტყმულია.
The necessary conditions may have been met by protobionts, aggregates of abiotically produced molecules surrounded by a membrane or membrane-like structure.
559908.
ბიოლოგია | თავი XXVI
პროტობიონტებს სიცოცხლესთან ასოცირებული ზოგიერთი თვისება აქვს. ამ თვისებებს შორის მარტივი რეპროდუქცია და მეტაბოლიზმია. მათი შინაგანი ქიმიური შემადგენლობა განსხვავდება გარემოს ქიმიური შემადგენლობისგან.
Protobionts exhibit some of the properties associated with life, including simple reproduction and metabolism, as well as the maintenance of an internal chemical environment different from that of their surroundings.
559909.
ბიოლოგია | თავი XXVI
ექსპერიმენტებით დასტურდება, რომ პროტობიონტები აბიოტურად წარმოქმნილი ორგანული სტრუქტურებისგან სპონტანურად გაჩნდა.
Laboratory experiments demonstrate that protobionts could have formed spontaneously from abiotically produced organic compounds.
559910.
ბიოლოგია | თავი XXVI
მაგალითად, პატარა, მემბრანით შემოსაზღვრული წვეთები, ლიპოსომები, შეიძლება ლიპიდების ან სხვა ორგანული მოლეკულების წყალთან შერევის შედეგად გაჩნდეს.
For example, small membrane-bounded droplets called liposomes can form when lipids or other organic molecules are added to water.
559911.
ბიოლოგია | თავი XXVI
ნარევის წვეთის ზედაპირის ჰიდროფობიური მოლეკულები ორმაგ შრეს ქმნიან, რომელიც პლაზმის მემბრანის ლიპიდური ორმაგი შრის მსგავსია.
The hydrophobic molecules in the mixture organize into a bilayer at the surface of the droplet, much like the lipid bilayer of a plasma membrane.
559912.
ბიოლოგია | თავი XXVI
ორმაგი შრის შერჩევითი შეღწევადობის გამო ლიპოსომები ოსმოსის შედეგად ფართოვდება ან იკუმშება, როცა მათ სხვადასხვა კონცენტრაციის ხსნარებში ათავსებენ.
Because the liposome bilayer is selectively permeable, liposomes undergo osmotic swelling or shrinking thea when placed in solutions of different solute bri & concentrations.
559913.
ბიოლოგია | თავი XXVI
ზოგი ლიპოსომა ენერგიას მემბრანული პოტენციალის ფორმით (მემბრანის ზედაპირის გასწვრივ არსებული ელექტრული მუხტი) ინახავს.
Some liposomes store enaminergy in the form of a membrane potential, a voltage across the surface.
559914.
ბიოლოგია | თავი XXVI
ასეთ ლიპოსომებს, ნერვული უჯრედების მსგავსად აღგზნება შეუძლია.
Such liposomes can discharge the voltage in nerve cell-like fashion.
559915.
ბიოლოგია | თავი XXVI
ამ ტიპის აღგზნებადობა ყველა ცოცხალი ფორმისთვის დამახასიათებელია.
Such excitability is characteristic of all life.
559916.
ბიოლოგია | თავი XXVI
ეს არ ნიშნავს, რომ ლიპოსომები ცოცხალია, უბრალოდ მათ ცოცხალი ორგანიზმის ზოგი თვისება ახასიათებს.
Which is not to say that liposomes are alive, but only that they display some of the properties of life.
559917.
ბიოლოგია | თავი XXVI
თუ ადრეული დედამიწის გუბეებში წარმოქმნილი ეს წვეთები თავიანთ მემბრანებში ამინომჟავების შემთხვევითად შერჩეულ პოლიმერებს ჩართავდნენ, და თუ ზოგი დაკავშირებული პოლიმერი კონკრეტული ორგანული მოლეკულებისთვის შეღწევად მემბრანებს შექმნიდა, მაშინ ასეთი წვეთები შეძლებდნენ გარემოდან ორგანული მოლეკულების შერჩევით ათვისებას.
If similar droplets forming in ponds on early Earth incorporated random polymers of linked amino acids into their membranes, and if some of those polymers made the membranes permeable to certain organic molecules, then those droplets could have selectively taken up organic molecules from their environment.
559918.
ბიოლოგია | თავი XXVI
პირველი გენეტიკური მასალა ალბათ რნმ და არა დნმ იყო.
The first genetic material was probably RNA, not DNA.
559919.
ბიოლოგია | თავი XXVI
თომას ჩეხმა (კოლორადოს უნივერსიტეტი) და სიდნეი ალტმანმა (იელის უნივერსიტეტი) გამოიკვლიეს, რომ რნმ-ს, რომელიც ცილების სინთეზში მთავარ როლს ასრულებს, შეუძლია ფერმენტის მსგავსი რამდენიმე კატალიზური ფუნქციის შესრულება.
Thomas Cech, of the University of Colorado, and Sidney Altman, of Yale University, found that RNA, which plays a central role in protein synthesis, can also carry out a number of enzyme-like catalytic functions.
559920.
ბიოლოგია | თავი XXVI
ჩეხმა მათ რნმ ფერმენტები უწოდა.
Cech called these RNA catalysts ribozymes.